ყველას სმენია აღმოსავლური მედიცინის სასწაულების შესახებ, მაგრამ ყველამ არ იცის, თუ კონკრეტულად რომელ მედიცინას შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლური და რას ველოდოთ. საკითხი სპეციალისტებისთვისაც მარტივი არაა. დღეს Vivien ზურგის და სახსრების ტკივილზე გიამბობთ, რომელიც 40 წელს ზემოთ თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს. პირველ რიგში, ტკივილი შეიძლება იყოს ქრონიკული და მწვავე. პირველი მსუბუქი, მაგრამ ხანგრძლივია. როგორც წესი, ადამიანი მას ეჩვევა და ბრძოლას დიდად არც ცდილობს, რაც არასწორია: ასეთმა ქრონიკულმა ტკივილმა შეიძლება სახსრების დეფორმაცია გამოიწვიოს. ტკივილის მეორე ტიპი სახსრების სიწითლეს, ადგილობრივი ტემპერატურის მატებას იწვევს, ტკივილი შეიძლება პულსირებადი და რთულად ასატანი იყოს. ჩვეულებრივ, პაციენტი ამ ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაფრისთვის მზადაა.
რა გავაკეთოთ ქრონიკული ტკივილის დროს
- თუ წვრილ სახსრებში ტკივილს გრძნობთ ან ტკივილი არ გაწუხებთ, მაგრამ თითები ჭრაჭუნობს (სახსრების ტკივილის მოახლოების პირველი ნიშანი), ტირიფის ფოთლების შესქელებული წვენი დაგეხმარებათ. ზაფხულში მტირალა ტირიფის ხე იპოვეთ და რამდენიმე ახალი მწვანე ფოთოლი შეაგროვეთ. დილით მოწყვიტეთ, უპირატესად ახალგაზრდა ფოთლები შეაგროვეთ. სახლში წვენსაწურში გაწურეთ. 20 გრ წვენი (სტანდარტული ჭიქის 1/10 ნაწილი) თბილ ადგილას გააჩერეთ, სანამ მოცულობის 2/3 ნაწილი არ აორთქლდება. ზუსტად 6 გრ შესქელებული წვენი (1 ჩაის კოვზზე ცოტა მეტი) დაგრჩებათ. ტირიფის წვენი ძალიან მწარეა, ამიტომ თაფლი ან შაქარი გემოვნებით დაუმატეთ. 1ჩ/კ შესქელებული ტირიფის წვენი ყოველდღე, 10 დღის განმავლობაში დალიეთ. 10 დღიანი შესვენების შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ. მეორე 10 დღიანი შესვენების შემდეგ პროცედურა 10 დღით გაიმეორეთ.
- უფრო მსხვილი სახსრებისთვის ქერის ფქვილის და ახალდაწურული ტირიფის წვენის ნარევი გამოიყენეთ. ორივე ინგრედიენტი თითო სუფრის კოვზით აიღეთ. მიღებული ფაფა მტკივნეულ სახსრებზე თხელ ფენად წაისვით, სასურველია, ირგვლივ ყველა სახსარი დაფაროთ. მთელი ღამე გაიჩერეთ. 10 დღის განმავლობაში ყოველდღე, დღეში ერთხელ ასეთი პროცედურის ჩატარება შვებას მოგიტანთ.
- კიდევ ერთი ხელმისაწვდომი რეცეპტი ქრონიკული სახსრების ტკივილის დროს. 2 ს/კ ხმელი ნიახური მოხარშეთ: 1 ჭიქა ცივი წყალი დაუმატეთ, სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ, 5-10 წუთით ადუღეთ და გადაწურეთ. 1/3 ჭიქა ნახარში დღეში 3–ჯერ ჭამამდე, 20 დღის განმავლობაში დალიეთ. 20 დღიანი შესვენების შემდეგ ნახარშის კურსი კიდევ 20 დღით გაიმეორეთ.
რა გავაკეთოთ მწვავე ტკივილის დროს
- მკურნალობა განსხვავდება. 2–3 ს/კ თაფლი და 10-20 გრ (1-2 ს/კ) ნებისმიერი საკვები ძმარი აურიეთ. ძმარი შესანიშნავი საშუალებაა, რომელსაც სამკურნალო თაფლი ორგანიზმში ღრმად შეყავს. რაც უფრო მწვავეა ტკივილი, მით უფრო მეტი უნდა იყოს ძმარი (სუსტი ტკივილისას 1 ს/კ ძმარზე 4 ს/კ თაფლი). კომპონენტები ერთგვაროვანი ფაფის მიღებამდე აურიეთ. სახსრებზე წაისვით, ზემოდან პრიალა ქაღალდი დაიფინეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. 7 ღამე ზედიზედ ასე გააკეთეთ, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და მკურნალობა კიდევ ერთი კვირით გაიმეორეთ. უკუჩვენება შეიძლება თაფლზე ალერგია იყოს. თუ ქუსლის დეზი გაწუხებთ, ეს რეცეპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ოღონდ უფრო ნაკლები ძმარი ( 1 ს/კ საკმარისია) გამოიყენეთ, შემდეგ 1 წვეთი იოდი დაუმატეთ.
- თუ სახსრების მწვავე ტკივილს პულსირებადი ხასიათი აქვს და ტემპერატურის ადგილობრივი მატება შეინიშნება, ახალი ვარდკაჭაჭა გამოიყენეთ: ალბათ, უდაბნოში მზარდი ღია ცისფერი ყვავილები გინახავთ. 4 ს/კ ვარდკაჭაჭას ბალახი ყვავილებთან ერთად წვენსაწურში გაწურეთ, 1 ს/კ ქერის ფქვილი და 1 ს/კ საკვები ძმარი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. მიღებული ფაფა მტკივნეულ სახსრებზე თხელ ფენად წაისვით, პრიალა ქაღალდით შემოიხვიეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. 10 ღამე ზედიზედ ასე გაიკეთეთ, 10 დღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობა გაიმეორეთ.
- მოძრაობის დაქვეითების და სახსრების შესამჩნევი დეფორმაციის დროს, ასევე რევმატოიდული პოლიართრიტის დროს (როცა თითები შესიებული და დაგრეხილია) უფრო რადიკალური მკურნალობა ინიშნება. ამ შემთხვევაში თუთის ხმელი ნაყოფის და ფოთლების ცხელი აბაზანა დაგეხმარებათ. 10 ს/კ ფოთლებს (კენკრა არ აურიოთ) 0,5 ლ წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ, 5-10 წუთით ადუღეთ და გადაწურეთ. თბილ ნახარშში (40 გრადუსი) 15 წუთით მტკივნეული ხელები ან ფეხები ჩადეთ. აბაზანა 20 დღე გაიკეთეთ, 20 დღიანი შესვენების შემდეგ სამკურნალო კურსი გაიმეორეთ.
აღმოსავლურ მედიცინაში რეცეპტების გარდა ცნობილია საკვები პროდუქტები, რომელთაც სახსრების ტკივილის შემცირება შეუძლიათ. მაგალითად, მელნის კაკალი, რომლიდანაც უძველესი დროიდან სტრიქნინი მოიპოვებოდა. კაკალს ასუფთავებენ, ხსნიან, თეთრ შხამიან წანაზარდს აშორებენ და მარცვალს ერთი დღით წყალში ალბობენ, რომ ადვილად დააქუცმაცონ. დილით მცირე ნაწილს აჭრიან და ხორცთან, თევზთან ან სხვა მძიმე საკვებთან ერთად მიირთმევენ. მიღება – დღეში 1–2–ჯერ ტკივილის შესამსუბუქებლად. მეორე მსგავსი პროდუქტია მუსკატის კაკალი, რომელიც რადიკულიტის დროს მწვავე ტკივილის შესამცირებლად განსაკუთრებით ეფექტურია. 20 კაკალი დააქუცმაცეთ და დღეში 1 ჩ/კ კაკალი ჩაისთან, საჭმელთან ერთად ან მსხვილ კვერცხზე მოყრილი მიირთვით. კურსი – 40 დღე. რადიკულიტის ტკივილის დროს კოჭის ფესვიც სასარგებლოა. ფესვის ნაჭერი ენის ქვეშ ჩაიდეთ და 2 საათით გაიჩერეთ. ტკივილი გაქრება. ახლავს გვერდითი ეფექტები: კოჭის ფესვი კუჭს ამაგრებს. თუ მისი გამოყენება მოგიწიათ, მსუბუქი საფაღარათო საშუალება კომპენსაციის სახით მიირთვით.