5 მითი სილამაზის შესახებ, რომელიც ჯანმრთელობას აზიანებს

665

თავის მოვლის რუტინაში ბევრი ტრადიცია არსებობს. ზოგი ლამაზი და გრძელი თმისთვის უნდა გააკეთოთ, ზოგიც ჯანმრთელი ფრჩხილებისთვის, სხვები ფრჩხილების მოსავლელად. ზოგიერთი წესი საერთოდ არ მუშაობს, მაგრამ ხალხი მაინც იცავს. Vivien გიამბობთ, სილამაზის და თავის მოვლის შესახებ რომელი რჩევაა მხოლოდ მითი.

  • მითი №1: კბილების გახეხვის შემდეგ წყალი უნდა გამოივლოთ – კბილების გახეხვის შემდეგ პირი წყლით კარგად გამოივლეთ – ეს დილის რუტინის უცვლელი ნაწილია. ამას მშობლები გვეუბნებოდნენ და მსგავს რამეს ჩვენს შვილებს ვაჩვევთ. სტომატოლოგები ირწმუნებიან, რომ ასეთი მიდგომა არასწორია. საკმარისია, რომ გახეხვის შემდეგ პირში არსებული სითხე გადმოაფურთხოთ და თქვენ საქმეს მიხედოთ. თუ წყლით პასტას მოიშორებთ, მასთან ერთად დაკარგავთ კბილისთვის სასარგებლო კომპონენტს – ფთორიდს, რომელიც მინანქარს ჭუჭყის, დაავადების და დაშლისგან იცავს. ბევრი ქაფის თავიდან ასაცილებლად ჯაგრისი ცოტა დაასველეთ და ერთი წვეთი, მდოგვის მარცვლის ზომა პასტა დაუმატეთ.
  • მითი №2: ჰიპოალერგიული პროდუქტი ყველა ტიპის კანს უხდება – თუ კოსმეტიკას აწერია „ჰიპოალერგიული“, ეს არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად შეიძინოთ. ჩვეულებრივ, ასეთი პროდუქტი არ შეიცავს პოპულარულ ნივთიერებას, რომელზეც ადამიანს ალერგია აქვს, მაგალითად, სპირტს. ერთადერთი ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს რეაქცია არ აქვთ, გამოხდილი წყალია. სწორედ ამიტომ, კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობა ყოველთვის უნდა წაიკითხოთ. გახსოვდეთ, როგორი პოპულარულიც არ უნდა იყოს შრატი ან კრემი, თქვენს კანს შეიძლება არ მოუხდეს.
  • მითი №3: სავარცხელს გარეცხვა არ სჭირდება – ადამიანების უმეტესობა ამაზე საერთოდ არ ფიქრობს. თვლიან, რომ უბრალოდ დაცვენილი თმის ღერების მოშორება საკმარისია. სავარცხელი ბაქტერიებით და მიკრობებით სავსეა, თუ მასზე არასწორად იზრუნებთ! შედეგად, ეს ყველაფერი სკალპზე ხვდება და შეიძლება ქერტლი და სხვა პრობლემები გამოიწვიოს. დავარცხნის შემდეგ სავარცხელს თმის ღერები მოაშორეთ, კვირაში ერთხელ თბილ წყალში ჩადეთ, შამპუნი ან საპონი დაუმატეთ, შემდეგ ჯაგრისით გაწმინდეთ.
  • მითი №4: ლიმონის წვენი და სოდა კანის გასაწმენდად იდეალურია – ერთ–ერთი ცნობილი ხრიკი კანის გასაწმენდად: სოდა პიგმენტური ლაქების, ანთების გასაქრობად, ხოლო ლიმონის წვენი კანის გასაწმენდად. ორივე საშუალება საკმაოდ აგრესიულია. სოდა სიმშრალეს, ნაადრევ დაბერებას იწვევს, ხოლო ლიმონის წვენი – გამონაყარს, სიწითლეს, წვას, აქერცვლას.
  • მითი №5: კანის გაწმენდა ყინულით სასარგებლოა – ითვლება, რომ მასაჟი გამაგრილებელი ეფექტით ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია. მას ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად ხშირად იყენებენ. მეთოდი არა თუ სასარგებლო, არამედ საზიანოა. სიცივის ზემოქმედებით სისხლის მიწოდება შეიძლება დაირღვეს, შეშუპება, სისხლძარღვების ვარსკვლავები გაჩნდეს და მოქნილობა შემცირდეს. პროცედურის ბოროტად გამოყენება არ ღირს, მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის განსაკუთრებით არაა რეკომენდებული.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს