ექსპერტებმა დაასახელეს მცენარე, რომელიც დილით სისხლში შაქრის დონეს ამცირებს

1640

მე-2 ტიპის დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც სისხლში შაქრის უკონტროლო დონე ახასიათებს. ეს ორგანიზმს გადატვირთვით ემუქრება. სისხლში შაქარი არის შაქრის მთავარი ტიპი, რომელიც სისხლში შედის. ჯანმრთელ ორგანიზმში ინსულინი სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს. სამწუხაროდ, თუ მე-2 ტიპის დიაბეტი გაქვთ, ინსულინის წარმოება მკვეთრად მცირდება. შედეგად, სისხლში შაქრის დონე იზრდება.

თუ მე-2 ტიპის დიაბეტი გაქვთ, სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად ალტერნატიული საშუალებები უნდა მოძებნოთ. ექსპერტები ასახელებენ რიგ პროდუქტებს, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებენ. მცენარე ბამი სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.

ბამი, რომელსაც ღმერთის თითებს უწოდებენ (ბიოლოგიური სახელები Abelmoschus esculentus და Hibiscus esculentus), სისხლში შაქრის დონის კონტროლზე დადებით გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ჯანმრთელობისთვის სხვა მრავალი უპირატესობა გააჩნია.

„ბოლო წლებში მრავალრიცხოვანი Vitro (ლაბორატორიული) და Vivo (ცხოველური) კვლევებით დამტკიცებულია, რომ ბამი ანტიდიაბეტურ თვისებებს ფლობს და ძლიერი პროდუქტია, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს.

ერთ კვლევაში ინდოელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, დიაბეტიკ ვირთხებს, რომელთაც ბამის ხმელი და დაქუცმაცებული ქერქით და თესლით კვებავდნენ, სისხლში გლუკოზის დონე შეუმცირდათ. სხვებში 10 დღის განმავლობაში ბამის ექსტრაქტით რეგულარული კვების შემდეგ გლუკოზის თანდათანობითი შემცირება გამოვლინდა.

„მეცნიერული კვლევების გარდა ბევრი დიაბეტიკი აღნიშნავს სისხლში შაქრის დონის შემცირებას მას შემდეგ, რაც ბამის ნაჭრები წყალში ღამით ჩაალბეს, დილით კი მისი წვენი დალიეს. თურქეთში ბამის შემწვარი თესლი დიაბეტის საწინააღმდეგო ტრადიციულ სამკურნალო საშუალებად გამოიყენება“ – იტყობინება Diabetes UK.

ჯანდაცვის ორგანოების თქმით, ბამში შემავალი უხსნადი უჯრედისი სისხლში გლუკოზის დონის გაკონტროლებას ხელს უწყობს, ნაწლავური ტრაქტიდან სისხლში შაქრის შეწოვის სიჩქარეს ანელებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს