ექიმი: ცხიმის არასაკმარისი მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა

472

დიეტოლოგ სვეტლანა ფუსის თქმით, ცხიმის შეზღუდვა მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე შეიძლება, მისი არასაკმარისი მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ექიმი განმარტავს, თუ როგორ აზიანებს ცხიმის მიუღებლობა ორგანიზმს.

„ადამიანი ცხიმის შეზღუდვით საკუთარი ორგანიზმის უჯრედებს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევს, რაც ვიტამინების და მინერალების შიმშილს იწვევს“.

დიეტოლოგის განმარტებით, საკვებთან ერთად ცხიმის მიღება ხელს უწყობს სურფაქტანტის სინთეზს – ნივთიერება, რომელიც ფილტვებისთვის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. კერძოდ, სურფაქტანტის დახმარებით ფილტვის ალვეოლა ბრტყელ მდგომარეობაში შენარჩუნებულია.ცხიმის არასაკმარისი მიღება არა მხოლოდ ფილტვებს აზიანებს, არამედ ჰორმონალური ბალანსის დარღვევას იწვევს: მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის დაქვეითების რისკი იზრდება, ქალებში – ესტროგენის დეფიციტის რისკი.

„მამაკაცის და ქალის ორგანიზმში სქესობრივი ჰორმონები ქოლესტერინისგან სინთეზირდება, რომელიც ორგანიზმში ცხოველური წარმოშობის ცხიმებისგან ხვდება და მათგან სინთეზირდება“ – განმარტავს სვეტლანა ფუსი.

ნორმაში ყოველდღე 80 გრ–მდე ცხიმი უნდა მიიღოთ, თან ამ რაოდენობის ნახევარი მცენარეული წარმოშობის ცხიმი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ცხიმის წყარო კარგი ხარისხის პროდუქტი იყოს.