ართრიტი სხვადასხვა ფორმით გვხდება, ყველაზე მეტად გავრცელებულია ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი. ოსტეოართრიტის დროს სახსრების გლუვი ხრტილოვანი გარსი ზიანდება, რაც მოძრაობას ართულებს, ტკივილს და შებოჭილობას იწვევს. რაც შეეხება რევმატოიდულ ართრიტს, ის აუტოიმუნური დარღვევის შედეგად ვითარდება: იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარ ქსოვილებს უტევს, ანთებას, შეშუპებას და ტკივილს იწვევს.რევმატოიდული ართრიტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ჟურნალი Nature წერს, რომ „ერთ კონკრეტულ საკვებს დაავადების ნაადრევად გამოწვევა შეუძლია“. მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რევმატოიდული ართრიტის განვითარება, ასევე მისი სიმპტომების გამწვავება, წითელი ხორცის და მისი გადამუშავებული პროდუქტების მიღებას შეუძლია.მკვლევარები 700-ზე მეტი ადამიანების ჯგუფს აკვირდებოდნენ. პაციენტები წითელი ხორცის მიღების მიხედვით ორ კატეგორიად დაყვეს: დღეში 100 გრამზე მეტი ან ნაკლები ხორცის მიღება. სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ხორცი შეიძლება იყოს ანთების გამომწვევი, რასაც ნაადრევ ართრიტამდე მივყავართ.
„პაციენტებს რევმატოიდული ართრიტით, რომლებიც ბევრ წითელ ხორცს მიირთმევდნენ, დაავადების დაწყების ნაადრევი ასაკი აღენიშნებოდათ. მათ სხეულის მასის ინდექსიც მაღალი ჰქონდათ.“მეცნიერებმა დათვალეს, რომ ართრიტული დაავადების დაწყების ასაკი ხორცის მოყვარულებს შორის 6,46 წლით ადრე იყო, ვიდრე ხორცის ნაკლებ მომხმარებლებს შორის. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ წითელი ხორცის და რევმატოიდული ართრიტის კავშირი მწეველებსა და ჭარბწონიან პაციენტებში უფრო გამოკვეთილია.„წითელი ხორცის მიღების მაღალი დონე შეიძლება ანთებითი ართრიტის ახალ რისკ–ფაქტორს წარმოადგენდეს ან მაღალი რისკის მარკერი იყოს“ – ამბობს ალან სილმანი, პროფესორი და პროექტის წამყვანი მკვლევარი.
ხორცის მჭამელებს შორის ართრიტისადმი მიდრეკილების ზრდა შეიძლება პროდუქტში კოლაგენის მაღალი შემცველობით იყოს გამოწვეული, რის გამოც იმუნური სისტემა ანტიკოლაგენურ ანტისხეულებს ააქტიურებს. ასევე ანთება შეიძლება ხორცში შემავალი დანამატებით ან ინფექციური აგენტებით გამოწვეული იყოს. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რაციონი გადამუშავებული და წითელი ხორცის მაღალი შემცველობით ორგანიზმში ანთებითი მარკერების (ინტერლეიკინი-6 (IL-6), C-რეაქტიული ცილები (CRP), ჰომოცისტეინი) მაღალ დონესთან ასოცირდება.