Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ კორვალოლი და აბუსალათინის ზეთი არაპირდაპირი დანიშნულებით. კორვალოლი შეგიძლიათ ქუთუთოს კუთხეების ანთების, ბლეფარიტის დროს გამოყენება. მინის ან ხის ჩხირზე დახვეული სტერილური ბამბა კორვალოლის ხსნარში გაჟღინთეთ და დღეში 2–ჯერ წაისვით. როგორც წესი, დაავადება ქრონიკულია, ამიტომ მკურნალობა 2 თვე გრძელდება. საშიში არაფერია, რადგან ბლეფარიტის სამკურნალოდ სპირტის და ეთერის ნარევს ოფიციალურად იყენებენ, ეს კომპონენტები კი კორვალოლში შედის. თუ ქუთუთოების კუთხეებში ჩირქოვანი ქერქები გაჩნდა, წინასწარ თვალზე (ქუთუთოზე) თევზის ქონის საფენები დაიდეთ.
ოფიციალური მედიცინის არსენალში ბევრი პრეპარატია, რომლებიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება და კარგ შედეგს იძლევა. მაგალითად, აბუსალათინის ზეთი. ბევრისთვის აბუსალათინი საფაღარათო ფუნქციასთან ასოცირდება. აბუსალათინის ზეთი გარეგნულადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. აბუსალათინის ზეთი ბევრ პიგმენტურ ლაქას და წვრილ პაპილომას უმტკივნეულოდ მოგაშორებთ. მართალია, მისი გამოყენებაც დიდხანს მოგიწევთ. ზეთი პრობლემურ ადგილებში დღეში ერთხელ, 5-7 წუთით შეიზილეთ. მსუბუქად წაისვით, ძალა არ დაატანოთ.
აბუსალათინის ზეთის გარდა პიგმენტური ლაქების, მეჭეჭების და კოჟრების მოსაშორებლად შეგიძლიათ ხალხური მალამო გამოიყენოთ. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ნაწილი ხმელი ქრისტესისხლას ფხვნილი და 4 ნაწილი „საბავშვო“ კრემი. ცოტა მალამო სტერილურ ბინტს წაუსვით და დაზიანებულ კანზე დაიფინეთ.
აკნეს და ჩირქს კანის არყით გაწმენდაც გაუმკლავდება. არაყი დეზინფექციის როლს ასრულებს და ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემას აგვარებს, რადგან აკნე შრება და ქრება.