შეშუპება: გამომწვევი მიზეზები და რა გავაკეთოთ

1418

Vivien გიამბობთ, რა იწვევს შეშუპებას და როგორ მოიშოროთ. შეშუპება შეიძლება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული იყოს. შეშუპების გასაქრობად მიზეზი უნდა აღმოფხვრათ. ფეხის შეშუპების ყველაზე გავრცელებული მიზეზი გულის პრობლემებს (გულის უკმარისობა) უკავშირდება. სხვა მიზეზები შეიძლება იყოს თირკმლის პრობლემები, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ლიმფის დაგუბება, ვარიკოზი ან თრომბოფლებიტი, შაქრიანი დიაბეტი. დამოუკიდებლად შეშუპების მიზეზის გამოვლენა რთულია, მაგრამ ცდა შეიძლება.

  1. გულის უკმარისობის დროს ორივე კიდური თანაბრად სივდება, თან დილის საათებში შეშუპება მცირდება. ადამიანს გულის პრობლემები, ქოშინი აწუხებს. კანი და შეშუპება – რბილი, დაწოლისას ჩაღრმავება წარმოიქმნება.
  2. თირკმლის პრობლემებისას შეშუპება დილის საათებში უფრო გამოხატულია, ხოლო საღამოს მცირდება. სახე უფრო შესიებულია, ვიდრე ფეხები. კანი და თავად შეშუპება – რბილი. კანი მკრთალი და მშრალი.
  3. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისას (კერძოდ, ჰიპოთირეოზის დროს) არა ფეხები, არამედ მთელი ტანი სივდება.
  4. ლიმფური სისტემის პრობლემებით გამოწვეული შეშუპება (როგორც ვარიკოზის ან თრომბოფლებიტის დროს) უპირატესად ერთ ფეხზე გვხდება. მაღალი სიმკვრივე ახასიათებს. ნებისმიერი მანიპულაციის და მოქმედებისას (დაწოლა, დგომა) არ იცვლება. ტერფის გარე მხარეს რაღაც ბალიშის მსგავსი ჩნდება.
  5. ვარიკოზის ან თრომბოფლებიტის დროს, ძირითადად, ერთი ფეხი შეშუპებულია. თუ ორივე ფეხი გასიებულია, ერთი ფეხი მაინც უფრო ძლიერ შეშუპებულია. ასეთი შეშუპებისას კანი მკვრივია, ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას შეშუპება ძლიერდება და ყველაზე მეტად კოჭის მიდამო სივდება. მწოლარე პოზაში შეშუპება მცირდება.
  6. შაქრიანი დიაბეტის დროს შეშუპება დაავადების სერიოზულ სტადიაზე ვლინდება, ასე რომ დიაბეტიკებმა დიაგნოზის დასმის გარეშე იციან, რომ შეშუპება ამ დაავადების გამო ჩნდება. ჩვეულებრივ, დგომისას ტერფებში დისკომფორტი იქმნება, მშვიდ პოზაში ჩხვლეტა და პულსაცია, ტერფების გაწითლება და წყლიანი წყლულების და კოჟრების გაჩენა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს