40 წლის შემდეგ B12 ვიტამინის დეფიციტის 14 სახიფათო ნიშანი

2770

ქალებს 40 წლის შემდეგ B12 ვიტამინი ჰაერივით სჭირდებათ. 40-60 წლის ქალების 4%–ს B12 ვიტამინის დეფიციტი აწუხებს, უფრო მეტი ქალი მისი დეფიციტის სახიფათო სიმპტომებს ყურადღებას არ აქცევს. თუ ლამაზი თმა, ჯანმრთელი კანი და გამძლე ნერვული სისტემა გსურთ, მაშინ სტატია წაიკითხეთ. ყოველდღიურ საზრუნავში ორგანიზმის სიგნალებს არ ვუსმენთ, ვუგულებელყოფთ ან დაღლილობას და თავის ტკივილს სტრესს ვაწერთ. Vivien–მა ზუსტად იცის, რომ 40 წლის ქალის ცუდი განწყობის მიზეზი უფრო ღრმად იმალება. გთავაზობთ 14 სიმპტომს, რომელიც ქალის ორგანიზმში B12 ვიტამინის დეფიციტზე საუბრობს. ეს ძალიან სახიფათოა!

პერნიციოზული ანემია

  1. თავბრუსხვევა და კოორდინაციის დაკარგვა – ქალებს, რომლებიც ნევროლოგს თავბრუსხვევის ჩივილით მიმართავენ, B12 ვიტამინის დონე დაბალი აქვთ. ციანოკობალამინი ნერვების მიელინის გარსზე მოქმედებს, ამიტომ მისი დეფიციტი ნერვების შეუქცევად დაზიანებას იწვევს, რასაც არა მხოლოდ ხშირი თავბრუსხვევა, არამედ კოორდინაციის სრული დარღვევა მოსდევს.
  2. ფრჩხილების პრობლემები და არაჯანსაღი თმა – თმამ ბზინვარება დაკარგა, მტვრევადი, თხელი და იშვიათი გახდა? ფრჩხილები დასუსტებულია, იმტვრევა, ფენებად იშლება? ეს ყველაფერი B12 ვიტამინის დეფიციტზე საუბრობს.
  3. კუნთების სისუსტე – ნერვულ სისტემაზე გავლენის მოხდენით ციანოკობალამინი არა უბრალოდ საერთო სისუსტეს, არამედ ნამდვილ კუნთების სისუსტეს იწვევს.
  4. ქოშინი – ნაკლებად სასიამოვნო სიმპტომი, რომელიც B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის ერთ–ერთი შედეგია. ჰემოგლობინის ნაკლებობა ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდებას ართულებს, ამით ფილტვებს გაძლიერებულად მუშაობას აიძულებს, რომ ორგანიზმი ჟანგბადით დააკმაყოფილოს. ესეც, თქვენ ქოშინი.
  5. მხედველობის პრობლემები – B12 ვიტამინის დეფიციტი მძიმე შემთხვევებში მხედველობის ნერვებს და ბადურის სისხლძარღვებს აზიანებს, გაორების, დაბინდვის, თვალების წინ „ქინქლების“ ფრენის ეფექტს ქმნის. დროებითი დაბრმავებაც გამორიცხული არაა.
  6. მუდმივი დაღლილობა – ჰემოგლობინის არასაკმარისი რაოდენობა, ჟანგბადის არასაკმარის რაოდენობას ნიშნავს. თავის მხრივ, ჟანგბადის დეფიციტი მუდმივ დაღლილობას იწვევს. ქალის ორგანიზმს B12 ვიტამინის დეფიციტის გამო დასვენება სჭირდება, თუნდაც კარგად გამოიძინოთ.
  7. ფერმკრთალი კანი – თვალების ქვეშ პატჩები ვერ გიშველით! მომაბეზრებელი ჩალურჯება და მკრთალი კანი რომ მოიშოროთ, B12 ვიტამინის დონე შეამოწმეთ. მისი დეფიციტი სისხლის მიმოქცევის დარღვევას და სისხლის წითელი უჯრედების განადგურებას იწვევს, შედეგად, ნაღვლის პიგმენტი, ბილირუბინი, თავისუფლდება და კანს პირქუშ ჩრდილს ანიჭებს.
  8. ჩხვლეტის პრობლემები და გაშეშება – B12 დეფიციტური ანემიის ერთ–ერთი ყველაზე უსიამოვნო ნევროლოგიური სიმპტომი. ნერვული გარსის დაზიანება და ჟანგბადის უკმარისობა კიდურების გაშეშებით, ჩხვლეტით, ასევე კრუნჩხვებით ვლინდება. მტკივნეული სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, B12 ვიტამინის ნორმალური დონე შეინარჩუნეთ.
  9. მეხსიერების პრობლემები – ძველი მეგობრის სახელს ვერ იხსენებთ ან გასაღებს ჩანთის ნაცვლად მაცივარში დებთ? გილოცავთ, დროა B12 ვიტამინის დონე შეამოწმოთ და დაუყონებლივ აღდგენაზე იმუშავოთ!
  10. ენის გარეგნობის ცვლილება – წითელი ლაქიანი ენა B12 ვიტამინის დეფიციტის აშკარა ნიშანია. ვიტამინის ნაკლებობის გამო ენის სტრუქტურა იცვლება, უფრო ღია წითელი ხდება, თითქოსდა ლაქით დაფარულია. თითქოსდა ეს საკმარისი არ იყოს, ენის წვის უსიამოვნო შეგრძნება და გემოს დამახინჯება ვლინდება.
  11. განწყობის ცვლილებები – ქალის ორგანიზმში ამ ვიტამინის დეფიციტი დეპრესიას ართულებს, შფოთვას და ნერვიულობას აძლიერებს, ასევე ადამიანს უფრო მტირალას ხდის. ყველაფერი იმიტომ, რომ ვიტამინი ბედნიერების ჰორმონების, სეროტონინის და დოფამინის წარმოებაში მონაწილეობს.
  12. სუნებზე ჩაციება – ანემია სუნების დამახინჯებელ ყნოსვას იწვევს. საყვარელი პარფუმის სუნი მომხიბვლელი აღარ გვეჩვენება, სამაგიეროდ, საღებავის ან ნავთის სურნელი მოგვწონს.
  13. გულის პრობლემები – სისხლწარმოქმნის ფუნქციის დარღვევის შედეგად ვითარდება ხშირი ტაქიკარდია, არტერიული წნევის შემცირება და ბევრი სხვა სიმპტომი, რომელიც გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს იწვევს. თითქოსდა, მხოლოდ B12 ვიტამინი გვაკლია.
  14. სხეულის ტემპერატურის მატება – იშვიათ შემთხვევაში ციანოკობალამინის ნაკლებობას თან ახლავს სხეულის ტემპერატურის დროებითი მატება სუბფებრიალურ მნიშვნელობამდე. ეს სიმპტომი ინფექციური პროცესების დროს დამახასიათებელია, მაგრამ B12 ვიტამინის დოზა ზიანს არ მოგაყენებთ.

თუ ამ ნაკლებად სასიამოვნო სიმპტომების ნაწილი საკუთარ თავში შენიშნეთ, სპეციალისტს დაუყონებლივ მიმართეთ. B12 ვიტამინის მარაგის შესავსებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი წყაროები: ძროხის ღვიძლი, ვირთევზა, პალტუსი, ორაგული, კრევეტები, ზღვის წყალმცენარეები და ყველი ტოფუ. ეს პროდუქტები არა მხოლოდ B12 ვიტამინით, არამედ სასარგებლო მიკროელემენტებით და მინერალებით მდიდარია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს