კისრის ოსტეოქონდროზის პირველი ნიშნები: ზურგის ტკივილი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, თვალებში „ქინქლები“, სმენის გაუარესება ან ყურებში შუილი, ასევე სიარულისას რხევა ცუდი კოორდინაციის გამო. Vivien ამის თავიდან ასაცილებლად მარტივ ვარჯიშებს გთავაზობთ. მათი დახმარებით ოსტეოქონდროზის დამარცხებას და ჯანმრთელობის დაცვას შეძლებთ.
- ნიკაპი ყელისკენ დაწიეთ. თავი 5-ჯერ მარჯვნივ მოაბრუნეთ, შემდეგ 5-ჯერ მარცხნივ.
- ნიკაპი ოდნავ აწიეთ. კვლავ თავი 5-ჯერ მარჯვნივ მოაბრუნეთ, შემდეგ 5-ჯერ მარცხნივ.
- თავი მარჯვნივ დახარეთ, ყურით მხარზე შეხება სცადეთ – 5-ჯერ გაიმეორეთ. შემდეგ იგივე მეორე მხარეს 5-ჯერ გაიმეორეთ.
- თავი სწორად. კისრის კუნთებით წინააღმდეგობა გაუწიეთ და ნიკაპი იარემულ ფოსოს დააჭირეთ. ამავდროულად, თხემით ზემოთ გაჭიმვა სცადეთ.
- შუბლს ხელისგული დააჭირეთ და კისრის კუნთები დაჭიმეთ. ვარჯიში 3-ჯერ, 7 წამით შეასრულეთ.
- კისრის კუნთები დაჭიმეთ, მარცხენა საფეთქელს მარცხენა ხელისგულით დააწექით (3-ჯერ 7 წამით). შემდეგ მარჯვენა საფეთქელს მარჯვენა ხელისგულით დააწექით (3-ჯერ 7 წამით).
- ნიკაპი სწორად, ხელები კეფაზე. კეფით ხელებს დააწექით – 3-ჯერ 7 წამით.
- ხელების თითები შეაერთეთ და ნიკაპის ქვეშ დაიდეთ. ნიკაპით ხელებს დააწექით – 3-ჯერ 7 წამით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს