რეკლამების წინააღმდეგ: რას ვერ აკეთებს კოსმეტიკა

748

დერმატოლოგი, ანასტასია ელისტრატოვა გიამბობთ, თუ რა მოქმედებას არ ფლობს კოსმეტიკა. სპეციალისტის თქმით, ბევრ რამეს, რასაც კოსმეტიკის მწარმოებელი რეკლამაში გვპირდება, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

სწორედ ამიტომ, კოსმეტიკური საშუალებისგან კანის მყისიერად და შესამჩნევად განახლებას არ უნდა ელოდოთ. რა თქმა უნდა, დამატენიანებელი და ამქერცლავი პროდუქტები კანის ჯანმრთელი იერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, თუმცა ვერც ერთი საშუალება ნაოჭებს ვერ გააქრობს და სახის ოვალს ვერ გაასწორებს.

კანის დაავადებების განკურნების დაპირებასაც არ უნდა ენდოთ. ექიმი განმარტავს, რომ კოსმეტიკური საშუალება შეიძლება დამატებით გამაძლიერებელ ეფექტს ფლობდეს, მაგრამ მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად.

ანტიცელულიტური საშუალება ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. სპეციალისტის განმარტებით, კანქვეშა ცხიმის ფენა, რომელიც ზედაპირზე ღრმულებს ქმნის, დერმით და ეპიდერმისით დაცულია – მათი მთავარი ფუნქციაა ქვედა ფენები გარე ფაქტორებისგან დაიცვან, როგორც სახურავი სახლის დატბორვისგან გვიცავს.

„სახურავზე რამდენი კოსმეტიკური წვიმაც არ უნდა დაასხათ, სარდაფში მაინც არაფერი შეიცვლება“ – განმარტავს ექსპერტი.

ასეთივე უსარგებლოა პროდუქტები, რომლებიც მწარმოებლების დაპირებით სტრიებს ებრძვის. სტრიები სტრუქტურული ცილების გაწყვეტილი ბოჭკოებია, რომელთა კვლავ „შეწებება“ შეუძლებელია.

გარდა ამისა, მზისგან დამცავ კრემებს ბრმად არ უნდა ენდოთ, რადგან არც ერთი საშუალება კანს 100%–ით არ იცავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს