20 წლით ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდეთ, ცუდი არავის უსურვოთ

577

ადამიანის ფსიქოლოგიური ასაკი პასპორტში მითითებულ რიცხვს არ ემთხვევა. ეს ადამიანის ქცევაში, მსოფლმხედველობასა და გარეგნობაში ჩანს. მიმოიხედეთ, ზოგიერთი თანატოლი თქვენზე ახალგაზრდულად, ზოგი უფრო ასაკოვნად გამოიყურება. ყველას განსხვავებული ბედი და ხედვა აქვს. Vivien გიამბობთ, როგორ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა სულში, სილამაზე – წლები.

ახალგაზრდობა სულში – ვერ ვიტყვით, რომ ადამიანზე რაღაც ერთი გავლენას ახდენს. ჩვენ, ყველა ოდესღაც დავბერდებით. პროცესი შეგიძლიათ ჯანსაღი კვებით, სპორტით, თავის მოვლით შეანელოთ. მნიშვნელოვანია პოზიტიურად იაზროვნოთ, უსაქმოდ არ გაჩერდეთ და ცხოვრება არ დახარჯოთ იმაზე, რაც სიხარულს არ განიჭებთ.რატომ მოდის სიბერე ქალებთან უფრო სწრაფად? რატომ ვერ შეხედავთ ზოგ 40 წლის ქალს სიბრალულის გარეშე, ხოლო ყოველი მეორე კაცი იფურჩქნება? ალბათ, იმიტომ, რომ ქალები ყველაფერზე ნერვიულობენ, განიცდიან, ყველაფრის მოსწრებას ცდილობენ. არიან ისეთებიც, რომლებმაც ბედი საკუთარ ხელში აიყვანეს და მიზანს ერთი ნაბიჯითაც არ შორდებიან.თუ ქალს საყვარელი საქმე აქვს, თუ მუდმივად მოძრაობაშია და კმაყოფილია იმით, რასაც აკეთებს, მხოლოდ ლამაზდება და უკეთესი ხდება. თუ ქალი უყვართ, კომპლიმენტებს ეუბნებიან, თუ ქალი სიყვარულის უფლებას გაძლევთ, არასდროს დაბერდება. რომელი ქალი გამოიყურება ასაკთან შედარებით ორჯერ უფრო ახალგაზრდულად?

სიყვარული – ქალს ამქვეყნად ყველაფერი შეუძლია, მთავარია, ვინმეს სჭირდებოდეს. შეგრძნება, რომ ვიღაცას უყვარს, სჭირდება, ქალს ძალას აძლევს, რომ წინსვლა გააგრძელოს, იმედი არ დაკარგოს, ყოველდღე უკეთესი გახდეს. ქალის მარტო ყოფნა არ შეიძლება. როგორც კი, სინაზის და მამაკაცის ყურადღების გარეშე რჩება, ყველაფერს თავის ნებაზე უშვებს. საკუთარ თავს ზრუნვას წყვეტს, დარდობს და ყველაფერ გემრიელს და კალორიულს ჭამს. თუ ქალი უყვართ, აფასებენ და სჭირდებათ, პეპელასავით ფრინავს. პეპელა 70 წლისაც რომ იყო, სიყვარული სიკეთით, სითბოთი მუხტავს, რომლის გაზიარება სხვებისთვის სურს. ეს ქალს დაბერების საშუალებას არ აძლევს.

თანამედროვეობა – რაღაცის სწავლა გვიანი არასდროსაა. თანამედროვე ქალი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ერკვევა, ონლაინ ტრენინგებს და მარათონებს გადის. მოდა აინტერესებს და თამამად იცვამს, სტილისტებს ესაუბრება და იუთუბზე ვიდეორგოლებს უყურებს. თანამედროვე ქალი, რომელიც ასაკის, ზომის, წესიერების ჩარჩოში გამომწყვდეული არაა, არასდროს დაბერდება.ეს გატაცებასაც ეხება. ბევრს მოწიფულ ასაკში შემოქმედებისკენ, წერისა თუ ცეკვისკენ სწრაფვის რცხვენია. ეს სურვილი თქვენში ახალგაზრდა გოგოს ააშკარავებს, რომელიც სტერეოტიპების კედლის მიღმა დამალულია. თმის მწვანედ შეღებვა, ცეკვა ან სიმღერა გსურთ? – მხოლოდ თქვი. როცა ქალი ხვდება, რომ შეუძლებელი არაფერია, თავის გრძნობებს სხვებს უზიარებს, თავისუფლებას, უწონობას, სახეზე ღიმილს ჩუქნის.

პოზიტიური ემოციები – მას, ვისაც კარგის სჯერა, სამყაროს ნაკლოვანებებით იღებს და ყოველდღე იღიმის, შეუძლებელია ბებერი იყოს. ამ არაიდეალურ სამყაროში, რომელიც მოწყენილი ხალხით სავსეა, მნიშვნელოვანია ყოველდღე რაღაც კარგი ნახოთ, რაც წამით მაინც ღიმილს მოგვრით. ეს წამები არის ის, რის გამოც ვარსებობთ. ამ წამებში გულწრფელი ვხვდებით. უნდა გაუშვათ ის, რაც უბედურს გხდით, უსიამოვნება ცხოვრებისეულ გაკვეთილად მიიჩნიეთ და არა მძიმე ტვირთად. რა საჭიროა დარდი და გაბრაზება, თუ ახალგაზრდობას და სიცოცხლეს ამოკლებს? მყიფე ნერვული სისტემა ნებისმიერი მეთოდით უნდა დაიცვათ. ის განწყობასა და კეთილდღეობაზე გავლენას ახდენს. ბევრი უსიამოვნების მოგვარება შეიძლება, ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავება შეიძლება, ადამიანთან – მოლაპარაკება. მნიშვნელოვანია იპოვოთ ის, რაც აუცილებელად სიხარულს მოგიტანთ და ასე სახე ნაოჭების გარეშე, ხოლო გონება ავი ფიქრების გარეშე დარჩება. ჯანმრთელობას და შვებას გისურვებთ, ასე ვერავინ მიხვდება, რამდენი წლის ხართ.