ფილტვების დრენაჟი დახუთვის დროს: რა გავაკეთოთ, როცა ხელოვნური სუნთქვის აპარატი მიუწვდომელია

1618

ფიზიოთერაპევტები დახუთვის დროს ფილტვების დრენაჟისთვის გირჩევენ ძველ კეთილ მეთოდს, რომელსაც ხელოვნური სუნთქვის აპარატის შექმნამდე იყენებდნენ. პანდემიის დროს მთელ მსოფლიოში ექიმების ერთ–ერთი მთავარი პრობლემა განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების დროს ხელოვნური სუნთქვის აპარატის დეფიციტი იყო. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ამ შემთხვევაში გამოიყენოთ ძველი სამედიცინო მეთოდი ფილტვებიდან ლორწოს გამოსადევნად. თუ კორონავირუსის პნევმონიის დროს ფილტვის უკმარისობის სიმპტომები გამოვლინდა, შეიძლება იყოს გამონადენით ფატალური დაზიანება (ლორწოვანი გარსი ფილტვებს ავსებს) ან ციტოკინის ქარიშხალი (ორგანიზმი ბევრ გამონადენზე ზედმეტად რეაგირებს).

წლების წინ ფიზიოთერაპევტები ამას პოსტულარული დრენაჟის მეთოდით წარმატებით მკურნალობდნენ. ამ დროს პაციენტი ღერძზე გადახრილია ან დახრილ ფერდობზე წევს, რომ ფილტვები და ბრონქები თავდაყირა დახაროს. ლორწო გამოდის, იქნება ამოხველების შესაძლებლობა. შეგიძლიათ ზურგზე, ფილტვების მიდამოში რიტმული დარტყმები დაუმატოთ, რაც ლორწოს გამოდევნას ხელს უწყობს. ეს შეგიძლიათ თავად გააკეთოთ ან ოჯახის წევრის დახმარებით. უბრალოდ საჭირო პოზა მიიღეთ და ლორწოს გამოდევნა აცადეთ. სუნთქვის ტექნიკით დაეხმარეთ, ამისთვის ცხვირიდან ხანგრძლივად ჩაისუნთქეთ, შემდეგ კბილების შორის დიდხანს და თანაბრად ამოისუნთქეთ, შემდეგ ამოახველეთ. უმარტივესი მეთოდი – დიდ სავარჯიშო ბურთზე გადაწექით. მეთოდის გამოყენება დაიწყეთ, როგორც კი, ფილტვებში ლორწოს დაგროვებას იგრძნობთ. არ დაელოდეთ, სანამ ავად ისე არ გახდებით, რომ დაიხრჩოთ. დღეში 20-30 წუთი საკმარისია, მაგრამ დილით ამის გაკეთება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (ღამით ბევრი ლორწო გროვდება). სხვათა შორის, 1976 წელს აშშ–ში ვერმონტის შტატში მოხუცთა თავშესაფარში გრიპის ეპიდემიის დროს რეგულარული პაციენტებისთვის პოსტურალურ დრენაჟს იყენებდნენ. მათ არავინ დაუკარგავთ, ხოლო სხვა მოხუცთა თავშესაფარში ათობით სიცოცხლე დაკარგეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს