7 მითი ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ, რომლებისაც მშობლების უმეტესობას დღემდე სჯერა

3629
7 მითი ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ, რომლებისაც მშობლების უმეტესობას დღემდე სჯერა
7 მითი ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ, რომლებისაც მშობლების უმეტესობას დღემდე სჯერა

ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველა დედა ცხოვრობს შეგრძნებით, რომ ახლა მისი გული არ შიგნით, არამედ გარეთ – მის ბავშვში ფეთქავს. ჩვენ ჩვენი შვილები გვიყვარს, გვსურს მათ საუკეთესო მივცეთ და ყოველთვის მათ გამო ვღელავთ. სწორედ ამიტომ ჩვენი დარწმუნება, რომ თვალისჩინს საფრთხე ემუქრება, ძალიან ადვილია. აქედან კი ბავშვის აღზრდის, განვითარების და ჯანმრთელობის შესახებ  ბევრი გაუგებრობა ჩნდება, რომელიც ხელს გვიშლის ბედნიერი, მოდუნებული და კომპეტენტური მშობლები ვიყოთ.

დღეს გიამბობთ მითებს, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული და რომელთაც დროა აღარ დავუჯეროთ.

მითი #1: ვაქცინაცია შეიძლება აუტიზმის სპექტრით დაავადების მიზეზი გახდეს

აუტიზმის ვაქცინაციასთან კავშირი – ერთ-ერთი ყველაზე გამჯდარი და მავნე სამედიცინო მითია. მას სამეცნიერო მტკიცებულება არ გააჩნია, სამაგიეროდ წარმოშობის დრო აქვს – 1998 წლის თებერვალი, როცა პატივცემულ სამეცნიერო ჟურნალში The Lancet ექიმი ენდრიუ უეიკფილდის სტატია გამოაქვეყნეს. ის ირწმუნებოდა, რომ რომ წითელას, ყბაყურას და ღორის ვაქცინა აუტიზმს იწვევს. შედეგად გაარკვიეს, რომ კვლევის შედეგი გაყალბებული იყო,  უეიკფილდს ლიცენზია ჩამოერთვა, მაგრამ ამით მითს ცხოვრება არ დაუსრულებია.

ვაქცინის გაკეთება უსაფრთხოა, მას უკუჩვენება იშვიათად აქვს, ხოლო ვაქცინის არ გაკეთება ნამდვილად საშიშია: თუ წითელას ვაქცინით გარდაცვალების რისკი მილიონში მხოლოდ ერთს წარმოადგენს, თავად წითელათი გარდაცვალების რისკი ათასში ერთია.

მითი #2: ქუდის გარეშე სეირნობა მენინგიტს იწვევს

მენინგიტს ვირუსი, ბაქტერია და სოკო იწვევს და ქუდის გარეშე სეირნობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თებერვლიდან აპრილამდე ნამდვილად უფრო ბევრი ადამიანი ინფიცირდება, მაგრამ არა იმის გამო რომ სიცივეა, არამედ იმიტომ რომ ამ დროს ადამიანები უფრო ხშირად დახურულ, ცუდად განიავებულ ოთახში იმყოფებიან, ხოლო ვირუსის გადადების მეთოდი – ჰაერწვეთოვანია.

აი, პაროტიტის ვირუსს მენინგიტის გამოწვევა ნამდვილად შეუძლია და ეს ვაქცინის გაკეთების კიდევ ერთი მიზეზია.

მითი #3 ტილი უჩნდება მხოლოდ მათ, ვინც თავს არ იბანს და მისი მოშორება ძალიან რთულია.

ტილი – სასირცხვილო არაა, რადგან სწორი პირადი ჰიგიენის დაცვის დროსაც ჩნდება. ტილიანობა ჩვეულებრივი საბავშვო ბაღი-სკოლის დაავადება, რომელიც ბავშვებს ხშირად აქვთ. მისი მოშორება ერთ დღეში შეიძლება ყველა აფთიაქში ხელმისაწვდომი შამპუნით. ტილი არ დაფრინავს და არ ხტუნავს, მას თავიდან თავზე მხოლოდ გადასვლა შეუძლია. ბავშვს ასწავლეთ რომ სხვა ბავშვის თავს თავით არ შეეხოს და სხვისი სავარცხელი ან ტანსაცმელი არ გამოიყენოს. ტილი პატრონის გარეშე ერთ დღეზე მეტ ხანს არ ცოცხლობს, სწორედ ამიტომ თმის კარგად დამუშავების შემდეგ თეთრეულის გამოცვლა და ძველის აივანზე ღამით გატანა საკმარისი იქნება.

მითი #4 თუ ბავშვს ჩუტყვავილა აქვს, უნდა იზოლირდეს და მწვანე ბრილიანტი წავუსვათ

12 წლამდე ჩუტყვავილას გადატანა მარტივია, ხოლო უფროსებს უფრო რთულ ფორმებში აქვთ. სწორედ ამიტომ დასავლეთის ქვეყნებში დაავადების შემთხვევაში კარანტინის გამოცხადება და ბავშვის იზოლირება აუცილებელი არაა: უმჯობესი იქნება, თუ გარშემო ბავშვებიც ამ დროს მოიხდიან. ჩუტყვავილას თავისი დრო აქვს და ადვილად გადადის, ამიტომ მისი მკურნალობა აუცილებელი არაა – შეგიძლიათ მხოლოდ ანტისეპტიკური პრეპარატით დაუმუშაოთ რომ ქავილი შეიმსუბუქოთ ან სიცხის დამწევი (ასპირინის გარდა) მისცეთ.

მწვანე ბრილიანტი ჩუტყვავილას არ კურნავს და მარკერის სახით მისი გამოყენება საჭირო არაა: საკმარისია გაითვალისწინოთ, რომ ბავშვი პირველი ჩუტყვავილას გამოჩენიდან 7-8 დღის შემდეგ უკვე დაავადებული არაა. დასავლელი პედიატრები დაავადების დროს შხაპის მიღების უფლებას იძლევიან, ასე ქავილს შეუმსუბუქებთ. მთავარია – კანი არ გაიხეხოთ, არამედ ნაზად დაიბანოთ.

მითი #5: სისველე, ხველება და ტემპერატურა – ბავშვის სახლში დატოვების მიზეზი

მშობლების ჩატი ერთმანეთის ბრალდებებით არის სავსე: „გაციებული ბავშვი სკოლაში მოგყავთ და ვირუსი შემდეგ ჩვენ ბავშვებზე გადადის“ და მაინც მსუბუქი გაციება, ხველება და 37,5 გრადუსის ტემპერატურა – ბავშვის სახლში დატოვების მიზეზი ნამდვილად არაა. საბავშვო კოლექტივში ინფექციების გაცვლა  იმუნიტეტს აუმჯობესებს. თუ ბავშვი თავს მხნედ გრძნობს, საკმარისია ცხვირსახოცი გაატანოთ და ბაღში ან სკოლაში გაუშვათ.

მითი #6: ჭრილობიდან და ნაკაწრიდან შეიძლება სისხლი დაბინძურდეს

სისხლის დაბინძურებით ბავშვის დაშინება აუცილებელი არაა, როცა ნაკაწრიდან კანს იძრობს, ან ჭრილობის იოდით დამუშავება არ სურს. თუ ბავშვს ნორმალური იმუნიტეტი აქვს, პანიკის ატეხვა საჭირო არაა როცა კანზე მცირე ზომის დაზიანებები ექნება: ისინი წყლით ჩამობანეთ და ანტისეპტიკური წაუსვით.

უფრო რთული ჭრილობის დროს ტეტანუსით დაავადების რისკის თავიდან ასაცილებლად, ბავშვს ვაქცინა უნდა გაუკეთოთ. თუ იმუნიტეტი დასუსტებულია ან ბავშვმა ბინძურ ობიექტზე კანი გაიჭრა, მაგ., მინის ნატეხით ქვიშაში აუცილებელია ჭრილობა კარგად დამუშავდეს. იოდი ან მწვანე ბრილიანტი არ გამოიყენო: ისინი კანს აშრობს და დიდხანს აღარ მოშუშდება.

მითი #7: როტავირუსს უნდა უმკურნალოთ

ტემპერატურა, ღებინება, დიარეა – როტავირუსის ინფექციას სასიამოვნო არაფერი ახლავს. მაგრამ მას მკურნალობა არ სჭირდება, უკვე 1-1,5 დღეში თავად გადადის. მთავარია, რაც უნდა გააკეთოთ დროულად – დეჰიდრატაცია თავიდან აიცილო, სწორედ ამიტომ სახლის აფთიაქში ორალური რეჰიდრატაციის ხსნარები ყოველთვის უნდა იყოს. ზოგიერთი დასავლელი პედიატრი როტავირუსის დროს კოკა-კოლის დალევას გირჩევთ,

როტავირუსი ნაწლავურ ინფექციას წარმოადგენს, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ შესაბამისი ვაქცინის გაკეთებას.

თქვენ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რომელ მითებთან შეხება მოგიწიათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს