დიმექსიდი ქიმიური ნივთიერებაა, სითხე უფერო კრისტალებით, რომელსაც კარგი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. გარეგანი გამოყენების ბევრი სხვა ნივთიერებისგან განსხვავებით დიმექსიდი კანის ბარიერში ნამდვილად აღწევს. დიმექსიდი კანზე წასმისას ორგანიზმში ნამდვილად იწოვება და შიგნით მუშაობს, დაავადების კერაში ანთებას ამცირებს. დიმექსიდს შთანთქმელი თვისება აქვს და გამოყენების ადგილას ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ართროზის სამკურნალოდ, რომელიც ართრიტის, პირველ რიგში, მუხლების და სახსრების ართრიტით მიმდინარეობს.
დიმექსიდის საფენების მომზადება – თუ ტესტმა დიმექსიდზე ალერგია არ გამოავლინა, შეგიძლიათ პროცედურა ჩაიტაროთ. 1 ს/კ ცხელი წყალი და 1 ს/კ დიმექსიდი აურიეთ. დაგჭირდებათ მარლა (და არა ჩვარი), სასურველია აფთიაქში სტერილული მარლა მაგალითად, სტერილური სალფეთქი შეიძინოთ. მარლა მზა ხსნარში გაჟღინთეთ და დაზიანებულ სახსრებზე დაიფინეთ, ზემოდან პარკი, შემდეგ ბამბის ფენა ან ბამბის ქსოვილი დაიფარეთ. 20 წუთიდან 1 საათი (მეტი არა!) გაიჩერეთ. პროცედურა დღეში ერთხელ გაიკეთეთ. სამკურნალო კურსი 15-20 მსგავსი აპლიკაცია, ანუ საშუალოდ 2-3 კვირა.
დიმექსიდის არასწორი გამოყენება – გიზიარებთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც დიმექსიდის გამოყენების დროს უშვებენ.
- წყალს არასწორად ურევენ. ზოგიერთ პაციენტს დროის დაზოგვა სურს, ამიტომ დიმექსიდს და წყალს წინასწარ ურევს, მთელ ბოთლს ქილაში ასხამს და ამდენივე წყალს უმატებს. ასე გაკეთება არ შეიძლება. პრეპარატი წყალთან ქიმიურ რეაქციაში მაშინვე შედის და მეორე დღეს სამკურნალო ეფექტი აღარ აქვს.
- მარლას არ იყენებენ. კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა, რომელსაც პაციენტები უშვებენ. მარლის ნაცვლად ხელთ არსებულ ნებისმიერ სხვა ქსოვილს იყენებენ. მაგალითად, ერთმა პაციენტმა ფერადი ნაჭრით საფენი გაიკეთა, რამაც მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვია. დიმექსიდი არა მხოლოდ თავად აღწევს კანში, არამედ სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებიც შეყავს. ამ შემთხვევაში ჩვრიდან საღებავებიც თან გაიყოლა, რამაც ალერგია გამოიწვია.
- საფენის მოქმედების დროს ზრდიან. ბევრ პაციენტს სურს, რომ საფენის მოქმედების ვადა გაახანგრძლივოს. „ინიციატივიანი“ პაციენტები სახსრებზე საფენს მთელი ღამე იჩერებენ და ავიწყდებათ პრინციპი „საუკეთესო კარგის მტერია“. შედეგად, მკურნალობის ნაცვლად კლასიკური ქიმიურ დამწვრობას იღებენ. სწორედ ამიტომ, გთხოვთ: თვითმკურნალობა შეწყვიტეთ, პრეპარატის გამოყენების წესები ზუსტად დაიცავით.
უკუჩვენებები – გაითვალისწინეთ, რომ დიმექსიდის გამოყენება ღვიძლის და თირკმლის დაავადებების, ასევე სტენოკარდიის, გლაუკომას და კატარაქტის დროს არ შეიძლება. პრეპარატი ძალიან ალერგიულია, ამიტომ მკურნალობის წინ მგრძნობელობაზე ტესტი ჩაიტარეთ. დიმექსიდი ბამბით კანის მცირე ნაწილზე წაისვით და ცოტა ხნით დაელოდეთ. თუ მძაფრი სიწითლე და ქავილი შეგაწუხებთ, სამკურნალო საშუალება არ გამოიყენოთ. თუ რეაქცია არ გაქვთ ან მხოლოდ მსუბუქ ჩხვლეტას გრძნობთ, მედიკამენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. გამოყენების წესები მკაცრად დაიცავით.