მინერალური წყლის სარგებელი და საფრთხე

793

მინერალური წყალი ნახშირორჟანგის შემცველობის გამო ჩვეულებრივ წყალზე უფრო მჟავეა. ონკანის წყალიც მინერალებს შეიცავს და გარკვეულ დამუშავებას გადის.

მინერალურ წყალში ხშირად გვხდება კალციუმი, ქლორი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი და გოგირდი. ეს მიკროელემენტები ზოგიერთი ბიოლოგიური ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელია, მათ შორისაა ჰორმონების სინთეზი და კარიესის პრევენციისთვის ფერმენტების წარმოება. მინერალური წყალი სპეციალური წყაროებიდან მიიღება და ბევრი მას თერაპიული ღირებულების გამო სვამს. ზოგჯერ, მინერალური წყალი ბაქტერიების ან ტოქსიკური ნივთიერების მოსაშორებლად მუშავდება.

მინერალური წყალი მაგნიუმის სასარგებლო წყაროა, რომელიც ნერვულ სისტემას, სისხლში შაქრის დონეს და არტერიულ წნევას არეგულირებს. კალციუმის ხარჯზე ძვლების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, რადგან მაგნიუმის სულფატს და ნატრიუმს შეიცავს. მინერალური წყალი გულის ჯანმრთელობას აძლიერებს, რადგან ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მაგნიუმის ხარჯზე გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს ამცირებს. მინერალური წყალი უცხიმო შეუცვლელი დანამატია ბევრი მინერალით, რომელიც ცხიმის მეტაბოლიზმში მონაწილეობს. გამოდის, რომ მინერალური წყალი ჭარბ წონას ებრძვის.

მინერალური წყალი მხოლოდ სარგებელს არ შეიცავს. მისმა ჭარბმა მიღებამ შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. თუ მინერალური წყალი პლასტმასის ბოთლშია, გადაზიდვისას პლასტმასიდან ბოთლში შეიძლება ქიმიური ნივთიერებები გადავიდეს. ეს კი ორგანიზმში მიკროპლასტმასის მოხვედრის საფრთხეს ქმნის. გაზიანი მინერალური წყალი შეიცავს ნახშირბადის მჟავას, რომელიც შებერილობას იწვევს. მინერალურ წყალში ნაკლები მიკრობებია, დეზინფექციის პროცესს არ გადის და მიკროორგანიზმებს შეიცავს. და ბოლოს, გაზიანმა მინერალურმა წყალმა შეიძლება კბილის მინანქარი დააზიანოს. ამას ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს