Vivien გიზიარებთ ასკილის ზეთის გამოყენების ხალხურ რეცეპტებს სხვადასხვა დაავადებების დროს.„მეუღლეს 40 წლის შემდეგ სმენის სწრაფად დაქვეითება დაეწყო. დაეხმარა ასეთი რეცეპტი: ანისულის თესლი დაფშვენით, მუქი ფერის ბოთლის ¼ მოცულობა ანისულის ფხვნილით გაავსეთ, ბოლომდე სააფთიაქო ასკილის ზეთი დაასხით, 3 კვირა ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ, ზოგჯერ შეანჟღრიეთ, შემდეგ 2-3 წვეთი მზა ნაყენი ძილის წინ თითოეულ ყურში ჩაიწვეთეთ. მეუღლე ასე მოიქცა და სმენა აღუდგა!“ – გვიზიარებს ერთ–ერთი მკითხველი.
- სურდო და ჰაიმორიტი – სურდოს და ჰაიმორიტის მოსაშორებლად ასკილის (შეგიძლიათ ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთით ჩაანაცვლოთ) და ევკალიპტის ზეთების ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ. 1 ჩ/კ ასკილის ზეთს 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი აურიეთ და 1/4–1/3 პიპეტი ნარევი თითოეულ ნესტოში ჩაიწვეთეთ. პროცედურის შემდეგ 5 წუთით თავგადაწეული დაწექით, რომ ხსნარი ცხვირხახაში მოხვდეს. პირველ დღეს ნარევი ყოველ საათში ჩაიწვეთეთ, შემდეგ დღეში 2-3-ჯერ გამოჯანმრთელებამდე. ღამით პირის სიმშრალის დროს ძილის წინ თითოეულ ნესტოში ½ პიპეტი ნარევი ჩაიწვეთეთ. სიმშრალე აღარ შეგაწუხებთ.
- ასკილის კურკის ზეთი მხედველობის გასაუმჯობესებლად დიაბეტის დროს – ასკილის კენკრის კურკას სიმინდის ზეთი 1:1 თანაფარდობით დაასხით. წყლის ორთქლზე 30-50 წუთით გააჩერეთ. როცა ზეთი ღია ნარინჯისფერი გახდება, გადაწურეთ და ბოთლებში ჩაასხით. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ (მკაცრად უზმოზე) დალიეთ. მხედველობის გარდა, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციებს და გულ–სისხლძარღვთა სისტემას აუმჯობესებს.
- ნაწოლები, კანის დაავადებები, წყლულოვანი კოლიტი – ნაწოლების, ტროფიკული წყლულების, დერმატოზის, ოზენას, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს გარეგნულად გამოიყენება. ზეთში გაჟღენთილი მარლა დაზიანებულ კანზე დაიფინეთ. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს 50 მლ ზეთი ოყნა ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს გაიკეთეთ. დერმატოზის დროს ადგილობრივ მკურნალობასთან ერთად 1 ჩ/კ ზეთი დღეში 2–ჯერ მიიღება.
- ოზენა (მყრალი სურდო) – ამ დროს ტამპონები ზეთში იჟღინთება და ცხვირში დღეში 2–ჯერ იდება.
- ასკილის ზეთი ფასდაუდებელია – ასკილის ზეთი შეიცავს ნაჯერ და უჯერ ცხიმოვან მჟავებს, როგორიცაა ლინოლეური, ლინოლენური, ოლეინი, სტეარინი, მირისტინული და პალმიტინი. მასში გვხდება ბევრი კაროტინი (A პროვიტამინი), ტოკოფეროლი (E ვიტამინი), ბევრი C ვიტამინი და მიკროელემენტები (სპილენძი, მოლიბდენი, სტრონციუმი. ასკილის ზეთი დიდებული ნაღვლმდენი საშუალებაა, ამიტომ, ნაღვლის სეკრეციის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებების და ზოგადად ღვიძლის დაავადებების დროს დაგეხმარებათ. კუჭის, გულ–სისხლძარღვთა, კანის დაავადებების დროს დაგეხმარებათ. ჭრილობებს არა მხოლოდ ახორცებს, არამედ დამწვრობას, რადიაციულ დაზიანებასაც შესანიშნავად კურნავს. როგორც გარეგნულად, ასევე პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების (სტომატიტი, გინგივიტი, რინიტი, ლარინგიტი და ფარინგიტი) დროს იყენებენ. ზეთი კარგი ანტიდეპრესანტია, ნერვულ აშლილობას ამსუბუქებს. კოსმეტოლოგიაში განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება. კოლაგენის სინთეზს ხელს უწყობს, რითაც კანის სტრუქტურას აუმჯობესებს, აახალგაზრდავებს, თმის ზრდას აძლიერებს, ამიტომ ზეთი ბევრ სახის და ხელის კრემებსა და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებში შედის. ასკილის ზეთის აღმდგენ თვისებებს ზოგიერთი კანის დეფექტების, მაგალითად, სტრიების და ნაწიბურების მოსაშორებლად და პრევენციისთვის იყენებენ.
- როგორ გავაკეთოთ ასკილის ზეთი – უმაღლესი ხარისხის (და ყველაზე ძვირადღირებული) ასკილის ზეთი დაფქული თესლის პირდაპირი გაწურვით მიიღება. ამ მეთოდით 100 კგ თესლიდან მხოლოდ 5 ლ ზეთი მიიღება. ასკილის ზეთს ხმელი თესლიდან ორგანული გამხსნელებით ცივი დაწურვით ან ცხელი ექსტრაქციით იღებენ. ასკილის ზეთის წარმოების ტექნოლოგია საკმაოდ რთულია, თუმცა სურვილის შემთხვევაში სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ. ასეთი ზეთის ხარისხი დაბალია, ვიდრე ყველა წესით მომზადებული ზეთის, ამიტომ უფრო მარტივია მზა ასკილის ზეთი აფთიაქში შეიძინოთ. ასკილის ზეთი თესლის ქიმიური შემადგენლობის მიხედვით იცვლება, რაც თავის მხრივ, ასკილის ადგილმდებარეობით განისაზღვრება – ის შეიძლება ოქროსფერ–ვარდისფერი, ღია ნარინჯისფერი, მომწვანო–ყავისფერი იყოს. სასიამოვნო სუსტი არომატი და მწარე გემო ახასიათებს.
- შინაურული რეცეპტი – 200 გრ დაქუცმაცებული ნაყოფი (ნედლი ან ხმელი) 0,75 ლ მცენარეულ ზეთში 15 წუთით ხარშეთ. (5 ან მეტი სააათით წყლის ორქთლზე 90-98 გრადუს ტემპერატურაზე შეგიძლიათ გააჩეროთ ან ორი დღე 60-70 გრადუსზე). გაგრილების შემდეგ წვენსაწურში გაწურეთ. ზეთის ექსტრაქტის მისაღებად ასეთი პროცედურა რამდეჯერმე ჩაატარეთ, ერთსა და იმავე რაოდენობის ზეთში დააყენეთ, ყოველჯერზე ახალ ულუფა დაქუცმაცებულ ნაყოფში. 1 ჩ/კ ასკილის ზეთი დღეში 2–ჯერ, ჭამამდე შიგნით მიიღეთ. გარეგნულად ზეთში გაჟღენთილი სალფეთქები დღეში 1–2–ჯერ დაზიანებულ კანზე დაიფინეთ და ცვილის ქაღალდი დაიფარეთ. ცხვირში დღეში 2–ჯერ ზეთში დასველებული ტამპონები ჩაიდეთ, ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს მცირე ოყნა (50 მლ) 2-4 კვირა გაიკეთეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს