10 ჩვევა, რომელიც უფრო ლამაზს და ახალგაზრდულს გაგხდით

1336

სულ ახლახანს ზაფხულის მოსვლით ვხარობდით და უკვე ახალი წლისთვის ვემზადებით. ეს დღესასწაული ბევრისთვის ახალი სიცოცხლის და უკეთესი ცვლილებების სიმბოლოა. რატომ არ ჩავრთოთ რამდენიმე სილამაზის ჩვევა ყოველდღიურ რუტინაში უკვე ახლა? კალენდარში თარიღს არ დაელოდოთ და დაუყონებლივ ცვლილებებს შეუდექით. მით უფრო, 1 იანვრისთვის საქმე ისედაც ბევრი გვაქვს. Vivien–ის რჩევები დიდ ძალას არ წაგართმევთ, მაგრამ კოსმეტოლოგის, დიეტის და მტანჯველი ვარჯიშის გარეშე სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

სასარგებლო სილამაზის რჩევები ყოველდღე

ბევრი წყალი დალიეთ – წყალი სიცოცხლის წყაროა! დღის განმავლობაში ბევრი წყალი დალიეთ. რა თქმა უნდა, ძალდატანება აუცილებელი არაა. ორგანიზმს მოუსმინეთ და პირადი წყლის რეჟიმი შეადგინეთ. ასე შეშუპებას მოიშორებთ. დიახ, ორგანიზმი წყლის მარაგს ინახავს, როცა მის დეფიციტს გრძნობს. გარდა ამისა, დერმატოლოგები ამტკიცებენ, რომ წყლის დეფიციტი კომედონების პრობლემებს იწვევს. ის ცხიმოვანი ჯირკვლების ცუდი მუშაობის შედეგად ჩნდება, რაც ორგანიზმში სითხის დეფიციტით არის გამოწვეული. უფრო მეტიც, თუ წყალს საკმარისი რაოდენობით დალევთ, მცირე წახემსებებს მოიშორებთ. ადამიანს მსუბუქი შიმშილი და უბრალო წყურვილი ხშირად ერევა.

სოციალურ ქსელში ყოფნის დრო შეამცირეთ – სოციალურ ქსელში დიდი დროის გატარება არა მხოლოდ დროის მენეჯმენტს, არამედ ჯანმრთელობას აზიანებს. ოდესმე გსმენიათ ციფრული დაბერების შესახებ? სპეციალისტები კანის ჯანმრთელობაზე ცისფერი ეკრანის დამღუპველ გავლენას ასე უწოდებენ. პიგმენტაცია და ნაადრევი ნაოჭები – აი, რით გემუქრებათ სიახლეების უსასრულო სქროლვა. გარდა ამისა, დგომა ფუჭდება!

დროულად დაწექით – ძილი სილამაზის და მხნეობის შესანარჩუნებლად ბუნებრივი მეთოდია. შვედმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. თუ ორ დღეზე მეტხანს 7 საათზე ნაკლებს იძინებთ, ნაკლებად მიმზიდველი გახდებით. ძილის დროს არა უბრალო ვისვენებთ, არამედ ორგანიზმში რიგი პროცესები ხდება. მაგალითად, კოლაგენი იწარმოება, რომელიც კანის მდგომარეობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. ღამის 12-დან 3 საათამდე პერიოდს „სილამაზის ძილს“ უწოდებენ, რადგან ორგანიზმში მელატონინი აქტიურად იწარმოება. სწორედ ამიტომ, არა უბრალოდ 7 საათი ძილი, არამედ შუაღამემდე დაწოლა მნიშვნელოვანია. ბუნებრივი აღდგენისთვის კანის მომზადება არ დაგავიწყდეთ.

მედიტაცია დაიწყეთ – ადრე ადამიანებს ბევრი დრო ჰქონდათ, როცა საკუთარ თავზე დაფიქრება შეეძლოთ. თანამედროვე სამყაროში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. თუნდაც 15 წუთი დრო გვქონდეს, ტელეფონს ვიღებთ და მასში ვიძირებით. ამის გამო ფსიქიკის პრობლემები, ქრონიკული სტრესი და ტვინის მუშაობის დარღვევა იწყება.შინაგან სამყაროს მედიტაციის დახმარებით დრო დაუთმეთ. შედეგს დაუყონებლივ დაინახავთ. იპოვეთ მედიტაციის მეთოდი, რომელიც მოგწონთ და რეგულარულად შეასრულეთ.

ყოველ კვირა სახლის სპა მოიწყვეთ – რაღაცის ან ვიღაცის გამო საკუთარ თავზე დროს ხშირად ვწირავთ. აბაზანაში ტყუილად წოლის ნაცვლად სამზარეულოს ვალაგებთ, ბავშვის მეცადინეობაში ვეხმარებით ან მაღაზიაში საყიდლებზე მივდივართ. ბევრმა 21-ე საუკუნეში დასვენება არ იცის! კვირაში ერთხელ 1-1,5 საათი პირადი ცხოვრებისთვის გამოყავით. თბილი აბაზანა არომატული მოსადუნებელი მარილით გაავსეთ, სახეზე დამატენიანებელი ნიღაბი წაისვით და მოდუნდით.

კუნთები გაახურეთ – თუ სერიოზული ფიზიკური ვარჯიშისთვის დრო და ძალა არ გაქვთ, კუნთების გახურება აუცილებელია. მსუბუქი ათწუთიანი ვარჯიში წარსული არაა, არამედ დღის სწორად დაწყების შესაძლებლობა. თქვენი ტემპი აირჩიეთ, მუსიკის ფონზე ან საკუთარ ფიქრებთან განმარტოებისას გაიწელეთ. ბედნიერების და კარგი განწყობის ჰორმონის ზრდა გარანტირებულია!

მწვანე პროდუქტები შეჭამეთ – ვერც ერთი კოსმეტოლოგი თქვენს სახეს ისე ვერ გაალამაზებს, როგორც ნიახური, მწვანილი და ბროკოლი. გარდა ამისა, დიეტური პროდუქტები საჭმლის მომნელებელ სისტემას უკეთ მუშაობაში ეხმარება. თავი მსუბუქად რომ იგრძნოთ და ლამაზად გამოიყურებოდეთ, მაკარონი, მარცვლეული და კარტოფილი მარტივი სალათებით ჩაანაცვლეთ.

ტანის კანი გაიწმინდეთ და დაიტენიანეთ – მშრალი კანი მოვლილად და ლამაზად არ გამოიყურება. სწორედ ამიტომ, ყოველდღე არა მხოლოდ სახის, არამედ ტანის გაწმენდა და დატენიანება აუცილებელია. ზეთის, დამატენიანებელი კრემის და ლოსიონის გამოყენება ჩვევად გქონდეთ. უკვე ერთ კვირაში საოცარ შედეგს ნახავთ!

არომათერაპია სცადეთ – არომათერაპია უძველესი დროიდან ტყუილად არ არის ცნობილი. სწორად შერჩეული სუნები ძილის წინ ან სტრესის შემდეგ დაგამშვიდებთ, განწყობას აგიმაღლებთ ან ტვინის მუშაობას გააქტიურებს, თუ სასწრაფად მუშაობა გჭირდებათ. გარდა ამისა, კრემს შეგიძლიათ ეთერზეთი დაუმატოთ. ასე სუნი ძლიერ გაჯერებული არ იქნება.

ცივი წყლით ან ყინულით დაიბანეთ – უდავოდ, სიცივე კანისთვის სასარგებლოა. ეს კანის ცხიმის წარმოებაზე დადებით გავლენას ახდენს, ასევე ფორებს ამცირებს. ყინულის კუბი ან წინასწარ გაცივებული მასაჟორი სისხლის მიმოქცევას აჩქარებს. თავის მხრივ, კანის ფერი უმჯობესდება და სასარგებლო მიკროელემენტებს კანში შეღწევაში ეხმარება.

თანამედროვე სამყაროში საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა და ახალი ჩვევის დანერგვა რთულია. 1–2 კვირა საკუთარ თავს უნდა შეახსენოთ, შემდეგ თქვენი ცხოვრების უცვლელი ნაწილი გახდება. რაიმე სასარგებლოს გაკეთება სასიამოვნოა! თქვენ გაქვთ სასარგებლო სილამაზის რჩევები? გაგვიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს