Vivien გიზიარებთ მკითხველის პირად გამოცდილებას, რომელსაც ძლიერი თავის ტკივილები აწუხებდა და ერთი სასარგებლო ნაყენი დაეხმარა. ასევე გიამბობთ, თუ რას კურნავს და ვისთვის არ შეიძლება მისი მიღება.„როცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, არ ვიცი რისგან (დაღლილობის ან ძლიერი ნერვიულოს გამო), მაგრამ თავის ტკივილები დამეწყო, მუდმივად დაბალი სიცხე (37,2-37,4) მქონდა. რა დიაგნოზი არ დამისვეს: გრიპი, მწვავე რესპირატორული ინფექცია, კისრის ოსტეოქონდროზი. ვმკურნალობდი, მაგრამ შედეგი არ მქონდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიფიქრე სიმსივნე მქონდა. ძალიან ბევრი ანალიზი ჩავაბარე, ყველაფერი ნორმაში იყო. დილით ადგომა არ მინდოდა – თავის ტკივილი, ტემპერატურა.ასე 3-4 თვე გაგრძელდა, სანამ მოხუცმა ექთანმა აფთიაქში ელეუტეროკოკის ნაყენის ყიდვა არ მირჩია. მითხრა, რომ თუ არ მიშველის, არც მაწყენს, სამაგიეროდ, იმუნიტეტს გაზრდის და დამამშვიდებს. ნაყენს 2 კვირა ვსვამდი და სასწაული! ყველაფერი გაქრა! თავის ტკივილი და ტემპერატურა აღარ მაწუხებდა. დღეში 2–ჯერ ვსვამდი. 5 წვეთით დავიწყე და 20 წვეთამდე გავზარდე (დილით – წვეთი, საღამოს – 7, მეორე დილით – 7 და ასე 20–მდე), შემდეგ ყოველ დილა–საღამოს 20 წვეთს ვსვამდი.“
ელეუტეროკოკი: რას კურნავს და ვისთვის არ შეიძლება
დეფიციტური ჟენშენის ალტერნატივა არა მხოლოდ ლეგენდარულ ფესვს ანაცვლებს, არამედ ზოგიერთი მაჩვენებლით აჭარბებს კიდეც. მაგალითად, სხივური დაავადების დროს. ელეუტეროკოკი ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ღირებულია. ყოველ შემთხვევაში შორეული აღმოსავლეთის მკურნალის, მ.ვ.გოლიუკომის შემუშავებულ კომპლექსში აუცილებლად შედის. სამწუხაროდ, ცოცხალი აღარაა, მაგრამ მისი მეთოდი ცოცხლობს და ვიღაცისთვის სარგებელი მოაქვს.გირჩევთ, რომ ელეუტეროკოკის ნაყენი თავად მოამზადოთ, თუ სააფთიაქო ნაყენს ვერ ენდობით. 5-6 ს/კ ფესვს 0,5 ლ არაყი დაასხით და მინიმუმ 1 თვე დააყენეთ. დანიშნულება განსხვავებულია: 30 წვეთიდან 1 ჩაის კოვზამდე, დღეში 3–ჯერ – აუცილებლად კომპლექსურად და შესვენებებით.ელეუტეროკოკი ერთ–ერთი საუკეთესო ანტიტოქსიკური საშუალება, როცა სამედიცინო ციკლოფოსფანს, ტიოფოსფამიდს, სარკოლიზინს და რიგ სხვა ციტოსტატიკს იყენებთ (სამკურნალო მოქმედებას არ ამცირებს).ელეუტეროკოკით მკურნალობენ დასუსტებულ ნერვულ სისტემას, დაქვეითებულ შრომისუნარიანობას, გადაღლილობას, ნევრასთენიას, ფსიქასთენიას, უძილობას, გაღიზიანებას, ანგიოსპაზმს, არითმიას და ჰიპოტინიას, ათეროსკლეროზის საწყის ფორმებს და შაქრიანი დიაბეტის მსუბუქ ფორმებს.ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ელეუტეროკოკის ფოთლების პრეპარატები უფრო ეფექტურია, ვიდრე ფესვების. ასევე ნაყენს ამზადებენ: 50 გრ ხმელ ფოთლებს 0,5 ლ არაყი დაასხით, 15 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. 20-40 წვეთი დღეში 3-ჯერ დალიეთ. სამკურნალო კურსი 25-30 დღე, შემდეგ აუცილებლად შეისვენეთ.
უკუჩვენება:ელეუტეროკოკს სერიოზული უკუჩვენებები აქვს და ამ შემთხვევაში მისი მიღება არ შეიძლება. ელეუტეროკოკი უკუჩვენებულია მიოკარდიუმის ინფარქტის დროს. ასევე ჰიპერტონიის დროს, როცა ერთჯერადმა მიღებამ შეიძლება წნევის 10 ნიშნულით გაზრდა გამოიწვიოს. მისი მიღება განსაკუთრებული ფსიქიკური აღგზნების, ვეგეტატიურ–სისხლძარღვოვანი დისტონიის, დიენცეფალური პაროქსიზმის დროს უკუჩვენებულია. მწვავე ინფექციური დაავადებების, ინფექციური ენცეფალიტის დროს ნაყენის მიღება უკუჩვენებულია. ელეუტეროკოკის ფესვების ნაყენი ზაფხულში, ცხელ დღეებში არ მიიღოთ.