სახელი „გლიცერინი“ ბევრისთვის ნაცნობია. გლიცერინი არა სამკურნალო, უფრო საპროფილაქტიკო საშუალებაა. კანის მოსავლელად განსაკუთრებით ხშირად იყენებენ. დამარბილებელი მოქმედება აქვს და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში ხშირად გამოიყენება. გლიცერინი გამჭვირვალე წებოვანი სითხეა მოტკბო სუნით და გემოთი.გაღიზიანებულ კანზე შეგიძლიათ გლიცერინი გამოიყენოთ. 1 ბოთლ გლიცერინს 10 კაფსულა E ვიტამინი დაუმატეთ (ნემსით გახვრიტეთ და სითხე ბოთლში ჩაასხით) და შეანჟღრიეთ. ამის შემდეგ სახესა და ყელზე წაისვით და მთელი ღამე გაიჩერეთ. პროცედურა ერთი კვირა ჩაიტარეთ, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ. კანი ხავერდოვანი და გლუვი გახდება. წვრილი ნაოჭები გაქრება.სახლის პირობებში გლიცერინით შეგიძლიათ თმის ნიღაბიც მოამზადოთ, თუ სხვადასხვა ზეთს დაუმატებთ. გლიცერინი ზეთში ხსნადი ნივთიერებაა. თმა გლუვი, ბზინვარე და ჯანმრთელი გახდება.
კანი ნაოჭების გარეშე – გაღიზიანებულ და მშრალ კანზე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, შეგიძლიათ სააფთიაქო გლიცერინი გამოიყენოთ. დაბანის შემდეგ სუფრა, სველ სახეზე გლიცერინი წაისვით და 1 საათით გაიჩერეთ. ყურადღება! სველ სახეზე წაისვით. გლიცერინს ფორებიდან წყლის შთანთქმა ახასიათებს, ამიტომ გამოყენების წინ სახეზე წყალი იპკურეთ ან ყინულის კუბით გაიწმინდეთ. 1 საათში ჩამოიბანეთ და ჩვეულებრივი სახის კრემი წაისვით. ასეთი ნიღაბი კვირაში 1–2–ჯერ გაიკეთეთ. კანი რბილი და დატენიანებული გახდება. გაითვალისწინეთ, რომ ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ ზუსტად 3-4 საათით სიცივეში, ქარში და ა.შ. გასვლა არ შეიძლება. გირჩევთ, ნიღაბი ძილის წინ გაიკეთოთ. როგორც ხედავთ, იაფი საშუალება კანს არბილებს, სიწითლეს უმკლავდება.
ფრჩხილის სოკო – საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სოკო არის დაავადება, რომლის განკურნება საკმაოდ რთულია. „ჩემი პრობლემები ცოტა ხნის წინ დაიწყო, როცა შევამჩნიე, რომ მარცხენა ფეხის ტერფზე კანი ამექერცლა. თავიდან ამას ყურადღება არ მივაქციე. 2 დღეში დაძინება არ შემეძლო, რადგან კანი საშინლად მექავებოდა. რა არ გავაკეთე ოდნავ შესამსუბუქებლად – დავიბანე, კრემი წავისვი და ალოეს ფოთოლი დავიდე. დერმატოლოგს მაშინ მივმართე, როცა სოკომ უკვე ორი ფრჩხილი დამიზიანა. მარწმუნებდა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა და ლაქის სახით სამკურნალო საშუალება გამომიწერა. ბუნებრივია, მკურნალობა დავიწყე, მაგრამ სიტუაცია მხოლოდ გამწვავდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ფრჩხილის სოკოს განკურნება ასეთი რთულია. ერთი ნაცნობის რჩევით გლიცერინი ვიყიდე და მიშველა“– გვიზიარებს ერთ–ერთი მკითხველი.მკურნალობის მეთოდი: თბილ წყალს დიასახლისის საპონი დაუმატეთ და ფეხები თბილ აბაზანაში ჩააწყვეთ. კარგად გაიმშრალეთ. დაზიანებულ ფრჩხილებზე გლიცერინის სქელი ფენა წაისვით, ჩვეულებრივი ლეიკოპლასტირი დაიკარით და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით პლასტირი მოიშორეთ, დარბილებული ფრჩხილი მოიჭერით რამდენადაც შესაძლებელია. დარჩენილ ფრჩხილზე იოდი წაისვით. დაახლოებით 3 თვეში მკურნალობას მორჩებით. ფრჩხილები კვლავ ჯანმრთელი და ლამაზი გახდება. გლიცერინი არა მხოლოდ ფრჩხილებს არბილებს, არამედ სოკოს ჰაერს არ აწვდის, რისიც სოკოს ძალიან ეშინია. თუ არ იცით, როგორ გაუმკლავდეთ ფრჩხილის სოკოს, ამ მეთოდს გირჩევთ.
ხელის და თმის მოვლა – ძველი კეთილი გლიცერინი სხვადასხვა სიტუაციებში დაგეხმარებათ. მაგალითად, შეგიძლიათ კანის დასარბილებლად და დასატენიანებლად გამოიყენოთ, ასევე საყვარელ კრემს დაუმატოთ. თუ გლიცერინს შამპუნს დაუმატებთ, თმა დაბანის შემდეგ შესაგრძნებად დარბილდება. გლიცერინი უხეში გაყოფილი ბოლოებისთვის იდეალური საშუალებაა (მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ, საკმარისია თმის ბოლოებში წვეთი გლიცერინი შეიზილოთ. სველ თმის ბოლოები უკეთ „ეწეპება“). თუ უბრალო საპონს გლიცერინს დაუმატებთ, ყოველდღიური ხელის დაბანა მოვლის პროცედურად გადაიქცევა.
უკუჩვენება: გლიცერინის გამოყენება მინუს ტემპერატურაზე არ შეიძლება. ყინვის დროს გლიცერინის ნაწილები ბასრ კრისტალებად იქცევა და კანის დაზიანება შეუძლია.