ყოველდღიურად ტერფის ძვალ–სახსროვანი აპარატი დიდ დატვირთვას განიცდის. შედეგად, უკვე 2 წლამდე ასაკში ბავშვების 23%–ს ბრტყელტერფიანობა უჩნდება, ხოლო მოზარდებს შორის ასეთი დაავადება უფრო გავრცელებულია და 50%–ს აღწევს. დაავადება არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც ახასიათებთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ფეხის დაავადება 30 წელს ზემოთ ასაკის ქალების 25%–ს და კაცების 15%–ს აწუხებს. ბრტყელტერფიანობის და საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის სხვა დაავადებების პროფილაქტიკის ერთ–ერთი მეთოდი სპეციალური ფეხსაცმლის ტარებაა.
ორთოპედიული ფეხსაცმლის მახასიათებლები და უპირატესობები – ფეხსაცმლის ხარისხი ფეხის, ასევე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, სპეციალური ორთოპედიული მოდელები შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ასეთი ფეხსაცმელი ტერფის ანატომიურ წყობას იმეორებს და ხარისხიანი მასალისგან მზადდება. კარგი ორთოპედიული ფეხსაცმლის გამოყენებას რიგი უპირატესობები აქვს:
- ტერფის თაღის საიმედო მხარდაჭერა;
- ფეხში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება;
- სახსრებსა და კუნთებზე დატვირთვის შემცირება;
- ტერფზე სიმძიმის თანაბრად გადანაწილება;
ასეთ ფეხსაცმელს ხარისხიანი მასალებისგან ამზადებენ, რომელიც ალერგიას არ იწვევს. ის ფეხზე საიმედოდ ფიქსირდება და არ სრიალებს, უსაფრთხო გამოყენებას უზრუნველყოფს.
ორთოპედიული ფეხსაცმელი ბავშვებისა და უფროსებისთვის – ორთოპედიულ ფეხსაცმელს ბავშვის ჯანმრთელობისკენ ერთ–ერთ პირველ ნაბიჯს უწოდებენ. მას ტერფის ბევრი შეძენილი დაავადების ეფექტური პროფილაქტიკის უზრუნველყოფა შეუძლია. ამასთან, მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია, რომელიც ბავშვისგან ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვს. ტერფის პროფილაქტიკა სჯობს ადრეული ასაკიდან დაიწყოთ, უკვე პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე. ორთოპედიული ფეხსაცმელი არა მხოლოდ პროფილაქტიკის დროს, არამედ სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ: მას ტერფის დეფორმაციის დროს ნიშნავენ. როგორც წესი, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად ბავშვის ფეხის მიხედვით იკერება.ზრდასრული ადამიანიც ტერფის დეფორმაციის ან უბრალო ფეხსაცმლის მოუხერხებელი ტარების გამო შეიძლება უსიამოვნებას განიცდიდეს. ამ შემთხვევაში ორთოპედიული მოდელი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად კარგი მეთოდია. ასევე სასარგებლოა ტერფზე ოპერაციის შემდეგ, ქუსლის დეზის, პოდაგრის, საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიის დროს და ა.შ.