ქაცვის ზეთის გამოყენების 7 სამედიცინო მეთოდი. ნამდვილად დაგეხმარებათ

1306

Vivien გიამბობთ როდის და როგორ გამოიყენოთ ქაცვის ზეთი სხვადასხვა უსიამოვნების სამკურნალოდ.

  1. კუჭის წყლული. ქაცვის ზეთით კუჭის წყლულის მკურნალობა რეკომენდებულია. 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 3-4 კვირა მიიღეთ. ამ საშუალების მიღებისას პირველი 3-4 დღის განმავლობაში შეიძლება გულძმარვა ან მჟავე ბოყინი გაწუხებდეთ. ამ უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად ¼ ჭიქა ქაცვის ზეთს 2%–იანი სოდის ხსნარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. საშუალების სისტემური მიღებისას კუჭის ტკივილი, გულძმარვა და ბოყინი მცირდება ან საერთოდ ქრება. ქაცვის ზეთი კუჭის წვენის მჟავიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.
  2. საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი. საშვილოსნოს ყელის ეროზიის და კოლპიტის სამკურნალოდ ქაცვის ზეთში გაჟღენთილ ტამპონებს საშოში იდებენ. ყოველდღიურად გამოცვალეთ. კოლპიტის დროს 10-15 პროცედურა დაგჭირდებათ, ეროზიის დროს – 8-12. აუცილებლობის შემთხვევაში 4-6 კვირაში მკურნალობა შეგიძლიათ გაიმეოროთ.
  3. დერმატიტი, ეგზემა, დერმატოზი, ტროფიკული წყლულები, ნაწოლები. სამკურნალოდ ქაცვის ზეთი გარეგნულად გამოიყენება. 1 ს/კ ქაცვის ზეთი 80 გრ გამდნარ ღორის, ქათმის ან ბატის შიდა ქონს, ვაზელინს ან მცენარეულ ზეთს აურიეთ. მიღებული მალამო დაზიანებულ კანზე დღეში 2–ჯერ წაისვით.
  4. ძლიერი სურდო. ქაცვის ზეთში გაჟღენთილი ბამბის ტამპონით ცხვირის ლორწოვან გარსზე დღეში 2–ჯერ წაისვით.
  5. ყელის ტკივილი. ყველასთვის ცნობილია, თუ როგორი მტანჯველია ყელის ტკივილი. ამ დროს არაფრის გაკეთება არ გვსურს. მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ მოვიშოროთ უსიამოვნება. აღმოჩნდა, რომ მისი მოშორება საკმაოდ მარტივია. ამაში ქაცვის ზეთი და ზღვის წყალი (1 ჭიქა წყალს 1 ჩ/კ ზღვის მარილი დაუმატეთ) დაგეხმარებათ. 1 ჭიქა ზღვის წყალს 1 ს/კ ქაცვის ზეთი დაუმატეთ და ხსნარი ყელში რაც შეიძლება ხშირად გამოივლეთ, მინიმუმ დღეში 3-ჯერ. იდეალურია, თუ პროცედურას ყოველ 1,5-2 საათში გაიმეორებთ, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, სამჯერადი მკურნალობაც საკმაოდ ეფექტურია.
  6. ხველა. ხანგრძლივი გულისმიერი ხველის დროს ქაცვის ზეთის და ქაფურის საშუალება მიიღეთ. ნახევარ ჭიქა ქაცვის ზეთს 2 ს/კ ქაფური აურიეთ და მიღებული ნარევი ზურგსა და გულმკერდზე შეიზილეთ. პროცედურა ღამით ჩაიტარეთ, ნარევის წასმის შემდეგ კარგად შეიფუთეთ. ასეთი მკურნალობით ხველას 3-4 დღეში მოიშორებთ. ქრონიკული ხველაც ამ წამლის სამკურნალო ძალის წინაშე უძლურია.
  7. ტუბერკულოზი. საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 კგ ცაცხვის თაფლი, 1 ჭიქა ქაცვის კენკრა, 3 ს/კ ქაცვის ზეთი, ნახევარი ჭიქა არყის კვირტები და 1 ს/კ ცაცხვის ყვავილები. თაფლი ქვაბში გაადნეთ, ქაცვის კენკრა დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. ორ სხვადასხვა ქვაბში არყის კვირტები და ცაცხვის ყვავილები მოხარშეთ, 4-5 წუთით დააყენეთ, შემდეგ მარლაში გადაწურეთ და თაფლი–კენკრის ნარევს დაუმატეთ. ამის შემდეგ ქაცვის ზეთი დაუმატეთ და ბოთლებში გადაანაწილეთ. სამკურნალო საშუალება ყოველდღე, ყოველი ჭამის შემდეგ მიიღეთ. გამოყენების წინ შეანჟღრიეთ.

უკუჩვენებები. ზოგიერთ ადამიანს ქაცვის პრეპარატებზე ინდივიდუალური აუტანლობა აქვს. სხვა უკუჩვენებებიც არსებობს: მაღალი მგრძნობელობა, კუჭქვეშა ჯირკვლების მწვავე დაავადებები, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი. ქაცვის ზეთი მწვავე ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის, პანკრეატიტის, დიარეას დროს უკუჩვენებულია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს