კოსმეტიკის 10 სახეობა და მათი გამოყენების წესი

739

ჩვენ, ყველა ვიყენებთ კოსმეტიკურ საშუალებებს მაკიაჟის გასაკეთებლად და კანის და თმის მოსავლელად, მაგრამ არ ვიცით, რომ კოსმეტიკის სხვადასხვა კლასები არსებობს. Vivien გიამბობთ, როგორი სახის კოსმეტიკა არსებობს და როგორ გამოვიყენოთ სწორად.

კოსმეტიკური საშუალებების ფორმები

დღეს კოსმეტიკური პროდუქტები ასეთი ფორმებით გვხდება:

  1. ხსნარი
  2. ლოსიონი
  3. სუსპენზია
  4. მალამო
  5. კრემი (ემულსია)
  6. გელი
  7. სტიკი
  8. ფხვნილი
  9. აბი
  10. აეროზოლი

ქვემოთ თითოეული საშუალების კონკრეტული ფუნქციის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

  • ხსნარი ბევრი კოსმეტიკური პროდუქტის საფუძველია. ყველა თხევადი საშუალება, როგორიცაა შამპუნი, შხაპგელი, თხევადი საპონი კოსმეტიკური ხსნარია. ყველა ხსნადი ინგრედიენტისგან არის დამზადებული, რომელიც ერთმანეთში რაიმე სახის საბაზისო გამხსნელში (ძირითადად, წყალში) არეულია.
  • ლოსიონი მსუბუქი ტექსტურის კრემია. ზოგჯერ, ამა თუ იმ მიზეზით კრემის წასმა არ შეიძლება, რადგან ძალიან მძიმე ან ძალიან ცხიმიანია. ლოსიონი კანზე წასმისას უფრო წყლიანი ხდება. ლოსიონის მაგალითია თმის კონდიციონერი, რომელსაც საბოლოო ჩამობანვა არ სჭირდება, ტანის და სახის სხვადასხვა დამატენიანებელი საშუალება ან მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება.
  • სუსპენზიაში შეუთავსებელი ელემენტები არეულია. მეტნაკლებად ნათელი მაგალითია სკრაბი, რომელშიც უხსნადი ნაწილაკები შეგიძლიათ დაინახოთ. გარდა ამისა, სუსპენზია ხშირად გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებაში, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა სუპერაქტიურ ინგრედიენტებს: სხვადასხვა ანტიასაკობრივი შრატები, შამპუნები აქტიური გრანულებით და ა.შ.
  • მალამო (ზოგჯერ პასტა) – თმის დასავარცხნად და სამედიცინო მოვლისთვის უფრო პოპულარულია. სქელი და წებოვანი ტექსტურა თმის დასავარცხნად იდეალურია, რადგან თმას ერთ ადგილზე აკავებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გლუვი ვარცხნილობის შექმნა გსურთ.
  • კრემი ან ემულსია – ყველაზე პოპულარული ფორმის კოსმეტიკური საშუალება. დამატენიანებელი და მკვებავი საშუალება, მზისგან დამცავი კრემი, მაკიაჟის პრაიმერი და ბაზა, ასევე ბევრი სხვა.
  • გელი – განსაკუთრებული ფორმის კოსმეტიკური პროდუქტი, რომლის ბაზაც წყალი და სპეციალური გელისებრი ნივთიერებაა. პოპულარულია თმის დასავარცხნ და კბილის პასტის საშუალებებში.
  • სტიკი გამოიყენება პროდუქტებში, რომელზეც ხელით შეხება სასურველი არაა. მაგალითად: ტუჩსაცხი, მყარი დეოდორანტი, თვალის და წარბის ფანქარი, კონსილერი და ა.შ.
  • ფხვნილი განკუთვნილია ფერის მისანიჭებლად ან ზედაპირზე თხელი ჰიდროსკოპული ფენის შესაქმნელად. სახის ფხვნილი კანის ცხიმს იწოვს და სახეს მქრქალ იერს ანიჭებს. ფერადი ფხვნილი მოიცავს რუჟს, ქუთუთოს ჩრდილებს, ბრონზერს და ჰაილაითერს.
  • აბი იგივე ფხვნილია, ოღონდ დაპრესილი. კომპაქტური ფხვნილი სახისთვის, რუჯი, ჩრდილები.
  • აეროზოლი – თხევადი ნივთიერება, რომელიც ქილებში წნევით არის შეფუთული. ძირითადად, ესაა დეოდორანტი და ზოგიერთი სამედიცინო საშუალება.

კოსმეტიკის და მაკიაჟის საშუალებებს შორის სხვაობის ცოდნით, მარტივად აირჩევთ იმას, რომელიც კოსმეტიკური მოვლის კონკრეტული მიზნით ნამდვილად გჭირდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს