შინაურული დაცვა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ

1223

როგორ დავიცვათ თავი სიმსივნური დაავადებებისგან ხალხური და სამედიცინო საშუალებებით, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის. ამის შესახებ კასინია იარემენკო, ცნობილი ონკოლოგი, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი გიამბობთ:

„სამწუხაროდ, ჩვენს მედიცინაში ჩამოყალიბდა მონოპოლიები, რომლებიც ზეძვირადღირებულ მედიკამენტებს აწარმოებენ, ხალხს ფულს სძალავენ და პრობლემასაც არ აგვარებენ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გაიგოთ მთავარი: სიმსივნის პროფილაქტიკა უფრო ეფექტური და ბევრად იაფია, ვიდრე მისი მკურნალობა. თუ ადამიანი რისკის ჯგუფში შედის (მის წინაპარს სიმსივნე ჰქონდა ან მწეველია ან მავნე გარემოში მუშაობს ან გაზით დაბინძურებულ ადგილას ცხოვრობს), ონკოლოგიური დაავადებების პრევენციაზე წინასწარ უნდა იზრუნოს. სამწუხაროდ, პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევის სისტემა დაშლილია. სწორედ ამიტომ, სიმსივნის გამოვლენა, როცა ჯერ კიდევ მკურნალობა შეიძლება, ხშირი არაა. ექიმს პაციენტების ნახევარი უკვე დაავადების ბოლო, მე–4 სტადიაზე მიმართავს. ონკოლოგი უფრო სასწრაფო დახმარების როლს ასრულებს. და მაინც, არსებობს პაციენტების ნახევარი, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნავს.

დავიწყებ თვალსაჩინოთი: სასიკვდილო დაავადების პრევენციისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია. მასში შედის ოპტიმალური სულიერი მდგომარეობა (ცნობილია, რომ რელიგიურ ადამიანს სიმსივნე იშვიათად აწუხებს და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს), ორგანიზმის რეგულარული გაწმენდა, სწორი კვება, ძალოვანი ფიზიკური ვარჯიშები, სუფთა წყალი და სუფთა ჰაერი.

კოლეგებთან ერთად ორგანიზმის გაწმენდის სისტემა შევიმუშავეთ: დილით, საუზმის მიღებამდე 1 ს/კ არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი 10 წუთით მოწუწნეთ, არ გადაყლაპოთ. წარმოქმნილი ქაფი გადმოაფურთეთ. მასში ღამით დაგროვებული ყველა მავნე ნივთიერებაა, რომელიც სისხლიდან ზეთში ხვდება. პროცედურა სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც ქრონიკული, განსაკუთრებით ალერგიული ხასიათის დაავადებები აქვს. სანაღვლე გზების გაწმენდაზე იზრუნეთ: 1 ჭიქა წყალი და 1 ს/კ დაქუცმაცებული ბაბუაწვერას ფესვი სუსტ ცეცხლზე 3-4 წუთით ხარშეთ, გააგრილეთ, გადაწურეთ და 3 ნაწილად გაყავით. თითო ნაწილი ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, დღეში 3–ჯერ დალიეთ. თუ შიდა ორგანოებში კენჭები გაქვთ, დოზა 2–ჯერ შეამცირეთ და ნახარში ექიმის დაკვირვებით ფრთხილად მიირთვით. ამის შემდეგ ნაწლავები წიდებისგან უნდა გაწმინდოთ და ნორმალური მიკროფლორა აღადგინოთ. დღეში 2–ჯერ ეუბიკორის სორბენტი დალიეთ (ძლიერი ყაბზობისას საჭმელს დაუმატეთ – 5-6 წვეთი დღეში, სუსტის დროს – 1-2) და რძემჟავა პროდუქტები მიირთვით. ორგანიზმის გაწმენდის და პარალელურად იმუნიტეტის გაძლიერება 1–2 კვირა უნდა გაგრძელდეს. დასრულების შემდეგ ძილის წინ ბიფიდო–რძიანი პროდუქტები დალიეთ და ყაბზობა არ დაუშვათ. საპროფილაქტიკოდ კურსი შეგიძლიათ თვეში 2–ჯერ ჩაიტაროთ, ქრონიკული დაავადების დროს ყოველთვე გაიმეორეთ, სასურველია, ერთსა და იმავე დროს გაიმეოროთ. სიმსივნის პრევენციისთვის მსგავსი წმენდის კურსის გარდა რაციონში ისეთი მსუბუქი გამწმენდი საშუალება ჩართეთ, როგორიცაა უჯრედისი. ორგანიზმის ყოველდღიურად გასაწმენდად ყოველ საღამოს 1 ჭიქა კეფირის,1 ჩ/კ ხმელი ზღვის კომბოსტოს და 1 ჩ/კ ბაყაყურას ნარევი დალიეთ. ნარევი ნახევარი საათით გააჩერეთ და ძილის წინ დალიეთ. ასეთ გამწმენდი პროცედურის ჩვევა განავალს დაარეგულირებს. მისი მიღება დასაშვებია, თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები არ გაქვთ. თუ ადამიანის კვება დაბალანსებულია (რაციონში აუცილებელი ვიტამინები, მიკროელემენტები და ანტიოქსიდანტები შედის), ონკოლოგიური დაავადების განვითარების ალბათობა მცირდება და ქრონიკულ პაციენტებს ჯანმრთელობის დაბრუნება შეუძლიათ.

გაწმენდის გარდა რეგულარულად უნდა შეავსოთ ის, რაც ორგანიზმს აკლია. პირველ რიგში, ვგულისხმობთ C, A და E ვიტამინებს, ასევე სელენს. ყველა კომპონენტი შედის პრეპარატ ტრიოვიტში, რომელიც აფთიაქებში იყიდება. შემოდგომიდან გაზაფხულამდე დალიეთ. C ვიტამინი სასარგებლოა მათთვის, ვისაც თირკმლებში კენჭები არ აქვს (გამოდის, კურსის დაწყებამდე უნდა შეამოწმოთ). დღეში 0,5 გრ–ის მიღებით დაიწყეთ და ნახევარ კვირაში 1,5 გრ–მდე ადით, შემდეგ იმავე სიჩქარით დღეში 0,5 გრ–მდე შეამცირეთ. ამის შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. E ვიტამინის დოზა დღეში მინიმუმ 200 მგ უნდა იყოს. რისკჯგუფის ადამიანებმა C და E ვიტამინების დოზები უნდა გაზარდონ. თუ როგორ, ეს სპეციალისტთან უნდა გაიაროთ. B ჯგუფის ვიტამინები პრეპარატ პენტოვიტში გვხდება. მიღების სქემა: 1 თვე, შემდეგ 1 კვირა შესვენება. დღიური დოზა უფროსებისთვის: B1, B2 და B5 – 50 მგ, B3 – 40 მგ, B6 – 20 მგ, B9 – 0,01 მგ და B12 (ფოლიუმის მჟავა) – 0,1 მგ. სელენი გვხდება ვიტამინების კომპლექსში ცენტრუმი ან ვიტრუმი (დღეში 1 აბი მიიღეთ იმ რეჟიმით, როგორც B ჯგუფის ვიტამინები). მისი დოზა დღეში 100 მგ–ზე მცირე არ უნდა იყოს. კლასიკური ადეპტოგენები – ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს გამძლეობის მარაგით უზრუნველყოფს, მოიცავს ოქროს ფესვი (ვარდისფერი როდიოლა), ოპლოპანაქსი, ლიმონურა. დამამშვიდებლები: კატაბალახა, ბაიკალის მუზარადა. ბუნებრივი ლოგიკით მიიღეთ: დილით – მასტიმულირებელი ადეპტოგენი, საღამოს – დამამშვიდებელი. დოზირება სააფთიაქო შეფუთვაზე მითითებულია. ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ ისეთი ადაპტოგენები, როგორიცაა ელეუტეროკოკი და ვარდისფერი როდიოლა სიმსივნის პრევენციისთვის ნამდვილად ეფექტურია. თუ ფარისებრი ჯირკვლები ნორმაშია, კარგია ადაპტოგენი კლამინი (ზღვის კომბოსტზე დაფუძნებული, ძუძუს კიბოს პროფილაქტიკისთვის ეფექტურია), ფეოკარპინი (წიწვზე დაფუძნებული) და ფუკუსი. გირჩევთ, რომ ყოველ 2 თვეში ადაპტოგენი შეცვალოთ. მასტიმულირებელ ადაპტოგენს აქვს უკუჩვენება: ჰიპერტონია. თუ მასტიმულირებელ საშუალებას დამამშვიდებლით დააბალანსებთ, მაღალი არტერიული წნევაც ხელს ვერ შეგიშლით. ანტიოქსიდანტებიდან ასტინს გირჩევთ, რომელიც აფთიაქებში იყიდება, დოზა – დღეში 1 ცალი.”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს