ორგანიზმს B12 ვიტამინი სჭირდება სისხლის წითელი უჯრედების შესაქმნელად, ნერვების, დნმ–ს და სხვა მთავარი ფუნქციების შესასრულებლად. მის დეფიციტთან დაკავშირებული გართულებები ხშირად კიდურებში გროვდება, სადაც ნერვები შეხებაზე უფრო მგრძნობიარეა. B12 ვიტამინის დეფიციტის ერთი დამაბნეველი სიმპტომი თვალების დახუჭვისას ვლინდება.
NHS–ის ინფორმაციით, B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეულმა ანემიამ შეიძლება სიმპტომების ფართო სპექტრი გამოიწვიოს.„როგორც წესი, ნელა ვითარდება, მაგრამ მკურნალობის გარეშე შეიძლება გართულდეს. ანემია – როცა თქვენ ჩვეულებრივზე ნაკლები ერითროციტი ან თითოეულ ერითროციტში ჰემოგლობინის ანომალურად მცირე რაოდენობა გაქვთ.“B12 ვიტამინის დაბალ დონესთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ნევროლოგიური და მოიცავს მხედველობის გაუარესებას, ქოშინს და სისუსტეს.
სხვა სიმპტომები, რომლებიც B12 ვიტამინის დაბალ დონეს უკავშირდება, ხელებში, ფეხებსა და ტერფებში უცნაურ შეგრძნებას ან ჩხვლეტას გულისხმობს. B12 ვიტამინის დეფიციტი გულისხმობს ვიბრაციის და მგრძნობელობის დაქვეითებას, როცა თვალები დახუჭულია – კიდევ ერთი შესაძლო გართულება.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „სხეულის პოზიციის გაცნობიერებაზე გავლენას ახდენს, როცა თვალები დახუჭულია“. კლინიკური თვალსაზრისით, სხეულის პოზიციის განცდა (პროპრიოცეფცია) განისაზღვრება როგორც ინდივიდუალური შესაძლებლობა აღიქვათ მდგომარეობა დახუჭული თვალებით და მინიმალური ექსტეროცეპციული სიგნალებით.
B12 ვიტამინის შემცველი პროდუქტები: ხორცი, კვერცხი, ფრინველი, რძის პროდუქტები და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტები.პაციენტებისთვის, რომელთაც ამ ვიტამინის სერიოზული დეფიციტი აქვთ, ინექციებია რეკომენდებული. ალტერნატივად B12 ვიტამინის დანამატები რეკომენდებულია ვეგანებისა და მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის.
გახსოვდეთ, ნებისმიერი დანამატის მიღების წინ ექიმის კონსულტანცია აუცილებელია.