Vivien გასწავლით, როგორ მოამზადოთ მუმიოს მალამო ხალხური რეცეპტით სახსრების სამკურნალოდ. დღემდე გახსნილი მუმიოს შიგნით მიღებაზე ვსაუბრობდით, მაგრამ მუმიოს მალამო შესანიშნავი საშუალებაა გარეგანი გამოყენებისთვის. 5 გრ მუმიოს 1 ჩ/კ ცივი ანადუღარი წყალი დაასხით და გააჩერეთ, სანამ მუმიო არ გაიხსნება (ჩვეულებრივ, 5-6 საათი სჭირდება). სქელი ფისოვანი მასა წარმოიქმნება, რომელსაც 25-30 გრ ნეიტრალური კრემი ან ცხიმი (ღორის ქონი, ცხვრის ქონი, ან უბრალოდ კარაქი) უნდა დაუმატოთ და კარგად აურიოთ. ესეც ასე, მუმიოს მალამო მზადაა.სახსრების და რადიკულიტის ტკივილის დროს მალამო მტკივნეულ ადგილას დღეში ერთხელ, ძილის წინ წაისვით. მალამოს სრულ შეწოვამდე შეიზილეთ. ჩვეულებრივ, უკვე მე-2-3 დღეს ტკივილი, შეშუპება და სიწითლე ქრება. სამკურნალო კურსი – 10 დღე, ამდენივე დღით შეისვენეთ და შემდეგ ათდღიანი მკურნალობა გაიმეორეთ. ასე 3-4 თვე იმკურნალეთ.ეს მალამო მსგავსი რეჟიმით შეიძლება ვიტილიგოს დროს გამოიყენოთ (თუმცა ოფიციალური მედიცინა თვლის, რომ ვიტილიგო არ იკურნება). უზბეკეთში მიღებულია, ჯერ ნაწლავების ჭიების გამოდევნა და შემდეგ უკვე ვიტილიგოს მკურნალობა.ძვლების მოტეხილობის დროს მუმიოს მალამო ეფექტურია გიფსის მოხსნის შემდეგ ან მოტეხილობისთანავე, თუ გიფსის გაკეთებას არ აპირებთ, არამედ სახვევს ან ილიზაროვის აპარატს იყენებთ. მართალია, მუმიოს მალამომ შეიძლება სპეციფიკური გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს, როგორიცაა წასმის ადგილას თმის ძლიერი ზრდა. შემდეგ ადგილობრივი ეპილაცია დაგჭირდებათ.
სამკურნალო საშუალება სიმელოტის წინააღმდეგ – სხვათა შორის, ეს ამტკიცებს, რომ მუმიოს მალამო სიმელოტესთან საბრძოლველად ეფექტური საშუალებაა, განსაკუთრებით ნერვოზის ან სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო ახალ წარმოქმნილი სიმელოტის დროს.
მუმიოს მალამო დამწვრობისას – 1–ლი ხარისხის დამწვრობისას საჭირო არაა წყლულების გაჩენას დაელოდოთ ან მისი არსებობის შემთხვევაშიც სუფთა მუმიო წყალში გახსენით და სტერილურ სალფეთქს წაუსვით, შემდეგ დამწვრობის ადგილას დაიფინეთ. მდგომარეობის ხილულ გაუმჯობესებამდე გაიჩერეთ.