შემწვარი თუ უმი: როგორი ხახვი დავუმატოთ კატლეტს

881

ხახვთან ერთად ფარშის მომზადება ჩვეული კულინარიული პროცედურაა. ასეთ მარტივ საკითხსაც თავისი წესები აქვს. რომელი სახეობის ცხარე ბოსტნეული სჯობს გამოიყენოთ? შემწვარი თუ უმი ხახვი დავუმატოთ კატლეტს? Vivien ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ეცდება.

ფარშის მომზადება ხახვთან ერთად – რამდენადაც მახსოვს, დედა კატლეტის მოსამზადებლად ხორცსაკეპ მანქანაში ხორცს, პურს და უმ ხახვს ატარებდა. ბევრი შეფმზარეული ასე აკეთებს. მაგალითად, ილია ლაზერსონი.

სხვა, ალტერნატიული მოსაზრებაც არსებობს. რუსული კულინარიული შოუს „მასტერშეფის“ გამარჯვებული, ელეონორა ბარანოვა დარწმუნებულია, რომ ფარშის მოსამზადებლად სჯობს შემწვარი ხახვი გამოიყენოთ. ასე მზა კერძს უსიამოვნო არომატს მოაშორებთ და გულძმარვას თავიდან აიცილებთ.

მას ეთანხმება მზარეული ალექსი ანტიპოვი. მისი თქმით, უმი ხახვი ფარშში პროდუქტის სწრაფად ამჟავებას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, რესტორნებში ხახვს ყველაზე ბოლოს უმატებენ, როცა უკვე შეკვეთა მიიღეს.

შემწვარი ხახვი კატლეტს უფრო დიდხანს ინახავს და სირბილეს და მოტკბო გემოს ანიჭებს. ითვლება, რომ შემწვარი ხახვი კატლეტს ჰაეროვანს და უფრო წვნიანს ხდის.

თევზის, ფრინველის და ხორცის კატლეტისთვის ხახვი წვრილად უნდა დაჭრათ. შემდეგ ცოტა კარაქსა და საყვარელ სანელებლებში მოთუშეთ, სიმშრალე და დაწვა არ უნდა დაუშვათ. ამის შემდეგ ცივი ფარში და შემწვარი ხახვი კარგად აურიეთ. კატლეტის შეწვამდე სჯობს ფარში 1 საათით მაცივარში გააჩეროთ.

რომელი ხახვი გამოვიყენოთ და როგორ გამოვძვრეთ მის გარეშე – ნაზი სახეობის ხახვი (მაგალითად, შალოტი) კატლეტში თერმული დამუშავების გარეშე ხახვის გემოს ამცირებს. გარდა ამისა, სჯობს ახალი და ახალგაზრდა ხახვი შეარჩიოთ. ასაკოვანი ხახვი სიმწარით სავსეა.

თუ ხახვს საერთოდ ვერ იტანთ, მის ნაცვლად გახეხილი წვნიანი ყაბაყი, მწვანე ვაშლი ან დაქუცმაცებული ახალი ქინძი გამოიყენეთ. კატლეტში ხახვს პრაქტიკულად ვერ იგრძნობთ, თუ წინასწარ დააბლენდერებთ.საინტერესოა, რომ სანამ ზოგი ფიქრობს, როგორ მოამზადოს ფარში ხახვის გარეშე, სხვები ხახვის კატლეტებს ხორცის ფარშის გარეშე ამზადებს. ხახვის კატლეტს თავისი საიდუმლო აქვს. თუ თბილს შეჭამთ, ხორცის გემო აქვს, თუ ცივს – თევზის. ძალიან აქტუალური კერძია, მით უფრო წინ მარხვა გველოდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს