„ამ საშუალების შესახებ ძალიან ადრე, 20 წლის წინ გამოცდილი მოხუცი გინეკოლოგისგან გავიგე. იმ დღიდან დიმექსიდი სახლის აფთიაქში ყოველთვის მაქვს. ზოგჯერ ისეთ შემთხვევებში მეხმარება, როცა სხვა ძვირადღირებული და რეკლამირებული საშუალება ვერ მშველის. გინეკოლოგიაში დიმექსიდის ტამპონებს სასქესო ორგანოების ინფექციების დროს კომპლექსურ თერაპიაში წარმატებით იყენებენ, რადგან მის მთავარ კომპონენტს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მედიკამენტი ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს, ანთებით პროცესებს, ტკივილს აქრობს. გინეკოლოგმა დიმექსიდის ტამპონები მინიმუმ 1 კვირით დამინიშნა. სამომავლოდ მირჩია, რომ როგორც კი ქალურ გაცივებას ვიგრძნობ, ღამით ტამპონი გავიკეთო, დილით გამოვიღო და ასე 3-4 ღამე ზედიზედ, სანამ ტკივილი მთლიანად არ გაქრება. 1 კვირის განმავლობაში ტამპონებს დღეში 2–ჯერ ვიკეთებდი. ექიმთან ვიზიტიდან მეორე დღესვე თავს კარგად ვგრძნობდი. მახსოვს, რომ საავადმყოფოში დაწოლის გარეშე ძლიერი ტკივილის სწრაფად გაქრობამ ძალიან გამაოცა“ – ყვება მკითხველი, რომელიც დიმექსიდს გინეკოლოგიური პრობლემების დროს იყენებდა.
როგორ გავაზავოთ დიმექსიდი: 1/3 ჭიქა თბილ წყალს (თითქმის ცხელს) 1 ან 1,5 ჩ/კ დიმექსიდი დაუმატეთ. აურიეთ, სტერილური ბინტით გინეკოლოგიური ტამპონი გააკეთეთ და ნარევით გაჟღინთეთ, საშოში ღრმად ჩაიდეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ.
დიმექსიდის გამოყენება გინეკოლოგიაში
გინეკოლოგიაში დიმექსიდი ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ზომიერი ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გამო გამოიყენება. ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ მედიკამენტში გაჟღენთილ ტამპონებს ან საფენებს იყენებენ. მკურნალი ექიმი პრეპარატის გამოყენების მეთოდს არჩევს.
დიმექსიდის ტამპონებს იყენებენ სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:
- საშვილოსნოს ყელის ეროზია
- საშოს და ვულვას ანთება
- სხვადასხვა სახის საკვერცხეების კისტა (ფოლიკულური, ენდომეტრიოდული, პარაოვარიული და ა.შ.)
- საშვილოსნოს ყელის ანთება
- კანდიდოზი
- მშობიარობის შემდეგ ინფექციური გართულებები
- სასქესო ორგანოებზე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი
- სასქესო ორგანოებზე ონკოლოგიური ნეოპლაზმების არსებობისას სარეაბილიტაციო მკურნალობა (კომპლექსური თერაპია)
დიმექსიდის ტამპონები არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე აბები, მაგრამ ისეთი აგრესიული არაა, როგორც ინექციები. ადგილობრივი მკურნალობა დაავადების საწყის ეტაპზე ან სასქესო ინფექციების პრევენციისთვის გამოიყენება. მედიკამენტი სხვა პრეპარატებთან ერთად ქრონიკული ფორმის ანთებითი დაავადებების დროს გამოიყენება.
ფარმაკოლოგიური თვისებები – ანთების საწინააღმდეგო გარეგანი გამოყენების საშუალება. ჰიდროქსილურ რადიკალებს ინაქტივაციას უკეთებს, ანთების კერაში მეტაბოლურ პროცესებს აუმჯობესებს, ადგილობრივ საანესთეზიო, ანალგეზიური და ანტიმიკრობული მოქმედება აქვს. ზომიერ ფიბრინოლიზურ აქტივობას ფლობს. კანიდან, ლორწოვანიდან აღწევს მიკრობული უჯრედის გარსსა (ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობას ზრდის) და სხვა ბიოლოგიურ მემბრანებში. სამკურნალო პრეპარატების შეღწევას ზრდის.
გამოყენების ჩვენებები – კომპლექსურ თერაპიაში: საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება, დეფორმირებული ოსტეოართროზი, რეაქტიული სინოვიტი; შეზღუდული სკლეროდერმია, კვანძოვანი ერითემა, დისკოზური წითელი მგლურა, ქუსლის მიკოზი, კელოიდური ნაწიბურები, თრომბოფლებიტი, ალოპეცია, ეგზემა, წითელი ქარი; დაჟეჟილობა, მყესების დაჭიმულობა, ტრავმული ინფილტრატები; ჩირქოვანი ჭრილობები, დაწვრობა, რადიკულიტი, ტროფიკული წყლულები, აკნე, ძირმაგარა, პლასტიკურ ქირურგიაში – კანის ჰომოტოტრანსპლანტატების დაკონსერვება.
ხსნარის გაზავება – როგორ გავაზავოთ ხსნარი გამოყენების წინ? სუფთა სახით სამკურნალო საშუალების გამოყენება აკრძალულია, რადგან საშოს შიდა ლორწოვანი გარსის დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს. ხსნარის კონცენტრაცია სიმპტომებზეა დამოკიდებული. დიმექსიდი წყალში სწორად რომ გააზავოთ, შემდეგი პროპორციები უნდა დაიცვათ:
- 10% ხსნარი – 18 მლ წყალი / 2 მლ კონცენტრატი
- 20% ხსნარი – 8 მლ წყალი / 2 მლ სამკურნალო საშუალება
- 25% ხსნარი – 6 მლ წყალი / 2 მლ პრეპარატი
- 30 % ხსნარი – 14 მლ / 6 მლ
- 40 % ხსნარი – 6 მლ / 4 მლ
- 50 % ხსნარი – წყლის და ხსნარის მოცულობა ტოლია 5 მლ / 5 მლ
- 90 % ხსნარი – 2 მლ წყალი / 18 მლ კონცენტრატი
ტამპონებისთვის 10 ან 30 %–იანი ხსნარი გამოიყენება. გასაზავებლად მხოლოდ ანადუღარი წყალი გამოიყენეთ. რამდენ ხანს შეიძლება გაზავებული ხსნარის შენახვა? საშუალება შეგიძიათ ჰერმენტულ მინის ჭურჭელში გრილ, ბნელ ადგილას 3 დღე შეინახოთ, თუმცა ექიმები ყოველდღე ახალი სამკურნალო საშუალების მომზადებას გირჩევენ.
რევმატიზმი, როცა ხელები და ფეხები ძლიერ გტკივათ – 200 გრ არაყი, 200 გრ „სამმაგი“ ოდეკოლონი, 1 ბოთლი „სამკომპონენტიანი შესაზელი“ (აფთიაქში) და 1 თავსახური წამალი „დიმექსიდი“. ფეხებზე კარგად წაისვით, თბილად შეიფუთეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. ძალიან დაგეხმარებათ.
ართრიტი – საფენისთვის დიმექსიდის ხსნარის და ანთების საწინააღმდეგო საშუალების ნარევი ფართოდ გამოიყენება. დიმექსიდი ქსოვილში ღრმად აღწევს და სხვა სამკურნალო პრეპარატისთვის კარგი წინამძღოლია. აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ, ძვირი არ ღირს. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებიდან ვოლტარენის ან ჰიდროკორტიზონის საინექციო ხსნარები გამოიყენება.
უკუჩვენებები – გაითვალისწინეთ, რომ დიმექსიდი ღვიძლის და თირკმლის დაავადებების, სტენოკარდიის, გლაუკომას და კატარაქტის დროს უკუჩვენებულია. პრეპარატი ძალიან ალერგიულია, ამიტომ მკურნალობის წინ მგრძნობელობაზე ტესტი აუცილებლად ჩაიტარეთ. დიმექსიდი ბამბით კანზე წაისვით და ცოტა ხნით დაელოდეთ. თუ მკვეთრი სიწითლე და ქავილი გაჩნდა, სამკურნალო საშუალება არ გამოიყენოთ. თუ რეაქცია არ გაქვთ (მსუბუქი ჩხვლეტა არ ითვლება), პრეპარატი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია.