ბევრი ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეინახოს მზესუმზირას ზეთი სწორად. უმეტესობა მათგანი ამ საკითხზე არ ნერვიულობს და ბოთლს სადღაც გაზქურის ახლომახლოს ინახავს, რომ ყოველთვის ხელთ ჰქონდეს. მუდმივი სითბო და სინათლე ზეთს ნამდვილად არ სჭირდება.Vivien ეცდება გაარკვიოს, სად და როგორ შევინახოთ მზესუმზირას ზეთი, რომელი მთავარი წესები და შენახვის პირობები უნდა ვიცოდეთ. ამ დეტალების ცოდნის გარეშე უსიამოვნებებს ვერ აცდებით: სასარგებლო პროდუქტი ოქსიდად გარდაიქმნება, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის და დაავადებების განვითარებას იწვევს.
მზესუმზირას ზეთის სახეობები – მზესუმზირას ზეთი (განსაკუთრებით, არარაფინირებული) სასარგებლო კომპონენტების ნამდვილი საწყობია. A, B, E ვიტამინები, ცხიმოვანი მჟავები, ომეგა 3 და 6, ცილები და მცენარეული ცხიმები – არასრული სიაა იმის, რაც მზესუმზირას ზეთში გვხდება. უდავოდ, თანამედროვე პირობებში მის გარეშე ჯანსაღი და აქტიური საქმიანობის წარმართვა რთულია.შეფუთვა ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ: ზოგიერთი მწარმოებელი ვარგისობის ვადად 1 წელს უთითებს, ზოგი – 2–3 თვეს. შენახვის ვადა პირდაპირ დამუშავების მეთოდზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, შეძენამდე ზუსტად უნდა იცოდეთ, რა მიზნით ყიდულობთ. მაგალითად, სალათების საკაზმად პირველი დაწურვის ზეთი გამოიყენეთ (ასე უფრო სასარგებლო და გემრიელია). კერძების შესაწვავად უბრალო რაფინირებული ზეთიც გამოგადგებათ.
- პირველი დაწურვის ზეთი მზესუმზირას თესლის 50 გრადუსამდე გაცხელებით მიიღება. წარმოებაში თესლს სპეციალური პრესით წნეხავენ, ფილტრავენ, მისგან ყველაზე ძვირფასს იღებენ. ამ მეთოდით დამუშავებული ზეთი ყველა სასარგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან კომპონენტს ინარჩუნებს. ასეთ პროდუქტს თესლის დამახასიათებელი არომატი, მუქი ფერი და ხანმოკლე შენახვის ვადა აქვს.
- არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი პირველადი გაფილტვრის გარდა მექანიკურ დამუშავებას გადის. ამის გამო სასარგებლო კომპონენტების ნაწილი იკარგება. ასეთი ზეთი სუფთა სახით გამოსაყენებლად შესაფერისია, მაგალითად, სახლის პირობებში თმის ნიღბების და სახის კრემების დასამზადებლად.
- ჰიდრატირებული რაფინირებული ზეთი ზემოთ ჩამოთვლილი დამუშავების მეთოდების გარდა ჰიდრატაციას გადის. ასე სითხე გამჭვირვალე ხდება, ნარევების, გემოს და პრაქტიკულად სუნის გარეშე. სჯობს მხოლოდ შესაწვავად გამოიყენოთ.
- გაყინული ზეთი – ყველა კომპონენტისგან (როგორც სასარგებლო, ასევე მავნე) გაწმენდილი ზეთი. მასში ცვილის ნაერთებიც არაა. ამრიგად, ყვითელ ფერს და დამახასიათებელ სუნს კარგავს. ვიღებთ ზეთს, რომელიც გაცხელებისას არ იკვამლება, არ ქაფდება, მაგრამ მასში მინიმუმი ვიტამინია. რეკომენდებულია პატარებისა და მოხუცებისთვის, რომლებიც მკაცრ დიეტურ რაციონს იცავენ.
მზესუმზირას ზეთის შენახვის ვადები – გაწმენდის რაც უფრო მეტ ეტაპს გადის მზესუმზირას ზეთი, მით უფრო დიდხანს შეგიძლიათ შეინახოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაფინირებული, ჰიდრატირებული ან გაყინული ზეთი უსასრულოდ შეგიძლიათ შეინახოთ. ისიც შეიძლება გაფუჭდეს, განსაკუთრებით განმეორებითი გამოყენების და მზის სხივებზე გაცხელებისას. ჩვეულებრივ, დახურული რაფინირებული მზესუმზირას ზეთის შენახვის ვადა 1 წელია. გახსნიდან ვადა 4 თვემდე მცირდება. გახსნილი ცივი დაწურვის ზეთის შენახვის ვადა 1-1,5 თვეა.შენახვის ადგილი: ბნელი, გრილი კუთხე, ულტრაიისფერი სხივებისგან მოშორებით. იდეალური ჭურჭელი – მინა. რეკომენდებულია, რომ არარაფინირებული ზეთი შეძენისთანავე მინის მუქ ბოთლში გადაასხათ. ასე პირდაპირი სხივების მცირე ზემოქმედებისგანაც დაიცავთ და თავის თვისებებს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.
სად შევინახოთ მზესუმზირას ზეთი: კარადასა თუ მაცივარში – ერთი სწორი პასუხი არ არსებობს, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: თხევად ზეთს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, ჟანგბადთან წვდომა და ზედმეტი სითბო არ უყვარს. ამ ფაქტორების გავლენით მწარე, უსუნო და უსარგებლო ხდება.მზესუმზირას ზეთი ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ. ტემპერატურა 8-16 გრადუსი უნდა იყოს. ოთახის ტემპერატურა უფრო მაღალია, ამიტომ სამზარეულოს კარადაში მხოლოდ გაუხსნელი ბოთლი შეგიძლიათ შეინახოთ. მაცივარში ტემპერატურა +4 გრადუსს არ აღემატება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გახსნილი ბოთლის აქ შენახვა არ შეიძლება? არა, შეიძლება და საჭიროც არის. გახსნილი ბოთლის შემთხვევაში დაბალი ტემპერატურა დასაშვებია. ასე გახსნილი რაფინირებული ზეთი შეგიძლიათ 9 თვემდე შეინახოთ. საუკეთესო ადგილი ზეთის შესანახად: ქვედა თარო ან საკუჭნაო (ფანჯრისა და გაზქურისგან მოშორებით).
თუ ბევრი რაფინირებული ზეთი გაქვთ, საყინულეში შეგიძლიათ გაყინოთ: ასე შენახვის ვადას კიდევ ერთი წლით გაზრდით. პროდუქტის განმეორებით გაყინვა არ შეიძლება. არარაფინირებული მცენარეული ზეთის გაყინვა არ შეიძლება. სიცივეში სასარგებლო კომპონენტებს კარგავს და მხოლოდ შესაწვავად გამოგადგებათ.გაუხსნელი ცივი დაწურვის ზეთი 3-4 თვე ინახება. ცხელი დაწნეხით მიღებული ზეთი – 1 წლამდე. გახსნილი არარაფინირებული ზეთი 3-4 კვირაში უნდა მიირთვათ, რაფინირებული – 4 თვეში. შემდეგ უკვე პროდუქტი თავის თვისებებს კარგავს, მასში შეიძლება კანცეროგენები გაჩნდეს.დაიმახსოვრეთ, რომ გაზქურასთან შეგიძლიათ შეინახოთ მხოლოდ ზეთის ერთ კვირიანი მარაგი და ისიც მინის ქილაში მჭიდრო თავსახურით. დიეტოლოგების უმეტესობა ამტკიცებს, რომ სჯობს 1 ბოთლი ზეთი 3 კვირის განმავლობაში გამოიყენოთ.