მზესუმზირას ზეთის საოცარი უპირატესობები ჯანმრთელობაზე

464

მზესუმზირას ზეთი უფრო მეტ E ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მცენარეული ზეთი. ეს მისი ერთადერთი უპირატესობა არაა.

  • გულის ჯანმრთელობას ხელს უწყობს. მზესუმზირას ზეთში 80%–ზე მეტი მონოუჯერი ცხიმია, რაც გულისთვის სასარგებლოა. ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმში ბალანსის შენარჩუნებას და ქოლესტერინის დონის გაკონტროლებას ხელს უწყობს.
  • კანისთვის სასარგებლოა. A და E ვიტამინების მაღალი შემცველობის გამო მზესუმზირას ზეთი კანის ჯანმრთელობას აძლიერებს. ამ ვიტამინებს ანტიოქსიდანტური თვისებები აქვთ, დაზიანებულ კანის უჯრედებს აღდგენაში ეხმარება და აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს აქრობს.
  • ენერგიას ზრდის. ნაჯერი ცხიმები მოთენთილობას იწვევს, ხოლო უჯერი ცხიმები ენერგიით გვავსებს. ეს ღვიძლიდან სისხლში გლიკოგენის გამოყოფას ხელს უწყობს. გლიკოგენი შაქრის სახეობა, რომელიც დამატებით ენერგიას უზრუნველყოფს.
  • თმისთვის სასარგებლოა. მზესუმზირას ზეთი მშრალ, ხვეულ თმას არბილებს და ბზინვარებას მატებს. მსუბუქი ტექსტურა აქვს და ისე მოქმედებს, როგორც კონდიციონერი. სკალპში კვირაში ერთხელ შეგიძლიათ შეიზილოთ, რომ აბრეშუმივით ნაზი თმა მიიღოთ.
  • იმუნიტეტს აძლიერებს. მზესუმზირას ზეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც უჯრედული მემბრანის ბარიერს აძლიერებს, ასე ბაქტერიების და ვირუსების შეღწევა რთულდება. ზეთი ინფექციებისგან დასაცავად ორგანიზმის უნარს აძლიერებს. მასში შედის ცილები, რომლებიც ქსოვილების შენებასა და აღდგენაში მონაწილეობენ, და სხვადასხვა ფერმენტი ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.
  • საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. ზოგიერთმა მცენარეულმა ზეთმა შეიძლება საჭმლის მონელების პრობლემები გამოიწვიოს. აი, მზესუმზირას ზეთი მონოუჯერ ცხიმებს შეიცავს. ის ძალიან მსუბუქია და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი სწრაფად ითვისებს. და ბოლოს, მზესუმზირას ზეთს საფაღარათო თვისებები აქვს, რაც ყაბზობას აფერხებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს