თქვენ შეგიძლიათ მინიმუმ 20 დაავადება დათვალოთ, რომელთა დროსაც მდგომარეობის შემსუბუქება იოდის ბადის გამოყენებით შეიძლება. იოდის პატარა ბოთლი სახლის აფთიაქში თითქმის ყველას აქვს – ყოველდღიურ ცხოვრებაში დაზღვეული არავინაა ჭრილობისა და გაკაწვრისგან, რომელთაც ანტისეპტიკური დამუშავება სჭირდებათ. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ იოდის ხსნარი კანთან კონტაქტისას ძლიერ ანთების საწინააღმდეგო საშუალებად მოქმედებს.
იოდის ბადე გამოიყენება:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ–ანთებითი დაავადებების დროს: მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია და მწვავე რესპირატორული დაავადება, ბრონქიტი და ანგინა, მწვავე ბრონქიტი და ბრონქული ასთმა (თუ იოდზე ალერგია არ გაქვთ), ლარინგიტი და ტრაქეიტი.
- სახსრების და მყესების, რბილი ქსოვილების მიდამოში ანთებითი პროცესების და ტრავმის დროს: მიალგია, მყესების დაჭიმულობა და დაზიანება, ჰემატომა ქსოვილებზე, სისხლჩაქცევა, მუხლის და კოჭის მიდამოში მყესების დაზიანება, ოსტეოქონდროზი, ლუმბოსაკრალური რადიკულიტი, ართრიტი, ართროზი.
- გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს: ნევრალგია, კანის და კანქვეშა უჯრედების ანთება, მსუბუქი ვარიკოზი, ბუასილი, მასტიტი, ლაქტოსტაზი, პროსტატის დაავადებები.
როგორ გავიკეთოთ იოდის ბადე – იოდის ბადე კანზე კოსმეტიკური ბამბის ჩხირით (იმ ჩხირით, რომელსაც ყურის საწმენდად იყენებთ) წაისვით. ბამბის ჩხირი 5%–იანი იოდის ხსნარით გაჟღინთეთ და ტანზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზოლებით ბადე დაიხატეთ. „უჯრების“ იდეალური სიდიდე დაახლოებით 1 სმ². იოდი კანის მეშვეობით კუნთოვან ქსოვილებსა და სისხლძარღვებში ხვდება და პათოგენებს ანადგურებს. ბადის საიდუმლო იმაშია, რომ „უჯრების“ წყალობით ბაქტერიების გარკვეული ჯგუფი ერთმანეთს შორდება და სწრაფად კვდება. იოდი იდეალურად უმკლავდება ბაქტერიებს, რომლებიც ორგანიზმში კანის ფორებიდან შედიან.
- იოდის ბადე ორგანიზმში იოდის დეფიციტის დროს – სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის მესამედს იოდის დეფიციტი აწუხებს, რაც ფარისებრი ჯირკვლების პათოლოგიების მიზეზი ხდება, ხოლო ორსულებში შეიძლება ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვის დაბადება გამოიწვიოს. იმის გასაგებად, იღებთ თუ არა საკმარის იოდს კვების პროდუქტებიდან, ანალიზების ჩაბარება საჭირო არაა – საკმარისია, იოდის ბადე წაისვათ. სჯობს ბარძაყის შიგნით გაიკეთოთ. თუ სამ საათში ერთი კვალიც არ დარჩა, ექიმთან გაიქეცით და იოდდეფიციტის სამკურნალოდ მედიკამენტის გამოწერა სთხოვეთ. თუ იოდი 6-8 საათის განმავლობაში კანში იწოვება, გამოდის, მცირე პრობლემები იოდის მიღებასთან დაკავშირებით გაქვთ, მაგრამ მათ მოგვარებას რაციონში ზღვის თევზის, ზღვის პროდუქტების, ზღვის კომბოსტოს და იოდით მდიდარი სხვა პროდუქტების დამატებით შეძლებთ. ჯანმრთელი ადამიანი იოდის დეფიციტს არ განიცდის, ბადის კვალი 1 დღის შემდეგაც არ ქრება.
- იოდის ბადე ხველის დროს – რაც არ უნდა იყოს მშრალი ხველის მიზეზი, იოდის ბადე ანთებითი პროცესების ლოკალიზებაში დაგეხმარებათ. კანსა და სისხლძარღვებში შეღწევისას იოდი სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. ხველის საწინააღმდეგო ბადე მხოლოდ მაშინ გაიკეთეთ, როცა სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსს არ აჭარბებს. როგორ განვკურნოთ მშრალი ხველა იოდთერაპიით სახლის პირობებში? იოდის ბადე ყელზე (ანგინის დროს), გულმკერდზე (ფილტვების ანთების დროს) გაიკეთეთ. ზოგიერთი ადამიანი ამ ადგილებში განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ ჯერ ერთი მცირე შტრიხი წაისვით. თუ 10-15 წუთში წვას, ქავილს, დისკომფორტს არ გრძნობთ, სრული ბადე გაიკეთეთ. ხველისას ყელზე ბადე დღეში 2–ჯერ, დილა–საღამოს გაიკეთეთ.
- სურდოს და გაციების დროს – იოდის ბადე შესანიშნავი ვარიანტია სურდოს სწრაფად მოსაშორებლად. ამ შემთხვევაში წვრილი ხაზები ცხვირის ძგიდესა და კუთხეებში წაისვით. ფრთხილად იმოქმედეთ როგორც სახეზე, ასევე ყელზე, იოდით დამწვრობის დიდი რისკი არსებობს: კანი გაწითლდება და აიქერცლება. გაციების დროს იოდის ბადე ტერფებსა და წვივის კუნთების მიდამოში წაისვით.
- დაჟეჟილობის დროს – თუ არ იცით, როგორ მოიშოროთ სისხლჩაქცევა, უნივერსალური იოდის ბადე დაგეხმარებათ. მართალია, ტრავმის პირველ საათებში მისი გამოყენება არ ღირს: დაზიანებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ გაიკეთეთ. საქმე იმაშია, რომ უმნიშვნელო დაზიანებასაც ქსოვილების შეშუპება ახლავს და იოდის გამაღიზიანებელი მოქმედება მის დაშლას ხელს არ შეუწყობს. სწორი მიდგომა გულისხმობს, რომ ჯერ დაზიანებულ ადგილზე სიცივე გამოიყენოთ – ნაჭერში გახვეული ყინულის კუბი). მხოლოდ 1 დღის შემდეგ შეგიძლიათ იოდით მკურნალობა დაიწყოთ.
უკუჩვენებები – ალერგია, კანის დაავადებები (დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ეგზემა, ფსორიაზი და ა.შ.), 38°C–ზე მაღალი ტემპერატურა, იოდის ჭარბი რაოდენობა. უკუჩვენებების არ ქონის შემთხვევაშიც იოდის ბადის ზედმეტად გამოყენება არ ღირს – კვირაში მაქსიმუმ 2-3-ჯერ გამოიყენეთ.