გულყვითელას ზეთი გამოცდილი და ღირებული სამკურნალო საშუალებაა. აუცილებლად მოამზადეთ

965

გულყვითელას ზეთი პირველადი დახმარების შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა მრავალი დაავადების დროს. ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული და სადეზინფექციო მოქმედება აქვს. Vivien გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ გულყვითელას ზეთი სახლის პირობებში, როდის და როგორი მეთოდით გამოიყენოთ.

გარეგანი გამოყენება: ზეთი საფენების სახით წყლულების, აბსცესების, დამწვრობის და მოყინვის დროს გამოიყენება. წლის ნებისმიერ დროს აგრესიული გარემოსგან დასაცავად ნებისმიერი ტიპის კანზე გამოიყენება. კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და დამწვრობისგან საიმედოდ იცავს (რამდენიმე წვეთი ზეთი სახეზე წაისვით და თითის წვერებით ფრთხილად შეიზილეთ). ჩვილის კანის მოსავლელად იდეალურია, საფენის გამონაყარს და გახეხილ კანს აქრობს. გულყვითელას ზეთი მშრალი ეგზემის დროსაც დაგეხმარებათ, ნაიარევებს აქრობს და მის წარმოქმნას ხელს უშლის. ჩალურჯებაც სწრაფად გადადის, თუ გულყვითელას ზეთს ფრთხილად წაისვამთ. ზეთი ვარიკოზული გაფართოებული ვენების, ფეხის წყლულების და ნაწოლების დროსაც ეფექტურია. შინაგანი გამოყენება: გულყვითელას ზეთი შიგნით მისაღებად რეკომენდებულია გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებების, კოლიტის, ენტეროკოლიტის დროს, ასევე როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნევრასთენიის, განსაკუთრებით მენოპაუზის დროს. ამ შემთხვევაში 1 ს/კ დღეში 2–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

გულყვითელას ზეთის მომზადება სახლის პირობებში – მეთოდი 1: ახალი გულყვითელას ყვავილები შეაგროვეთ, მინის ქილის ¾ მოცულობა გაავსეთ და ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი პირამდე დაასხით. თავსახური დაახურეთ და 10 დღე გრილ ადგილას შეინახეთ. პერიოდულად შეანჟღრიეთ. ამის შემდეგ ზეთი საწურში გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ. მეთოდი 2: ახალი გულყვითელას ყვავილები მზეზე დააჭკნეთ, მინის ქილის მესამედი გაავსეთ, მცენარეული ზეთი დაასხით და წყლის ორთქლზე 2 საათით ხარშეთ. შემდეგ ზეთი გადაწურეთ, ქილას სუფთა თავსახური დაახურეთ და ბნელ გრილ ადგილას შეინახეთ.

მკურნალობა

  • პაროდონტოზის და პაროდონტიტის დროს ბამბა ზეთში დაასველეთ და მტკივნეულ ღრძილზე, კბილზე დაიდეთ. აბსცესის და ჩირქოვანი ჩანართების შემთხვევაში ჭრილობისგან სწრაფად გაიწმინდება და განიკურნება.
  • სურდოს დროს თითო წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში 2–3–ჯერ ჩაიწვეთეთ.
  • დიაბეტური განგრენა – დიაბეტით დაავადებულ მოხუცებს ფეხის თითების გაშავება და ქსოვილების კვდომა ხშირად აღენიშნებათ, ეს კი ამპუტაციას იწვევს. თუ დაზიანებულ კიდურებზე გულყვითელას ზეთის საფენებს დროულად გაიკეთებთ, შეიძლება ოპერაციის თავიდან აცილება შეძლოთ და კანის საფარი აღადგინოთ. სტერილური ბინტი ზეთში გაჟღინთეთ (საჭირო რაოდენობა სხვა ჭურჭელში გადაასხით) და დაზიანებულ ადგილას შემოიხვიეთ, მთელი ღამე გაიჩერეთ. ზემოდან სუფთა თეთრეულის ნაჭერი შემოიხვიეთ. საფენები სრულ გამოჯანმრთელებამდე გაიკეთეთ.
  • რძიანას, კოლპიტის და ცერვიციტის დროს გულყვითელას ზეთში დასველებული ტამპონები ღამით ჩაიდეთ. ტამპონი სტერილური ბინტისგან გააკეთეთ, წინასწარ დააუთოვეთ. რძიანას და ქავილის დროს დაზიანებულ ადგილებში ზეთი წაისვით.
  • საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს მიკროოყნები გაიკეთეთ: ზეთი შეათბეთ, პატარა შპრიცით (რეზინის მსხალი) ამოიღეთ და საშოში ღრმად შეისხით. ამისთვის ზურგზე დაწექით, მენჯი ასწიეთ და კედელს მიეყრდენით, ფეხები ზემოთ. შესხურების შემდეგ 20 წუთით იწექით, შემდეგ სუფთა ტამპონი ჩაიდეთ (ღრმად არა). სჯობს ამის შემდეგ არ ადგეთ, არამედ პირდაპირ დაწვეთ (ღამით გააკეთეთ). დილით ზეთში გაჟღენთილი ტამპონი ჩაიდეთ. კურსი მინიმუმ 14 დღე. შემდეგ ექიმს ეწვიეთ და აუცილებლობის შემთხვევაში (თუ ეროზია არ შეხორცდა) მკურნალობა გაიმეორეთ.
  • ბუასილის დროსაც მიკროოყნები კეთდება. ზეთი სწორ ნაწლავში შეიყვანეთ. კოპების შემთხვევაში ზეთში გაჟღენთილი მარლის ზოლები მთელი ღამით დაიფინეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს