მუდმივი სტრესი, შფოთვა, ძილიანობა, ყურადღების და კონცენტრაციის ნაკლებობა, გაღიზიანება, მუშაობის სურვილის არ ქონა – გეცნობათ ყველაფერი? გილოცავთ, დიდი ალბათობით, ტოტალური უძილობა გაწუხებთ. Vivien გიამბობთ, როგორ გაუმკლავდეთ ამას.
- რჩევა 1: პრიორიტეტები განსაზღვრეთ – პრიორიტეტების დადგენა კარგი რამაა. ყველაფრის ერთდროულად დაწყებით შეიძლება ვერც ერთ მიზანს მიაღწიოთ და ვერც ერთი ამოცანა ხარისხიანად ვერ შეასრულოთ. ეს როგორც სამსახურს, ასევე პირად ცხოვრებას ეხება. სტრესულ მდგომარეობაში აუცილებლად მიზნების დასახვით დაიწყეთ. რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ მომენტში? თქვენს ცხოვრებას გლობალურად და უფრო დეტალურად შეხედეთ – გსურთ კარიერული ზრდა და დაწინაურება, ამიტომ სულ სამსახურში იკარგებით, თუ გსურთ ოჯახური სიმყუდროვე, მაგრამ ყოველდღე მთელ ძალას სამუშაო ამოცანების შესრულებას უთმობთ და მეუღლე, ბავშვები და ნათესავები მივიწყებული გყავთ?ცხოვრების ამჟამინდელი მიზნის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემით საოცარ აღმოჩენას გააკეთებთ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ყველა რბოლა, რომელშიც ჩართული ხართ, საერთოდ არ გჭირდებათ. ამ შემთხვევაში საჭირო რელსებზე გადასვლა და სწორი მიმართულებით სვლა საუკეთესო გამოსავალია. საჭირო არაა თავი შესწიროთ მაღალ მიზნებს, რომლებიც არ გჭირდებათ. სწორედ ამიტომ, დამშვიდდით, საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ – ასე მშვიდი და ხანგრძლივი ძილის პრაქტიკას დაიწყებთ და ბოლოს, კარგად გამოიძინებთ.
- რჩევა 2: დადებითზე კონცენტრირდით – ალბათ, ბოლო კვირებში ან მთელი ცხოვრების მანძილზე გადამხდარ ცუდ შემთხვევებს მუდმივად იხსენებთ. ეს გარდაუვალად სტრესს, შფოთვას და ნერვიულობას იწვევს. თქმა, რომ ამის გაკეთება შეწყვიტოთ, არსად მიგიყვანთ. თქვენ შეგიძლიათ 180 გრადუსით შემოტრიალდეთ და დადებითი მომენტები გაიხსენოთ. აი, გაყიდვების გეგმა შეასრულეთ, პრემია მიიღეთ, ერთი კვირის წინ მეუღლემ მოულოდნელად ყვავილები გაჩუქათ და საყვარელ რესტორანში პაემანი მოგიწყოთ. არ ყოფილა ასეთი რამ? ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მომენტები ცუდია. იპოვეთ მოგონებაში ისეთი რამ, რაც დაგამახსოვრდათ და რამაც დადებითი მომენტები გაჩუქათ.თუ გახსენება გიჭირთ, სხვა რჩევა გამოიყენეთ: კარგი მომენტები ჩაიწერეთ. საღამოს გადაიკითხეთ და განვლილ დღეს ასეთი ემოციებისთვის მადლობა გადაუხადეთ. ეს საუკეთესო მეთოდია, რომ შფოთვა მოიშოროთ და კარგად, ხარისხიანად გამოიძინოთ.
- რჩევა 3: დღის განრიგი დაიცავით – რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ მაცივარზე გაწერილი დღის განრიგი გაკრული უნდა იყოს, სადაც 7:00 წყლის პროცედურა, 7:30 საუზმე, 9:00 სამსახურში წასვლაა. თუმცა დროის მენეჯმენტის დაცვა იდეალურია. ალბათ, მიახლოებითი გეგმა უკვე გაქვთ. აუცილებლად ერთსა და იმავე დროს ისაუზმეთ, ისადილეთ და ივახშმეთ. თუ დროის მენეჯმენტს არ დაიცავთ, ზედმეტ მუშაობას, სტრესს და დეპრესიას შეეჯახებით. ასეთ მდგომარეობაში პროდუქტიულობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
- რჩევა 4: ძილს და დასვენებას პატივი ეცით – ამ ორი დავიწყებული სიტყვიდან, ძილი და დასვენება, მთელი კულტი უნდა შექმნათ. სამსახურის, სახლის საქმეების ან სხვა ამოცანების შესასრულებლად მათი უგულებელყოფა არ ღირს. როგორც ამბობენ, ომი ომია, მაგრამ სადილი განრიგით უნდა იყოს. იგივე თქვენს ძილს ეხება. ორგანიზმს პატივი ეცით, მას დასვენება სჭირდება, როგორც ავტომობილს ბენზინი.
გსურთ გამოძინება? დაიძინეთ. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ დაძინება და გამოღვიძება გრაფიკული უნდა იყოს. ხარისხიანი ძილისთვის კარგი რეკომენდაციებია:
- დაძინებამდე 1 საათით ადრე გაჯეტებზე უარის თქმა
- თბილი აბაზანის ან შხაპის მიღება
- ბნელი ფარდა საძინებელ ოთახში
- მედიტაცია
- საძინებლის განიავება დაძინებამდე
სპორტი, ჰობი არ დაგავიწყდეთ. ეს ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება და გამოძინებაში დაგეხმარებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქრონიკული სტრესის უსიამოვნო შედეგებთან შეჯახება მოგიწევთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს