კვების პროდუქტების არასასურველი კომბინაცია, რომელსაც მიზანშეწონილი იქნება თავი ავარიდოთ.

779

კვების პროდუქტების სწორი კომბინაცია კარგი განწყობის და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური მუშაობის გარანტიაა. სამწუხაროდ, ჩვენს ტრადიციულ სუფრას ჯანსაღ კვებასთან საერთო არაფერი აქვს. Vivien გიამბობთ, თუ რომელი პროდუქტებია შეუთავსებლები და რატომ.

კვების პროდუქტების კომბინაცია – გიყვართ დილით ფინჯანი ყავა რძესთან ერთად ან ვახშამზე კარტოფილის და კატლეტის მირთმევა? თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს. საქმე იმაშია, რომ ჩვენთვის ჩვეული კვების პროდუქტების ბევრი კომბინაცია საფრთხის შემცველია.

მზაკვარი ცილა

  1. ყავა რძით. დიეტოლოგები ბევრი რძიანი ყავის დალევას არ გირჩევენ, რაც ამ პროდუქტების ქიმიური შემადგენლობით არის განპირობებული. რა თქმა უნდა, ერთი პატარა ფინჯანის დალევით გამოხატულ დისკომფორტს ვერ იგრძნობთ. ასეთი სასმელის დიდი რაოდენობით მიღება კარგი პრაქტიკა არაა. საქმე იმაშია, რომ ყავა, როგორც ძლიერი ჩაი, რძის ცილებს უკავშირდება და მონელებას ართულებს.
  2. კარტოფილი ხორცთან ერთად. ბევრი ადამიანი ცუდ განწყობას უჩივის ხორცის კარტოფილთან ან მაკარონთან ერთად მირთმევის შემდეგ. მიზეზი იმაშია, რომ ცილოვანი საკვები ნელა ნელდება და ეს კუჭში ხდება, ხოლო ნახშირწყლები სწრაფად მუშავდება. ხორცისთვის ბოსტნეული სახამებლის გარეშე ოპტიმალური გარნირია.
  3. შემწვარი კვერცხი ბეკონთან ან ლორთან ერთად. საუზმის პოპულარული ინგლისური ვარიანტი არც თუ ისე წარმატებულია. საქმე ცილების რაოდენობაშია, რომლითაც კვერცხიც და ხორცის პროდუქტებიც მდიდარია. ძალიან ბევრი ცილა ერთ მიღებაზე მხნეობას და ძალას არ შეგმატებთ, ხოლო საჭმლის მომნელებელ პროცესზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
  4.  ყველიანი ბუტერბროდი. ალბათ, ყველაზე გემრიელი კომბინაცია, რომელზეც უარის თქმა რთულია. რეალობა ასეთია, რომ სახამებლის და ყველში შემავალი ცილის მოსანელებლად სხვადასხვა ფერმენტებია საჭირო. პირველ რიგში, ორგანიზმი ცილის გადამუშავებას ეცდება, ხოლო პურის სახამებელი ამ დროს დუღილს იწყებს.

ხილი და ბოსტნეული

  1. პომიდორი კიტრთან ერთად. პირველ რიგში, კიტრს და პომიდორს ათვისების სხვადასხვა პროცესი აქვს. სანამ კუჭი ერთს მოინელებს, მეორე დუღილს დაიწყებს. მეორეც, კიტრი შეიცავს ასკორბინიზას, რომელიც პომიდორში შემავალ C ვიტამინს შლის.
  2. რძის პროდუქტები ხილით და წვენით. რძიან ფაფას ახალი ხილი არ დაუმატოთ ან მისი წვენი არ დაასხათ. ასეთი კომბინაციის შედეგად კუჭის მჟავიანობა გაიზრდება, რაც ძლიერ დისკომფორტს გამოიწვევს გულძმარვის, ყელსა და გულმკერდში წვის, კოლიკის სახით. დიდი იმედგაცრუება სმუზის მოყვარულთათვის: ბანანის და რძის შეუთავსებლობა. დიახ, ძალიან გემრიელი კომბინაციაა, მაგრამ ნაკლებად სასარგებლო.
  3. ნესვი სხვა პროდუქტებთან ერთად. ნესვი კუჭში არ რჩება, როგორც სხვა საკვები, არამედ პირდაპირ ნაწლავებში გადადის. თუ მას ნოყიერი კერძის შემდეგ შეჭამთ, სხვა პროდუქტებთან ერთად კუჭ–ნაწლავის ტრაქტში დარჩება, რაც დუღილს გამოიწვევს. სჯობს ნესვი ჭამამდე 1 საათით ადრე მიირთვათ ან ჭამიდან რამდენიმე საათში. ნესვის უზმოზე ჭამა არ შეიძლება.
  4. ხილი ჭამის შემდეგ. საჭმლის მონელების პროცესი რომ არ დაირღვეს, დესერტად ხილის მირთმევას თავი აარიდეთ. კვლავ, ძირითადი საკვები ცილებს და ცხიმებს შეიცავს, რომელთაც უფრო მეტხანს მონელება სჭირდება, ვიდრე ხილს.

კვების პროდუქტების სწორი კომბინაცია მთელი მეცნიერებაა, რომელიც უნდა აითვისოთ, რომ თავი კარგად იგრძნოთ. საჭმლის მონელებაზე უფრო ბევრი რამ არის დამოკიდებული, ვიდრე ფიქრობთ. შესაძლოა, ცუდად ყოფნის მიზეზი სწორედ ურიცხვ კაპუჩინოში ან ინგლისურ საუზმეშია? გთავაზობთ პროდუქტების თავსებადობის ცხრილს, რომელიც კვების მოწესრიგებასა და შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს