კვებებს შორის ხანგრძლივი პაუზა სიმსივნისგან დასაცავად შეიძლება სასარგებლო იყოს, ასეთ დასკვნამდე ოშერის ინტეგრირებული ჯანმრთელობის ცენტრის (OCIH) მეცნიერები მივიდნენ.სიმსივნის სამკურნალო წამლის არ ქონის პირობებში მისი პრევენცია მთავარი მომენტია, ხაზს უსვამენ სპეციალისტები. მათი თქმით, ბოლოდროინდელი მონაცემები ადასტურებს, რომ სიმსივნის პროფილაქტიკაში ჯანსაღ კვებას გარკვეული სარგებელი აქვს – სიმსივნის უჯრედების ზრდას ნამდვილად აფერხებს. მეცნიერები სიმსივნისგან დასაცავად კვებებს შორის ხანგრძლივ პაუზებს შესაძლო სარგებლად განიხილავენ. ზოგიერთი კვლევის მონაცემი უშვებს ვარაუდს, რომ
„კვებებს შორის ხანგრძლივ ინტერვალს შეიძლება დაავადების განვითარების რისკის პრევენციაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს“.
ოშერის ინტეგრირებული ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ყოველ მეორე დღეს შიმშილობამ შეიძლება დადებითი შედეგი მოგვცეს, თუ სიმსივნის განვითარების რისკის შემცირება აუცილებელია. მათი აზრით, ოპტიმალური ფორმატია ინტერვალური შიმშილობა, რომელიც დროის სხვადასხვა მონაკვეთში კვებისგან ხანგრძლივ შეკავებას გულისხმობს.
„წყვეტილმა შიმშილობამ და კალორიების შეზღუდვამ სიმსივნით დაავადების რისკი შეიძლება 40–დან 80-მდე პროცენტამდე შეამციროს“ – აცხადებენ მკვლევარები ვირთხებზე ცდების ჩატარების შემდეგ.
ისინი აზუსტებენ, რომ კალორიების შეზღუდვის მეთოდი ეფექტურია, თუ ადამიანს ჭარბი წონა აქვს. მეთოდი ყველასთვის შესაფერისი არაა. მეცნიერები გირჩევენ, რომ სიმსივნისგან დასაცავად ყოველ მეორე დღეს ინტერვალური შიმშილობა მოიწყოთ. კვებებს შორის ხანგრძლივი პაუზები ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობას ეფექტურად გაზრდის, რაც სისხლში გლუკოზის დონის ბუნებრივ კონტროლს გააუმჯობესებს, მისი რყევებისა და შედეგებისგან დაიცავს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ხანგრძლივი დროით კვებისგან თავის შეკავებამ შეიძლება სისხლში გლუკოზის, ინსულინის და ინსულინის მსგავსი ფაქტორის ზრდას 1 დონით შეამციროს, რაც რიგი დაავადებების, მათ შორის სიმსივნის რისკის შემცირებასთან კავშირშია. მაგალითად, კვლევამ აჩვენა, რომ 13 საათიანი ღამის შიმშილობა 36%–ით ამცირებს ძუძუს კიბოს რეციდივის რისკს და 21%–ით ძუძუს კიბოთი გარდაცვალების რისკს.