ალბათ, გინახავთ, რომ ზოგიერთ ყავის შეფუთვას უცნაური სარქველი აქვს. ითვლება, რომ ეს ნახვრეტები ყავის მარცვლების სუნის და სიახლის შესაფასებლად არის საჭირო. ეს მცდარი მოსაზრებაა. ყავის სიახლის შეფასება მხოლოდ არომატით რთულია. ამ ნახვრეტებიდან მინიმალური სუნი გამოდის. ზოგიერთი სარქველი საერთოდ სქელი ფირით დაფარულია.
Vivien ეცდება გაარკვიოს, თუ რისთვის არის საჭირო იდუმალი სარქველი ყავის შეფუთვაზე. ამ ნახვრეტიდან დასუნვა უსარგებლოა, მაგრამ მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ხარისხის შესამოწმებლად. ყველაფერი ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გავარკვიოთ?
რა საჭიროა სარქველი ყავის შეფუთვაზე – ყავის მარცვლები შეწვის შემდეგ რამდენიმე დღე ან კვირა ნახშირორჟანგს გამოყოფს. თუ ყავას დაუყონებლივ შეფუთავთ, შიდა წნევის ზრდის გამო ჰერმენტული შეფუთვა გასკდება. ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად პასუხისმგებლიანი მწარმოებლები ყავას სარქველიან შეფუთვაში ყრიან. ბუნებრივია, ასე ტექნოლოგიური პროცესი ძვირდება.
სხვები ცდილობენ, რომ ფული დაზოგონ და ყავა ბუნებრივი დეგაზაციისთვის საწყობში დატოვონ. შედეგად, ყავის მარცვლების გემოს და არომატის მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება.
როგორ მუშაობს დეგაზაციის სარქვეელი – სარქველი ერთმხრიანი პრინციპით მოქმედებს: ჟანგბადს ახალ მოხალულ მარცვლებთან წვდომის საშუალებას არ აძლევს, შეფუთვიდან კი ნახშირორჟანგს გამოყოფს. ჟანგბადი ყავისთვის ნამდვილად დამღუპველია. მხოლოდ რამდენიმე დღეში ჟანგბადთან კონტაქტისას ყავის მარცვლები არომატის 30%–ს კარგავს. მსოფლიოს ცნობილი მწარმოებლები რეპუტაციას აფასებენ და ასეთ რამე არასდროს უშვებენ. სწორედ ამიტომ, მათი პროდუქცია ხშირად გაცილებით ძვირია.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღწერილი მხოლოდ ყავის მარცვლებს ეხება. დაფქული ყავა ნახშირორჟანგს არ გამოყოფს, ამიტომ ჰერმენტულ ან ვაკუუმ შეფუთვებში იფუთება. ვიმედოვნებთ, რომ ინფორმაცია სასარგებლო იყო და მომავალში სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.