შენობაში მაღალი ტენიანობა თითქმის ყოველთვის უსიამოვნო სუნის, ობის და სოკოს გაჩენას იწვევს. მიშვებულ შემთხვევაში მწერებიც ჩნდება. ნესტიან შენობაში რთულია სიმყუდროვე და კომფორტი იგრძნოთ. ყველა ეს „სიურპრიზი“ ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება.სწორედ ამიტომ, სახლში, განსაკუთრებით სააბაზანო და საშხაპე ოთახებში ტენიანობის დონის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. Vivien გიამბობთ, რა იწვევს სინესტეს და როგორ მოვიშოროთ ობი სააბაზანოში. ასევე გიზიარებთ ეფექტურ საშუალებებს პრობლემის გასაქრობად.
მაღალი სინესტის მიზეზები – ნესტის სუნის და კედლებზე ლაქების გაჩენის მთავარი მიზეზი ცუდი ვენტილაცია და მაღალი ტენიანობაა. ორთქლი ჰაერში წარმატებით გროვდება და მთლიანად აორთქლებას ვერ ასწრებს.სინესტის პოპულარული მიზეზებია დაუხურავი წყლის კონტეინერები ან სააბაზანოში სველი სარეცხის გაშრობა. თუ დღემდე სააბაზანოში სარეცხ თოკს იყენებთ, დაუყონებლივ ჩამოხსენით. წყლით სავსე ვედროც არ შეინახოთ, რადგან ასე ფილებს შორის ღარებში სოკოს გაჩენა გარანტირებულია.
სინესტის მთავარი მიზეზები:
- კედლის მოპირკეთება ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო საშუალების გარეშე
- სახლში სარდაფის ხშირი დატბორვა
- გათბობაზე ფულის დაზოგვა (ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები)
- ტექნიკის არასწორად დაყენება
- არაიზოლირებული გარე კედლები
- ძველ შენობაში ნაკერების ცვეთა
როგორც წესი, მაღალი ტენიანობა და სოკოს პრობლემები კუთხის ბინის მაცხოვრებლებს აწუხებთ. ეს გასაკვირი არაა, რადგან ასეთ საცხოვრებელში ორი კედელი პირდაპირ ქუჩასთან კავშირშია. ეს კუთხეების გაყინვას იწვევს. შედეგად, ობი და უსიამოვნო სინესტის სუნი ჩნდება, ფილები ცვივა, შპალერი იშლება.
7 გამოცდილი მეთოდი: როგორ შევამციროთ ტენიანობა და გავაქროთ ობი სააბაზანო ოთახში
- მყრალი სუნის თავიდან ასაცილებლად თეთრეული სააბაზანო ოთახში არ გააშროთ. სინესტის სუნს სველი ტანსაცმელი, პირსახოცი და თეთრეული იწვევს.
- სააბაზანო ოთახში ტენიანობის დონე აკონტროლეთ. ნორმა – 30-60%.
- სინესტე ცივ ამინდში არასაკმარისი გათბობის გამო ჩნდება. ამ შემთხვევაში დამატებით გათბობაზე იზრუნეთ: პირსახოცის საშრობი მუდმივად ჩართული გქონდეთ. ასევე სპეციალური ჰაერის საშრობი მოწყობილობა გამოიყენეთ.
- ცუდი ვენტილაცია უსიამოვნო სუნს იწვევს. დრო და დრო შეწოვის ძალა შეამოწმეთ და აუცილებლობის შემთხვევაში გაწმინდეთ.
- შაქარი და მარილი ზედმეტ სითხეს კარგად შთანთქავს, ამიტომ სველ წერტილში ამ მარტივი შთამნთქმელით სავსე კონტეინერები დადეთ.
- რემონტის დაგეგმვისას მინერალურ ბაზაზე დაფუძნებული მასალები შეარჩიეთ. ტენიანობას კარგად შთანთქავს და ორთქლის ეფექტს აფერხებს. კედლები, იატაკი და ჭერი ანტისეპტიკური საშუალებით დაამუშავეთ.
- შხაპის მიღების შემდეგ სააბაზანო ოთახის კარი მინიმუმ 20-30 წუთით ღია დატოვეთ. საერთოდ, ყველა შენობა რეგულარულად გაანიავეთ, რადგან სინესტე სუფთა ჰაერს ვერ ემეგობრება.
უკვე გაჩენილი ობის მოსაშორებლად სპეციალური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება უნდა გამოიყენოთ. შერჩევისას შეფუთვაზე წარწერა ყურადღებით წაიკითხეთ, რომ საშუალება არა სოკოს პრევენციისთვის, არამედ მის გასაქრობად იყოს განკუთვნილი. ყველაზე პოპულარულია „სნეჟკა“, ემულსია Atlas Mykos, ხსნარები Renogal, Boramon და Izohan Grzybostop და ფუნგიციდები. ასევე ობის საკითხს წყლის და ქლორის ან მათეთრებლის ხსნარი მოაგვარებს.