ბავშვობიდან გვეუბნებიან, რომ ვიტამინები და სასარგებლო მიკროელემენტები ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. უდავოდ, ასეა, მაგრამ რაღაც მომენტში სერიოზულად დავიბენი. რომელი ვიტამინი რისთვის არის კარგი, სად ვიპოვოთ და რა რაოდენობით გვჭირდება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას Vivien ეცდება.თავდაპირველად გაარკვიეთ, თუ რომელი ვიტამინები სჭირდება ადამიანს აუცილებლად. ნაცნობ ექიმთან საუბარში გავარკვიეთ, თუ რომელი ვიტამინები სჭირდება ადამიანს და სად ვიპოვოთ.
- A ვიტამინი – ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ადამიანს ინფექციებთან საბრძოლველად და იმუნური სისტემის ნორმალური მუშაობისთვის სჭირდება. გარდა ამისა, A ვიტამინი ორგანიზმის დაბერების პროცესს ანელებს და მხედველობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. ძვლებს, კბილებს და რბილ ქსოვილებს და ლორწოვან გარსს აძლიერებს. რაციონი A ვიტამინით მდიდარი პროდუქტებით გაამდიდრეთ, როგორიცაა სტაფილო, ბროკოლი, ღვიძლი, კომბოსტო, პომიდორი, კვერცხი, რძე და პაპაია.
- B2 ვიტამინი – B ჯგუფის ვიტამინების სარგებლის შესახებ ყველამ იცის – ისინი ადამიანის ორგანიზმისთვის შეუცვლელია. B2 ვიტამინი ზრდის პროცესში მონაწილეობს და შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის მნიშვნელოვან ეტაპებს არეგულირებენ. გარდა ამისა, მხედველობისთვის სასარგებლოა. B2 ვიტამინი სინათლის და ფერების ხედვას უზრუნველყოფს, ბადურასა და თვალის ბროლში პროცესებზე გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ვიტამინი ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობაზე გალენას ახდენს და შფოთვასთან და სტრესთან ბრძოლაში გვეხმარება. შეუცვლელი B2 ვიტამინის მარაგის შესავსებად მიირთვით სოიო, საფუარი, სოკო, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, კაკალი და მთელი მარცვლეული.
- B6 ვიტამინი – კიდევ ერთი B ჯგუფის ვიტამინი, რომელიც წინაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. B6 ვიტამინი ორგანიზმს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სინთეზში ეხმარება, მისგან მაქსიმალური რაოდენობის ენერგიას იღებს. ამ ვიტამინით ცილების ათვისება შეგვიძლია. გარდა ამისა, ცხიმების დაგროვებას ხელს უშლის. B6 ვიტამინი გულ–სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების მუშაობას აუმჯობესებს, თმის და კანის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს, სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს. ვიტამინი ორსულ ქალებს განსაკუთრებით უყვარს, რადგან ტოქსიკოზს ამსუბუქებს. B6 ვიტამინს იპოვით შემდეგ პროდუქტებში: ბატატი, იოგურტი, ბანანი, ყველი, თევზი, კანტალუპა, ყვითელი ხილი.
- B12 ვიტამინი – რა თქმა უნდა, უჯრედების დაყოფის და სისხლის მიმოქცევის პროცესში შეუცვლელი კომპონენტია. B12 ვიტამინი რაციონში უნდა ჩართოთ, რომ იმუნიტეტი გააძლიეროთ და ნერვული სისტემის მდგომარეობა გააუმჯობესოთ. გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლაზე, საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ძვლების განვითარებაზე გავლენას ახდენს. B12 ვიტამინი დიდი რაოდენობით გვხდება ყველში, რძის პროდუქტებში, მარცვლეულსა და კვერცხში.
- B9 ვიტამინი – ბოლო, მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანი B ჯგუფის ვიტამინი. გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს, ალცჰაიმერის, სიმსივნის და დეპრესიის განვითარებას აფერხებს. ვიტამინი აუცილებელია ორსულებისთვის, რადგან ნაყოფის ჯანმრთელ განვითარებაზე გავლენას ახდენს. B9 ვიტამინი დიდი რაოდენობით გვხდება შემდეგ პროდუქტებში: ფორთოხლის წვენი, კვერცხი, საფუარი, მუქი მწვანილი, სატაცური, მარწყვი, პარკოსნები და ნესვი.
- C ვიტამინი – ყველა პაციენტს ბევრი ლიმონიანი ჩაის დალევას ურჩევენ! ციტრუსში შემავალი C ვიტამინი ორგანიზმს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისგან იცავს. გარდა ამისა, ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც „ცუდი“ ქოლესტერინის შემცირებას ხელს უწყობს და „კარგ“ ქოლესტერინს დაჟანგვისგან იცავს. C ვიტამინი ორგანიზმის განახლების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სტრესის მიმართ გამძლეობას ზრდის და ნერვულ სისტემაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. ვიტამინის მარაგს შეივსებთ, თუ ბროკოლს, ციტრუსს, კარტოფილს, პომიდორს, წიწაკას და მარწყვს მიირთმევთ.
- D ვიტამინი – პირველ რიგში, ეს ვიტამინი შაქრიანი დიაბეტის და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას ხელს უშლის. გარდა ამისა, პაროდონტოზის და ოსტეოპოროზის პრევენციისთვის სასარგებლოა. D ვიტამინი ორგანიზმს ფოსფორის და კალიუმის სინთეზში ეხმარება, ასევე იმუნურ რეაქციებში მონაწილეობს. ამ ვიტამინით მდიდარია რძე, კვერცხი და ღვიძლი.
- E ვიტამინი – ძლიერი ანტიოქსიდანტი ტოქსინებს ანეიტრალებს და ორგანიზმში კანცეროგენების წარმოქმნას ხელს უშლის. უფრო მეტიც, E ვიტამინი გულის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს, კანს ატენიანებს, დაბერებას ანელებს და სიმსივნის უჯრედების განვითარებას ხელს უშლის. E ვიტამინს იპოვით შემდეგ პროდუქტებში: ნუში, ვირთევზას ღვიძლი, თხილი, მზესუმზირას თესლი, სიმინდის ზეთი, მარგარინი და არაქისის კარაქი.
- K ვიტამინი – ადამიანის ღვიძლის მიერ წარმოებული მნიშვნელოვანი ელემენტი პროთრომბინი სისხლის შედედებისთვის აუცილებელია. K ვიტამინი თავად ამ პროთრომბინის საწარმოებლად აუცილებელია. გარდა ამისა, ვიტამინი გულის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს და ძვლებს აძლიერებს. თევზის ქონი, სოიო, მთელი მარცვლეული და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული K ვიტამინს შეიცავს.
საკუთარ თავზე დაკვირვებით შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რომელი ვიტამინი გაკლიათ. თუ უფრო დეტალური ანალიზი გსურთ, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ და ანალიზები ჩააბარეთ. ძირითადი ვიტამინები შეგიძლიათ კვების პროდუქტებიდან მიირთვათ, რომლებიც ჩვენს რაციონში მუდმივად არის!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს