Vivien გთავაზობთ ხალხური რეცეპტით მომზადებულ მალამოს, რომელიც ნამდვილად ეფექტურია. მისი სამკურნალო თვისებები არაერთხელ გამოსცადეს. დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ და როგორ გამოიყენოთ.
ჰაიმორიტის გარდა, მალამო კურნავს:
- ჩირქოვანი ოტიტი. ბამბა ჩალიჩივით დაგრიხეთ და ყურში ჩაიდეთ. აუცილებლობის შემთხვევაში გამოცვალეთ, ამავდროულად ყურის უკან მალამო წაისვით. მალამო უზარმაზარი ძალით ჩირქს გამოწოვს. ასე არა მხოლოდ ჩირქოვანი, არამედ ყველა ოტიტი შეიძლება განკურნოთ.
- ყელში წყლულები, აბსცესები. ყელში მალამო წაისვით. ყელზე საფენები დაიფინეთ. საღამოს გააკეთეთ და დილით უკვე გაქრება.
- ბრონქები, კუჭის ტკივილი, ნაწლავების ტკივილი, წყლულები და ჩირქები ტანზე, თვალზე ჯიბლიბო. ნახევარი ჩაის კოვზი მალამო დღეში 3–ჯერ, ჭამამდე მიიღეთ.
- ქალური დაავადებები: 10 კვირამდე ფიბრომა, საკვერცხეების კისტა, დანართების ანთება, მასტოპათია, მასტიტი. საშოში მალამოში გაჟღენთილი ტამპონი ჩაიდეთ, დილა–საღამოს გამოცვალეთ. ერთ კვირაში კისტისგან მხოლოდ მოგონება დარჩება, ხოლო ფიბრომას შემთხვევაში პროცედურის ჩატარება უფრო დიდხანს მოგიწევთ: მაინც ფიბრომაა. გულმკერდზე მალამოში გაჟღენთილი სალფეთქი დაიფინეთ, ზემოდან საფენის ქაღალდი ან პარკი. შესაძლებლობის მიხედვით ყოველ 2 საათში გამოცვალეთ.
- ტროფიკული წყლულები, განგრენა. მალამოში გაჟღენთილი სალფეთქი დაიფინეთ და 2 საათში გამოცვალეთ. ჭრილობიდან ჩირქი უხვად გამოვა. თავად დარწმუნდებით, როგორ სწრაფად ხდება თქვენი განკურნება იმის მიუხედავად, რომ ბევრი ძვირადღირებული პრეპარატი უშედეგო აღმოჩნდა.
- დამწვრობა, ძირმაგარა, ჭრილობა, შეშუპებითი ანთება კანზე, კბილის ტკივილი (ღრძილზე მალამოში გაჟღენთილი ბამბა დაიდეთ). მტკივნეულ მუხლებზე საფენები დაიფინეთ, შეიფუთეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. მარტივად მოსამზადებელი სასწაული მალამოს დახმარებით უსიამოვნებები ნელ–ნელა გაქრება.
ცვილის შესახებ – ცვილი ფუტკრის, ნატურალური უნდა იყოს, ფიჭა და საეკლესიო სანთელი არ გამოგაგებათ. ცვილი შეგიძლიათ მეფუკტრესთან ან ბაზრობაზე შეიძინოთ.
ზეთის შესახებ – არარაფინირებულ ზეთს სიმწარე დაყვება, გარე გამოყენებისთვის გამოგადგებათ, მაგრამ მის შიგნით მიღებას ყველა ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ, გარე გამოყენებისთვის ნებისმიერი ზეთი გამოგადგებათ, ხოლო შიგნით – რაფინირებული. ზოგიერთი მკითხველი კითხულობს, თუ რა არის სამარხვო ზეთი. სამარხვო ზეთი იგივე მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთია.
მალამოს მომზადების რეცეპტი
- მინანქრის ქვაბში 1 ჭიქა სამარხვო (მზესუმზირას) ზეთი ჩაასხით, ასანთის ყუთის ზომა ნატურალური ცვილი დაუმატეთ.
- სუსტ ცეცხლზე დადგით, რომ ცვილი გადნეს. კარგად მოხარშული კვერცხიდან ნახევარი გული აიღეთ, დასრისეთ და წვრილ ნაწილებად მდუღარე ნარევს დაუმატეთ.
- ზეთი აქაფებას დაიწყებს. სწორედ ამიტომ, ყურადღებით იყავით: ჩვრით შეიარაღდით, ცეცხლს სწრაფად მოაშორეთ, ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ და მუდმივად აურიეთ. როცა დამშვიდდება, კვლავ კვერცხის გულის ნამცეცი დაუმატეთ და ასე გააგრძელეთ, სანამ მთელ ნახევარ გულს არ გამოიყენებთ.
- ახლა ნეილონის ქსოვილში გადაწურეთ. მალამო მზადაა. მაცივარში შეინახეთ. გამოყენების წინ საჭირო კონსისტენციამდე შეათბეთ.
როგორ ფიქრობთ, მალამო ძალიან ხომ არ ჰგავს დები ბალინინების მალამოს? იქაც ცვილი, იაფი ზეითუნის ზეთი და ცოტა შაქარი გამოიყენება. ამ შემთხვევაში ცვილს, ზეთს და კვერცხის გულს ვიყენებთ. გამოდის, მსგავსი მალამო შეგიძლიათ სელის ზეთზეც მოამზადოთ – ძალიან საინტერესო კომპოზიცია გამოვა. თუ საფუძვლად ცვილსა და მცენარეულ ზეთს გამოიყენებთ, ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.