Vivien გიზიარებთ ერთ–ერთი მკითხველის პირად გამოცდილებას, რომელმაც ჰორმონალური პრეპარატის, პრედნიზოლონის გამოყენების გარეშე შვილი თრომბოციტოპენიისგან (ვერლგოფის დაავადება) განკურნა. ასევე გთავაზობთ სოფორას ნაყენის მომზადების მეთოდებს.„8 წლის ასაკში ჩემს ვაჟიშვილს ტანი ლურჯი ლაქებით დაეფარა. ანალიზები ჩავაბარეთ და აღმოჩნდა, რომ თრომბოციტები ნორმაზე 5-ჯერ დაბალია (1 მმ³ სისხლში 50000 ერთეული 250000 ერთეულის ნაცვლად). სასწრაფოდ საავადმყოფოში დაწოლა გვითხრეს, იქ კი, მხოლოდ პრედნიზოლონით მკურნალობენ. ექიმს ვთხოვე, რომ ეს პრეპარატი არ მიეცა, მაგრამ მიპასუხა, რომ თრომბოციტების გაზრდა მხოლოდ ამ მედიკამენტით შეიძლებოდა. მაშინ მივმართე ქარს, რომელიც ბალახებით მკურნალობდა და მან სოფორას ნაყენი მირჩია. ნაყენის კურსი დავიწყე და მე-8 დღეს თრომბოციტები 180000 ერთეულამდე გაიზარდა. ლაქები გაქრა. ვერლგოფის დაავადება მე-10 კლასში კვლავ გაჩნდა, შემდეგ ისევ 3 წელიწადში. ამ დაავადების დროს მზეზე ყოფნა არ შეიძლება, მაგრამ ბავშვებს ესმით? უფრო მეტხანს უნდა იწვეთ, ამ დროს თრომბოციტები სწრაფად იზრდება. ექიმებისთვის აღარ მიმიმართავს, რადგან უკვე ვიცოდი, როგორ მემკურნა. მით უფრო, სოფორას ნაყენს თავად ვამზადებდი. ახლა შვილი 44 წლისაა, დაავადება აღარ აწუხებს.”
სოფორას ნაყენი. სოფორას პარკები ოქტომბერში შეგიძლიათ შეაგროვოთ. სხვათა შორის, ბაზრობაზეც შეგიძლიათ შეიძინოთ. თითოეული თესლი დანით დაჭერით (დანა დაადეთ, ზემოდან ჩაქუჩი დაარტყით). 50% სპირტი დაასხით (ძლიერი სამოგონიც გამოგადგებათ, ხოლო წარმოებული არაყი სუსტია). 100 მლ სპირტი 100 გრ ახალ სოფორაზე დაგჭირდებათ. თუ სოფორა ხმელია, 100 მლ სპირტზე 200 გრ სოფორა გამოიყენეთ. 10 დღე დააყენეთ, ხშირად შეანჟღრიეთ. ბამბაში გაფილტრეთ, ჩენჩო გაწურეთ და ასევე გაფილტრეთ. 10 წვეთიდან 1 ჩაის კოვზამდე ნაყენი (ასაკის მიხედვით) დღეში 4-5-ჯერ დალიეთ. აუცილებლად C ვიტამინთან ერთად დალიეთ. მაგალითად, ასკილის ნაყენი კარგი ვარიანტია, რადგან ამ ვიტამინით მდიდარია.
კიდევ რას კურნავს სოფორას ნაყენი – იაპონური სოფორას ნაყენი ღირებული სამკურნალო მცენარის ყვავილების ექსტრაქტია და მოქმედების ფართო სპექტრი აქვს. თირკმლების, ღვიძლის, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის, გულის და გულ–სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი ორგანოების დაავადებების და მხედველობის პრობლემების, ნივთიერებათა ცვლის და იმუნური სისტემის დარღვევების დროს, ასევე კანის დაავადებების და მოწამვლისას შიგნით მიიღება. დამწვრობის, მოყინვის, ტროფიკული წყლულების, ჭრილობის, დაზიანების და სოკოვანი ინფექციის დროს გარეგნულად ინიშნება. თავზე წასმისას თმის ძირების გამაგრებას ხელს უწყობს. სოფორას ნაყენი ტოქსიკური არაა. ორგანიზმის კარგი სტიმულატორია, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს, ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს, ახალგაზრდა შემაერთებელი ქსოვილების ზრდას ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, სოფორას ნაყენი პანაცეა და უნივერსალური საშუალება არაა, მაგრამ ხალხურ მედიცინაში მის წარმატებულ გამოყენებას ვერ ვუგულებელყოფთ.
როგორ მოვამზადოთ სოფორას ნაყენი – დაგჭირდებათ ახალი ნაყოფი, რომელიც სექტემბერში მწიფდება. შუა სექტემბრიდან დეკემბრამდე შეგიძლიათ შეაგროვოთ. ცივ ანადუღარ წყალში გარეცხეთ, დაჭერით, მინის ან ფაიფურის ჭურჭელში (ლითონის არა!) მოათავსეთ და 1:2 თანაფარდობით არაყი დაასხით. 10 დღე დააყენეთ. შემდეგ ნაყოფი გაწურეთ, სითხე ბამბაში და ქაღალდის ფილტრში გაფილტრეთ. შედეგად, მოწითალო–ყავისფერი ან ზეთისხილისფერი სოფორას სუფთა ნაყენი გამოვა. თუ ნაყოფი ხმელია, 5-ჯერ მეტი არაყი დაგჭირდებათ, ანუ 1:5 პროპორცია. 10 დღე დააყენეთ და ხშირად შეანჟღრიეთ. სითხე გადაასხით და 2 დღე გააჩერეთ, კვლავ გადაასხით და ნალექი მოაშორეთ. ამის შემდეგ, სოფორას ნაყენი გამოსაყენებლად მზადაა. ხალხური გამოცდილებიდან ცნობილია, რომ სჯობს 75-30 წვეთი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე და მეოთხეჯერ ღამით, ძილის წინ დალიოთ. 3 კვირა მიიღეთ და 10 დღიანი შესვენების შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ. სოფორას ნაყენი გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ.