Vivien გიზიარებთ ჯანმრთელობის 7 წესს, რომელსაც აღმოსავლეთის ქვეყნებში იცავენ.
- წესი 1. თმა ხშირად დაივარცხნეთ – თითები მოხარეთ და სავარცხელივით გამოიყენეთ. თმა შუბლიდან კეფის მიმართულებით დაივარცხნეთ. დაახლოებით 100 მოძრაობა შეასრულეთ. ნელა და ნაზად იმოძრავეთ. ვარჯიში თავის ენერგეტიკულ წერტილებს სტიმულირებს და ამასაჯებს, თავის ტკივილს აქრობს, მხედველობას აუმჯობესებს, წნევას ამცირებს. უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ ვარჯიშს დილით შეასრულებთ.
- წესი 2. სახე ხშირად დაიზილეთ – ხელისგულები გაახურეთ და სახეზე მიიტანეთ ისე, რომ შუა თითები ცხვირის გვერდებს შეეხოს. სახის კანი ნაზად დაიმასაჟეთ, შუბლისკენ იმოძრავეთ, შემდეგ გვერდებზე, ლოყებზე გადადით. 30 ასეთი მოძრაობა შეასრულეთ. სასურველია, დილით შეასრულოთ. ვარჯიში თავს აახლებს და წნევას ამცირებს. ნაოჭების გაქრობაში დაგეხმარებათ.
- წესი 3. თვალები ხშირად ავარჯიშეთ – თვალის გარსი მარცხნიდან მარჯვნივ (14-ჯერ) ნელა ამოძრავეთ, შემდეგ მარჯვნიდან მარცხნივ (14-ჯერ). თვალები ძლიერ დახუჭეთ და სწრაფად გაახილეთ.
- წესი 4. ყურები ხშირად დაიზილეთ – ყურებზე ხელისგულები დაიფარეთ და თითოეული ხელის შუა თითებით კეფაზე სამჯერ დააკაკუნეთ. შემდეგ საჩვენებელი თითი შუა თითს დააჭირეთ და კეფაზე დამახასიათებელი ხმით დაატკაპუნეთ. 12-ჯერ გააკეთეთ. ეს ვარჯიში დილით ან დაღლილობის დროს შეასრულეთ. ვარჯიში ყურებში შუილის, თავბრუსხვევის და ყურების დაავადებების დროს დაგეხმარებათ. სმენა და მეხსიერება გაუმჯობესდება.
- წესი 5. დაგუბებული სუნთქვა ხშირად ამოისუნთქეთ – სუნთქვა შეიკავეთ, გულმკერდი და მუცელი გაბერეთ. როცა იგრძნობთ, რომ მუცელი და გულმკერდი საზღვრამდე გაბერილია, თავი ასწიეთ, პირი გააღეთ და დაგუბებული ჰაერი ნელ–ნელა ამოისუნთქეთ. ვარჯიში 5-7-ჯერ შეასრულეთ.
- წესი 6. მუცელი ხშირად დაიმასაჟეთ – ხელისგულები გაახურეთ, ჭიპზე დაიდეთ (მამაკაცმა მარცხენა ხელი მარჯვენაზე ზემოთ, ქალმა მარჯვენა მარცხენაზე ზემოთ). მუცელი საათის ისრის მიმართულებით წრიულად დაიზილეთ (36 წრე), შემდეგ საპირისპირო მიმართულებით (36 წრე), თანდათან რადიუსი შეამცირეთ. ვარჯიში ნაწლავების მოძრაობას აუმჯობესებს, სუნთქვას ხელს უწყობს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტში საჭმლის დაგროვებას ხელს უშლის, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, კუჭ–ნაწლავის დარღვევებს აფერხებს და კურნავს.
- წესი 7. მთელი სხეული ხშირად დაიზილეთ – ხელისგულები გაახურეთ, მთელი სხეული დაიზილეთ შემდეგი თანმიმდევრობით: ბაიჰუის წერტილიდან თავის თხემდე, შემდეგ სახე, მხრები, ხელები (ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა), მკერდი, მუცელი, გულმკერდის უჯრედები ორივე მხრიდან. შემდეგ წელის გვერდითა ნაწილებზე გადადით, ბოლოს ფეხები (ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა).
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს