ყურძნის ნაყოფი მკვებავი ნივთიერებებით მდიდარია. ყოველდღიურ რაციონში მისი ჩართვა სწორი გადაწყვეტილებაა. Vivien გიამბობთ, რა სარგებელი აქვს ყურძენს ადამიანის ორგანიზმზე.
- იმუნურ სისტემას ებრძვის. ყურძენი C ვიტამინის საუკეთესო წყაროა. იმუნურ სისტემას ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
- სიმსივნეს აფერხებს. ანტიოქსიდანტების შემცველობით ყურძენი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს – მოლეკულებს, რომლებიც ჩვენს უჯრედებს აზიანებს და ავთვისებიან წარმონაქმნს იწვევს. ყურძენში შედის ანტიოქსიდანტი რესვერატროლი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ბლოკავს.
- არტერიულ წნევას ამცირებს. ნატრიუმის დაბალი შემცველობის გამო ყურძენი კარგად ჯდება დიეტაში და არტერიული წნევის შემცირებას ხელს უწყობს. ყურძენში შემავალი კალიუმიც წნევას არეგულირებს.
- გულის დაავადებებისგან იცავს. რესვერატროლი არა მხოლოდ სიმსივნეს აფერხებს, არამედ ორგანიზმს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს.
- ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ყურძენში ბევრი უჯრედისია, რის გამოც ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად შესანიშნავი საშუალებაა. ყურძენი „დამლაგებელია“, რომელსაც ქოლესტერინი ორგანიზმიდან ღვიძლში გადააქვს, სადაც მისი დამუშავება ხდება.
- დიაბეტისგან იცავს. ყურძენს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, მისი მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონის რყევები არ ხდება.
- ტვინის ჯანმრთელობას მხარს უჭერს. რესვერატროლი ჟანგვით სტრესს ამცირებს, რაც დადებით გავლენას ახდენს ტვინზე, პარკინსონის და ალცჰაიმერის დაავადებებისგან იცავს.
- ძვლებს აძლიერებს. ეს ხდება K ვიტამინის და ისეთი მინერალების ხარჯზე, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი.
- სიბერეს ანელებს. თუ დროის შენელება გსურთ, ყურძენი მიირთვით. კვლავ ანტიოქსიდანტი რესვერატროლი დაგეხმარებათ. ის ცხოვრების ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ გენს SirT1–ს უკავშირდება, უჯრედულ სტრუქტურაზე მოქმედებს და თავად უჯრედებს იცავს.
- ძილს აუმჯობესებს. და ბოლოს, ყურძენი მელატონინის შემცველობით ძილს აწესრიგებს. ყურძენში ბევრი კალორია არ შედის, ამიტომ დიეტურ პროდუქტად ითვლება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს