არითმიის ნიშნები: შეჩერება, გულის გაჩერება, მკვეთრი ქაოსური გულისცემა. არითმიის ბევრი სახეობა ადამიანს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ნერვული სისტემის მდგომარეობას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ. ქაოსური გულისცემის განვითარებას ხელს უწყობს დიდი ფიზიკური დატვირთვა, ნერვიულობა, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, თამბაქოს ზემოქმედება, ალკოჰოლი, ყავა, ჩაი. ასევე შეიძლება გულ–სისხლძარღვთა სისტემების, კლიმაქტერულ პერიოდში ნევროზის დროს განვითარდეს. Vivien გიზიარებთ ხალხურ რეცეპტებს.
ყველა სახის გულის დაავადების დროს სასარგებლოა ყვავილების თაფლი, განსაკუთრებით წიწიბურას – 1 ჩ/კ ან 1 ს/კ თაფლი დღეში 3–ჯერ. ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ ხაჭო, შვრია ან ფეტვის ფაფა, ასევე კაკალი, ქიშმიში, გარგარის ჩირი, ყველი, ნიორი, მუსკატის კაკალი. ბარამბოს, მარწყვის ფესვების და ფოთლების, ლურჯი მოცვის ყლორტების და ფოთლების, სააფთიაქო გვირილას ყვავილების ჩაი სასარგებლოა. როგორც სანელებელი, კვლიავის, კამის და ცერეცოს თესლი ხშირად გამოიყენეთ. აბაზანა კატაბალახის ნახარშით ( 1 ჭიქა ფესვი 1 ლ წყალში მოხარშეთ და თბილ აბაზანას დაუმატეთ) უსიამოვნო შეგრძნებებს აქრობს. რაციონში ჩართეთ ბოლოკი, თალგამი, ხურტკმელი, კოწახური, ძახველი.
ძლიერი დაღლილობის და ნევრასთენიის დროს გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებებს ოქროს ფესვის ნაყენი (ვარდისფერი როდიოლა) აქრობს: დღეში 10-20 წვეთი, როგორც ზოგადი მატონიზირებელი საშუალება. ხშირი კონფლიქტი, უარყოფითი ემოციები სტენოკარდიას, ინფარქტს, ჰიპერტონიას იწვევს. ცუდი ფიქრების, შფოთვის მოსაშორებლად ივარჯიშეთ, სახლის საქმეებს მიხედეთ, მშვიდ მუსიკას მოუსმინეთ, კარგი წიგნი წაიკითხეთ.