ექიმი განმარტავს, რა იწვევს ტკბილეულისადმი მწვავე ლტოლვას

920

ტკბილეულისადმი მწვავე ლტოლვა მიგანიშნებთ, რომ ტვინს გლუკოზა სჭირდება. ეს ლტოლვა დაუბალანსებელი კვების დროს შეიძლება გაძლიერდეს. ამის შესახებ ექიმი ენდოკრინოლოგი ანასტასია ტარასკო საუბრობს.ექიმი განმარტავს, თუ რა იწვევს ტკბილეულის ჭამის მწვავე სურვილს. ასეთი ლტოლვის გავრცელებული მიზეზი მკვებავი ნივთიერებების დეფიციტია. დაბალანსებელი კვებისას ორგანიზმი საკმარის ცილას, სასარგებლო ცხიმს, მიკროელემენტებს იღებს, ამ დროს ტკბილეულის ჭამის სურვილი არ ჩნდება. თუ ადამიანის კვების რაციონი ისეთია, რომ ორგანიზმი საკმარის სასარგებლო ნივთიერებებს ვერ იღებს, ტვინი მხარდასაჭერად ტკბილეულს „ითხოვს“. ტკბილეული გლუკოზის მდიდარი წყაროა, რომელიც ენერგიას იძლევა და სისხლში სწრაფად მიედინება.

„რომელიმე ვიტამინის და მიკროელემენტის დეფიციტის დროს ადამიანს მეტი ტკბილეულის მიღება სურს“ – აღნიშნავს ანასტასია ტაბასკო.

ექიმი ამატებს, რომ ჭარბწონიანი ადამიანების ორგანიზმი, რომლებიც ტკბილეულს დიდი რაოდენობით მიირთმევენ, „ბევრი დეფიციტით“ იტანჯება.ტარასკოს თქმით, ბევრი ადამიანი ტკბილეულს ჩვევის გამო მიირთმევს. მაგალითად, ტრადიციული ტკბილეული ჩაიზე მისაყოლებლად. ასეთი ჩვევის ფორმირება ზუსტად 4 კვირაში შეიძლება. ეს ხშირად ბავშვობაში ხდება, მაგრამ ტკბილეულის ჭამის ჩვევა ზრდასრულ ასაკშიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყალიბდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს