მაღალი წნევა: ცხოვრების თავისებურებები, რომლებმაც შეიძლება ჰიპერტონიკი გაგხადოთ

976

გარკვეული ცხოვრების წესი და მემკვიდრეობითი ფაქტორი ადამიანს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტონია) მაღალი რისკის ქვეშ ამყოფებს. Vivien გიამბობთ, თუ რომელ თავისებურებებზეა საუბარი.

  • ასაკი. NHS-ის (ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური) მონაცემებით, მაღალი არტერიული წნევის რისკი ასაკთან ერთად იზრდება. მამაკაცებში ჰიპერტონია ხშირად 64 წლამდე ვითარდება, ხოლო ქალებში 65 წლის შემდეგ.
  • ოჯახის ისტორია. მემკვიდრეობითი ჰიპერტონია შეიძლება რისკის მთავარი ფაქტორი იყოს, თუ ოჯახში გადაეცემა.
  • ჭარბი წონა. რაც უფრო მეტს იწონის ადამიანი, მით უფრო მეტი სისხლი სჭირდება ჟანგბადით და მკვებავი ნივთიერებებით ქსოვილების გამოსაკვებად. არტერიების კედლები სისხლის ნაკადის გაზრდის მიხედვით დამატებით წნევას განიცდის – ასე ჰიპერტონია ვითარდება.
  • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა. ნაკლებად მოძრავი ადამიანის თავისებურებაა მაღალი გულისცემა – ეს იმას ნიშნავს, რომ გულს სისხლის გადასაქაჩად მეტი ძალის გაწევა უწევს. ასეთი დაძაბულობა არტერიებზე სერიოზულ დატვირთვას იწვევს.
  • მოწევა. სიგარეტის კვამლში შემავალ ქიმიურ ნივთიერებას არტერიების კედლების ლორწოვანი გარსის დაზიანება შეუძლია, რაც მის შევიწროებას და დაავადებების, მათ შორის ჰიპერტონიის რისკის ზრდას იწვევს.
  • ალკოჰოლის ჭარბად მიღება. NHS გირჩევთ, რომ კვირაში 14 ერთეულ ალკოჰოლზე მეტი არ მიიღოთ და დალევის გარეშე კვირაში მინიმუმ რამდენიმე დღე გაატაროთ. ექსპერტების თქმით, სიმთვრალემ შეიძლება გულსა და სისხლძარღვებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
  • ბევრი მარილი. მარილის ჭარბად მიღებამ შეიძლება ორგანიზმში სითხის დაგუბება გამოიწვიოს. ეს დროთა განმავლობაში არტერიული წნევის ზრდას გამოიწვევს.
  • კალიუმის დეფიციტი. კალიუმი უჯრედებში ნატრიუმის რაოდენობას აბალანსებს. ადამიანებს, რომლებიც რაციონიდან ბევრ კალიუმს არ იღებენ, შეიძლება ნატრიუმის დაგროვება აწუხებდეთ, რაც შეშუპებას და არტერიული წნევის მატებას იწვევს.
  • რეგულარული სტრესი. სტრესის მაღალი დონე –  კიდევ ერთი გარემოება, რომელიც სტრესულ მომენტში ჰორმონალური რყევებით გამოწვეული არტერიული წნევის ზრდას უკავშირდება. თუ ადამიანი დამატებით ეწევა ან ალკოჰოლს სვამს, წნევის ცვლილებები განსაკუთრებით შესამჩნევია.
  • ზოგიერთი ქრონიკული მდგომარეობა. თირკმლის დაავადებები, დიაბეტი, ძილის აპნოე – მათ შემთხვევაში მაღალი წნევა შეიძლება გვერდითი ეფექტი იყოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს