ვარდის ზეთს ანტისეპტიკური, ანტივირუსული, სოკოს და ანთების საწინააღმდეგო, სისხლის გამწმენდი და შემკვრელი თვისებები აქვს. მას მენსტრუაციის სტიმულირება და გულის რიტმის დარეგულირება შეუძლია.ვარდის ზეთის ამაღელვებელი არომატი არის აფროდიზიაკი – ნივთიერება, რომელიც სქესობრივ ლტოლვას და სექსუალურ აქტივობას სტიმულირებს. პირველ რიგში, ვარდის ეთერზეთი ქალის რეპროდუქციული სისტემის სამკურნალოდ ღირებულია. ვარდის ზეთი წინამენსტრუაციული სინდრომის დროს დაგეხმარებათ, მენსტრუაციულ ტკივილს ამსუბუქებს, მშობიარობის შემდგომ სტრესს აქრობს.
გამოყენების მეთოდები მედიცინაში
- კუჭის ტკივილი და მეტეორიზმი. თითო ნაწილი ცერეცოს და კვლიავის ნაყოფი აიღეთ, 2–2 ნაწილი გვირილას ყვავილი, პიტნის ფოთლები და დაქუცმაცებული კატაბალახას ფესვი. 2 ჩ/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ. 1-2 წვეთი ვარდის ზეთი დაუმატეთ. 0,5 ჭიქა თბილი სასმელი ჭამამდე დალიეთ.
- საფაღარათო ეფექტი. 1 ჭიქა ცხელ წყალში 1 ს/კ ნარევი აადუღეთ. ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 6 ნაწილი ხეჭრელის ქერქი, 1 ნაწილი კვლიავის თესლი, 1 ნაწილი ფარსმანდუკის თესლი. თბილ ნახარშს 2-3 წვეთი ვარდის ზეთი დაუმატეთ. ნახევარი ჭიქა დღეში 2–ჯერ, საკვების მიღებებს შორის დალიეთ.
- ყაბზობა და სპაზმი. ამ უსიამოვნებისგან 2 წვეთი ვარდის ზეთი ნახევარ ჭიქა რძეზე დაგეხმარებათ, ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ.
- უძილობა, ტვინის შეშუპება. 1–2 წვეთი ვარდის ზეთი 1 ნატეხ შაქარს დააწვეთეთ და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე მოწუწნეთ. კურსი: 1 თვე.
- თავის ტკივილი. 1 წვეთი ვარდი, 3 წვეთი ლავანდის ზეთი, 1 წვეთი პიტნის ზეთი აურიეთ და თავში, საფეთქლებზე და შუბლზე შეიზილეთ.
- უძილობის დროს 1 ჭიქა თბილ წყალს 1–2 წვეთი ვარდის ზეთი და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ და დალიეთ.
- ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები. 1 ჩ/კ სოდის და 3 წვეთი ვარდის ზეთის ხსნარი 1,5 ლ ანადუღარ წყალში გააზავეთ და შესასხურებლად გამოიყენეთ.
- პირის ღრუს დაავადებები. 3 წვეთი ეთერზეთი და 1 ლ წყალი აურიეთ და სავლებად გამოიყენეთ.
- სურდოს დაავადებების პროფილაქტიკისთვის ყოველდღე, დილას და საღამოს 1 ჩ/კ თაფლის ან მურაბის და ვარდის ზეთის (5 წვეთი 100 მლ–ზე) ნარევი დალიეთ, ჩაი, წვენი ან რძის პროდუქტი დააყოლეთ.
- ანგინა. 1–2 წვეთი ვარდის ზეთი ანთებით გლანდზე პიპეტით დაიწვეთეთ ან ბამბის ტამპონით წაისვით. 2-3 დღე, დღეში 3-ჯერ, ყოველ 5 საათში ასე გააკეთეთ.
- ყელის ტკივილი, ხველა. ამ დროს ინჰალაციები სასარგებლოა. 5-6 წვეთი ვარდის ზეთი 100 მლ ცხელ წყალში გააზავეთ. დღეში 2-3-ჯერ 10 წუთით ისუნთქეთ.
- ყურის ტკივილი. ყურში დახვეული მარლა (ღრმად არა) ჩაიდეთ, მისი დახმარებით ყურში ვარდის ზეთი ჩაიწვეთეთ.
- დამწვრობა. დაზიანებულ ადგილას 5 წვეთი ვარდის ზეთის და 20 წვეთი ყურძნის კურკის ნარევი წაისვით.
ვარდის ზეთი კოსმეტოლოგიაში
- ნარევი აბაზანისთვის. 1 კვერცხი, ნახევარი ჭიქა აბაზანის შამპუნი, 1 ჩ/კ ჟელატინი, 2-3 წვეთი ვარდის ზეთი აურიეთ. მიქსერით ათქვიფეთ და ნარევი წყლის ქვეშ მოათავსეთ. ასე უხვი ქაფი წარმოიქმნება. ასეთი ბანაობის შემდეგ კანი ხავერდოვანი და ბზინვარე გახდება.
- აბაზანა ხავერდოვანი კანისთვის. 1 კვერცხი და 0,5 ჭიქა შამპუნი აურიეთ. მიღებულ ნარევს 1 ჩ/კ ჟელატინი და 3 წვეთი ვარდის ზეთი დაუმატეთ. მიქსერით ათქვიფეთ. აბაზანაში გამდინარე წყლის ქვეშ მოათავსეთ, რომ უხვი ქაფი წარმოიქმნას.
- მშრალი კანის კრემი. ვარდის ზეთი ნებისმიერი ტიპის სახის კანზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. 15 გრ ფუტკრის ცვილი და 60 გრ ნუშის ზეთი მინანქრის ჭურჭელში მოათავსეთ, წყლის ორთქლზე დადგით და გაადნეთ. ამის შემდეგ ცეცხლიდან გადმოიღეთ, ქაფის წარმოქმნამდე ათქვიფეთ, წვეთობით ვარდის ზეთი დაუმატეთ. კრემის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. 1-2 წვეთი ვარდის ეთერზეთი დაუმატეთ.
- კრემი სამკურნალო მასაჟისთვის. 4 ს/კ ლანოლინი და 4 ს/კ მზესუმზირას ზეთი აურიეთ, ნელ–ნელა 3 ს/კ თბილი ვარდის წყალი დაუმატეთ, 1 ს/კ ქაფურის ზეთი, 2–3 წვეთი ვარდის ზეთი და 2 ს/კ ვაზელინი დაუმატეთ.
- თვალის გარშემო ნაოჭებისთვის. 5 გრ ნუშის ზეთი და 1 წვეთი ვარდის ზეთი აურიეთ. ნარევი თვალის გარშემო კანზე ღამით წაისვით.
- თმისთვის. 2 ს/კ თეთრი თიხა, წყალი, 3-4 წვეთი ვარდის ზეთი აიღეთ. თიხა წყალში ფაფის მიღებამდე გააზავეთ, ზეთი დაუმატეთ, თმაზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით (შეგიძლიათ შამპუნი გამოიყენოთ) ჩამოიბანეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს