ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება – ტერმინი, რომელიც ღვიძლში ცხიმის დაგროვებით გამოწვეულ პრობლემებს ნიშნავს. თქვენ ასევე შეგიძლიათ ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაზიანება მიიღოთ, რაც ალკოჰოლის ჭარბად მიღებას უკავშირდება.
ამერიკის ღვიძლის ფონდი ირწმუნება, რომ თუ ღვიძლის 5-10% ცხიმია, ეს ცხიმოვანი ღვიძლია. ჯანმრთელი ღვიძლი ნაკლებ ცხიმს შეიცავს ან ცხიმს საერთოდ არ შეიცავს, თუმცა NHS–ის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ზუსტად ყოველ მესამე ადამიანს ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება აქვს, როცა ღვიძლში ცოტა ცხიმია.
როგორც წესი, დაავადებას ნაადრევ სტადიაზე სიმპტომები არ აქვს, ამიტომ NHS ამბობს, რომ შესაძლოა მის შესახებ ვერ გაიგოთ, თუ სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევებისას არ გამოვლინდა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ამატებს, რომ ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების განვითარების მიხედვით შეიძლება გამოვლინდეს უფრო სერიოზული სიმპტომები, როგორიცაა „კანის და თვალის გარსის გაყვითლება (სიყვითლე), კანის ქავილი და ფეხების, ტერფების ან მუცლის შეშუპება.
ღვიძლით დაავადებულ ადამიანებს, რომელთაც ნახშირივით შავი განავალი ან მუქი შარდი აქვთ, „სასწრაფო სამედიცინო დახმარებას“ უნდა მიმართონ. სხვა სერიოზული სიმპტომებია სისხლის ღებინება, სისხლჩაქცევები, კანის ქავილი და მუცლის ქვედა ნაწილის შეშუპება.
„ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება ნაადრევ სტადიაზე საზიანო არაა, მაგრამ გამწვავების შემთხვევაში შეუძლია ღვიძლის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს, მათ შორისაა ციროზი.“
ნაადრევ სტადიაზე დაავადების გამოვლენა და მკურნალობა მდგომარეობის გამწვავებას თავიდან აგაცილებთ და ღვიძლში ცხიმის რაოდენობას შეამცირებს.