კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ გარკვეული სასმელის რეგულარული მიღება ჰიპერტონიკებში არტერიული წნევის შემცირებას ხელს უწყობს და ჰიპერტონიის განვითარების რისკს 65%–ით ამცირებს მათში, ვისაც დაავადება ჯერ არ აწუხებს.ჰიპერტონია მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია, მასზე მთელი სიკვდილიანობის 20% მოდის. მაღალი წნევა გულ–სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული მრავალი გართულების წინაპირობებს ქმნის, მათ შორისაა ინსულტი, ინფარქტი. მაღალი არტერიული წნევა სისხლძარღვების კედლებზე დიდ ზეწოლას ახდენს და დაძაბულობის ინტენსივობის გაზრდისას შეიძლება არტერიული კედლების გასკდომა ან თრომბის განვითარება გამოიწვიოს.
გირჩევთ ცხოვრების წესის ჩვევებს გადახედოთ, თუ არტერიული წნევის მაჩვენებლების შემცირება გსურთ. ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციის თანახმად, „მაღალი არტერიული წნევის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ჯანსაღ წონას შეინარჩუნებთ, რეგულარულად ივარჯიშებთ, ალკოჰოლს ზომიერად მიირთმევთ და არ მოწევთ.“ექსპერტები გირჩევენ, რომ ჰიპერტონიის და მისი გართულებების თავიდან ასაცილებლად ჩაის რეგულარულად დალევა დაიწყოთ. ამ მხრივ, მწვანე ჩაის საუზმეზე დალევა ყველაზე ეფექტური ჩვევაა. WebMD–ის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც მწვანე ჩაის სვამენ, ჰიპერტონიის განვითარების რისკი 65%–ით შემცირებული აქვთ.
გასულ წლებში ჩატარდა რიგი კვლევები იმის დასადგენად, თუ რომელი სახეობის ჩაი ამცირებს არტერიულ წნევა. მათგან ორი, როგორც განსაკუთრებით ძლიერი საშუალება, გამოიყოფა – მწვანე ჩაი და ულუნი. ორივე ჩაი პოლიფენოლების, ჰიპერტონიის დროს დამხმარე ძლიერი ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა.„ნახევარი ჭიქა საშუალო სიძლიერის მწვანე ჩაის ან ულუნის ჩაის ყოველდღე, 1 წლის განმავლობაში, დალევა ჰიპერტონიის განვითარების რისკს 45%–ით ამცირებს. იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 2,5 ჭიქა ჩაის სვამენ, მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკი 65%–ით შემცირებული აქვთ“ – ასეთი დასკვნა მეცნიერებმა ჩინეთის მოქალაქეებზე ჩატარებული კვლევის შემდეგ გააკეთეს.მწვანე ჩაის ჰიპოტენზიური ეფექტი მასში შემავალი კატექინების უნიკალური ნაერთების მოქმედებით არის განპირობებული. ანტიოქსიდანტი სისხლძარღვების კუნთების მოდუნებას და დარბილებას ხელს უწყობს, რაც არტერიული წნევის შემცირებას იწვევს.