Vivien გიზიარებთ ხალხურ რეცეპტებს ფიბრომის, მიომის და მასტოპათიის მოსაშორებლად.
ფიბრომის დროს გახეხილი კოთხუჯის ფესვი შესანიშნავი საშუალებაა. 1 ს/კ საშუალება დღეში 3–4–ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ. ამავდროულად, მაისის ქრისტესისხლა მოხარშეთ – 1 ს/კ 0,3 ლ წყალზე, ადუღებამდე მიიყვანეთ, თბილ ადგილას 6-8 საათით გააჩერეთ და ღამით ესმარხის ჭიქის გამოყენებით 1,5 საათით ნელი მიწოდებით გამოირეცხეთ. ეს 1-1,5 თვე უნდა გააკეთოთ. შრომატევადი, მაგრამ ეფექტური მეთოდია.
მიომის დროს გამოგადგებათ შემდეგი საშუალება: 50 გრ ალოეს წვენი (5 წლიანი მცენარე), 50 გრ ბალახების თაფლი, 2 აბი ვიკალინი (იგივე კოთხუჯი). ვიკალინი დააქუცმაცეთ, ნარევი გააკეთეთ, 5 დღე დააყენეთ და თითო სუფრის კოვზი დღეში 3–4–ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ. დადებით ეფექტს მიიღებთ.
მასტოპათიის დროს ანწლის სიროფი დაგეხმარებათ. ჩვენთვის ანწლის ორი სახეობაა ცნობილი. ბალახოვანი ანწლი, რომელიც შხამიანია და მისი კენკრის მტევანი ზემოთ მიმართულია. არსებობს შავი ანწლი, რომელიც ბუჩქებად იზრდება და კენკრის მტევანი ქვემოთ დაკიდულია. ერთნაირად მზადდება. აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში კენკრა შეაგროვეთ, გარეცხეთ და გაამშრალეთ. შემდეგ 3 ლიტრიან ქილაში ფენებად ჩააწყვეთ – 1,5 სმ შაქრის ფენა და ამდენივე ანწლის ფენა და ასე ბოლომდე. კაპრონის თავსახური დაახურეთ და ღია ადგილას ერთი დღე გააჩერეთ, შემდეგ 6-8 დღე მაცივარში შეინახეთ. დააკვირდით, რომ მასალა არ ამჟავდეს – სიცივის დეფიციტის პირობებში თეთრი ქაფი წარმოიქმნება. 6-8 დღეში გაწურეთ და კვლავ მაცივარში შედგით. 1 დესერტის კოვზი დილას და საღამოს ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ, წყალი დააყოლეთ. ამ სიროფს ყველა ერთნაირად ვერ სვამს. ბევრ ადამიანს ცუდად ხდის, მაგრამ მასტოპასთიას ნამდვილად კურნავს. ამავდროულად, სიროფი სისხლძარღვების სისტემას კარგად წმენდს. რეცეპტი შავ (ბუჩქნარ) ანწლს ეხება. ბალახოვანი ანწლის სიროფი სხვა სქემით მიიღება: 100 გრ მდნარი ან გამოხდილი წყალი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ, ჭამიდან 1 საათში 1 ს/კ სიროფი დალიეთ და ასე დღეში 3–ჯერ გააკეთეთ. სამკურნალო კურსი შემოდგომაზე – 45 დღე, მაისში 30 დღით გაიმეორეთ. არის შემთხვევები, როცა კურსი შემოდგომაზე დაიწყეს და მხოლოდ მაშინ დაასრულეს, როცა სიმკვრივე გაიწოვა.
სხვა პროცედურებიც შეგიძლიათ გაიკეთოთ:
- ჭვავის პური ნედლ მარლაში გაახვიეთ და ღუმელში მოათავსეთ, რომ დაორთქლდეს. როცა მარლა გახმება, გამოიღეთ, ორად გაკეცეთ და სიმკვრივეზე დაიდეთ. რა თქმა უნდა, პურმა ტანი არ უნდა დაგწვათ. გაგრილებამდე გაიჩერეთ. დილა–საღამოს შეგიძლიათ გაიკეთოთ.
- კრეკინგით გაწმენდილი ლაბორატორიული ნავთი. ტამპონი ნავთში დაასველეთ და 20 წუთით მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. დღეში ერთხელ გაიკეთეთ.
- წითელი სუფრის ჭარხალი. სახეხზე გახეხეთ, მარლაში შეაგროვეთ და მტკივნეულ ადგილას 40 წუთით დაიფინეთ. შაქრის ჭარხალი გახეხეთ, 5 ნაწილი თაფლი დაუმატეთ, კომბოსტოს ფოთოლზე მოათავსეთ და გულმკერდზე 40 წუთით დღეში 2-3-ჯერ დაიდეთ.
- გოგრა მასტოპათიის წინააღმდეგ შესანიშნავი საშუალებაა. ახალი გოგრა დააქუცმაცეთ და სიმკვრივეზე დღეში 2–3–ჯერ 40-60 წუთით დაიფინეთ.