ოსპი ჩავალბოთ თუ პირდაპირ მოვხარშოთ, ეს ფერზეა დამოკიდებული

2338

ბოლო დროს ბევრი ადამიანი გარნირად სხვადასხვა მარცვლეულს ამზადებს. რა თქმა უნდა, ჩვენს გულში შემწვარი კარტოფილი ხახვით და სოკოთი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. სწორი და დაბალანსებული კვება ნებისმიერ ფაფაზე უფრო სასარგებლოა. ადრე ჩვენს სუფრაზე, ძირითადად, წიწიბურა და ბრინჯი ხვდებოდა. ახლახანს ოსპი აღმოვაჩინეთ და რაციონი გამრავალფეროვნდა. როგორ მოვხარშოთ ოსპი სწორად?ეს კითხვა ყველა დამწყებს აწუხებს, ვინც პარკოსანს პირველად ამზადებს. თუ შეცდებით, ოსპი ჩაიშლება. მოუხარშავის ჭამა კატეგორიულად უკუჩვენებულია როგორც კულინარიული, ასევე სამედიცინო კუთხით.

ოსპის მომზადება: მთავარი დეტალები

პირველ რიგში, ოსპი გადაარჩიეთ, ყველაფერი ზედმეტი მოაშორეთ და გამდინარე წყალში გარეცხეთ. გამხმარი, არა მთელი მარცვლები, ასევე ბალახის ნაწილები მოაშორეთ.ახლა, როცა ყველაფერი მზადაა, გაითვალისწინეთ: ოსპი ხარშვისას წყლის მოცულობაზე ორჯერ უფრო ნაკლები უნდა იყოს. 1 ჭიქა ოსპზე 2 ჭიქა წყალი უნდა გამოიყენოთ.

ნებისმიერი პარკოსანი სჯობს საშუალო ცეცხლზე ადუღებამდე ხარშოთ. ამის შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ. ქაფი აუცილებლად მოაშორეთ, ასე უკეთესი გემო ექნება. ქვაბს თავსახური არავითარ შემთხვევაში დაახუროთ. ასე მაღალი რისკია, რომ ოსპი ჩაიშლება და პიურე გახდება (ასე დამემართა პირველად).თუ საჭმლის მოსამზადებლად დიდი დრო არ გაქვთ, მარილი ყველაზე ბოლოს დაუმატეთ. თუ აუჩქარებლად მომზადებას აპირებთ, მარილი დასაწყისში დაუმატეთ.

ოსპს დროდადრო აუცილებლად აურიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ოსპი შეიძლება დაიწვას!

იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს მოხარშავთ ოსპს, მისი სიმტკიცე შეიცვლება. ექსპერიმენტები ჩაატარეთ! მხოლოდ ასე მიხვდებით, რომელი უფრო მოგწონთ. პირადად, რბილი, მაგრამ ჯერ კიდევ მთელი მარცვლები მომწონს.

სხვადასხვა სანელებლების დამატება არ მოგერიდოთ. ასე კერძის გემო წარმოუდგენლად შეცვლით. შემწვარი ხახვის და სტაფილოს დამატება კარგი ვარიანტია. პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ნიორიც ზედმეტი არაა.მწვანე ოსპი ფორმას ყველაზე უკეთ ინარჩუნებს. ამ მიზეზით სალათებისა და სხვა კერძებისთვის გამოგადგებათ, სადაც პარკოსნის გარეგნობა მნიშვნელოვანია. ცივი წყალი დაასხით და 1–2 საათით გააჩერეთ. ამის შემდგ გამდინარე წყალში გარეცხეთ. ქვაბში ადუღებამდე ხარშეთ და შემდეგ კიდევ 40 წუთით.

ყავისფერი ოსპიც ფორმას კარგად ინარჩუნებს. რაგუს, მობრაწულას და წვნიანს უხდება. ზუსტად ისე მოამზადეთ, როგორც მწვანე ოსპი. ოღონდ ადუღების შემდეგ უფრო ნაკლები დროით, ზუსტად 30 წუთით შეგიძლიათ მოხარშოთ.ფავორიტი, რა თქმა უნდა, ყვითელი და ნარინჯისფერი ოსპია. მათი დახმარებით მდიდრული წვნიანი და სქელი ფაფა–პიურე იდეალური გამოდის. მხოლოდ 15-20 წუთით მოხარშვა სჭირდება.

ამ პროდუქტის ფასი ყოველთვის არ გვახარებს, მაგრამ როცა ყიდვას დაიწყებთ, ვეღარ გაჩერდებით. ოსპი ჩვეულ სასადილო თეფშს სწრაფად ავსებს და სადღესასწაულო სუფრაზეც ხშირი სტუმარი ხდება. ცოტა რთული მოსამზადებელია, მაგრამ ძალიან ნოყიერია და ჩვეულ რაციონს ამრავალფეროვნებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს
  • საკვანძო სიტყვები
  • ოსპი