ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება ნიშნავს, რომ ადამიანის ღვიძლში ზედმეტი ცხიმია. ამ მდგომარეობაში ალკოჰოლური სასმელის გადაჭარბებული დალევა მთავარ მიზეზს წარმოადგენს, რადგან ალკოჰოლი დროთა განმავლობაში ღვიძლის უჯრედებში ბევრი ცხიმის დაგროვებას და მისი მუშაობის გართულებას იწვევს.კანის ფერის ცვლილება პრობლემის წარმოშობაზე სიგნალს გაძლევთ, ამის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის (John Hopkins Medicine) სპეციალისტები შეგახსენებთ.
სიყვითლე. კანის ფერის ასეთ ცვლილებას სისხლში ბილირუბინის (ნაღვლის პიგმენტი) ანომალურად მაღალი დონე იწვევს. თავის მხრივ, ბილირუბინის მაღალი კონცენტრაცია შეიძლება ღვიძლის უჯრედების ანთებით ან სხვა დარღვევით ან ნაღვლის სადინარების დაბლოკვით აიხსნას.„ჩვეულებრივ, სიყვითლე ღვიძლის დაავადების პირველი, იშვიათად, ერთადერთი გარე ნიშანია“ – ამბობენ ექიმები.
ჩალურჯებისკენ მიდრეკილება. სისხლჩაქცევის მარტივი გაჩენა (ხშირად უმიზეზოდ) კანის კიდევ ერთი ცვლილებაა, რომელიც ღვიძლის პრობლემებზე საუბრობს. ცხიმით დაზიანებული ღვიძლი ნაკლებ ცილას აწარმოებს, რაც სისხლის შესადედებლად საჭიროა. გამოდის, სისხლდენა და სისხლჩაქცევები ძალიან ადვილი შეიძლება იყოს. მაგალითად, უმნიშვნელო დაზიანების შემდეგ საოცრად დიდი და „სქელი“ ჩალურჯება ჩნდება ან კანზე დიდხანს რჩება და რამდენიმე კვირა არ ქრება.„თუ უჩვეულო ჩალურჯებებს ამჩნევთ, ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემის ნიშანი იყოს“.სპეციალისტები შეგახსენებთ, რომ უალკოჰოლო ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების სამი ეტაპი არსებობს.
- საწყის ეტაპზე (სტეატოზი) ცხიმი ღვიძლში დაგროვებას იწყებს.
- მომდევნო ეტაპზე ცხიმის დაგროვება გრძელდება და ანთებას იწვევს.
- მესამე ეტაპზე „მყარი ნაწიბურები“ წარმოიქმნება.
კანის ცვლილებები შეიძლება ნიშნავდეს, რომ ღვიძლი უკვე სერიოზულად დაზიანებულია და ექიმთან ოპერატიულად მიმართვას მოითხოვს.